ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი "ფეისბუქის" პირად გვერდზე Youtube-ზე პირადი ცხოვრების ამსახველი ახალი ფარული ჩანაწერის გავრცელებას ეხმაურება. ჟორჟოლიანი პოსტში ერთ-ერთი პოლიტიკოსის სახელსა და გვარს ასახელებს, რომლის შესახებაც მორიგი ფარული ჩანაწერის გავრცელება დაანონსდა. გარდა ამისა, ტელეწამყვანი ინგა გრიგოლიას ახსენებს, რომელმაც მის მიმართ მუქარასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში საჯარო პოსტი თავადაც გამოაქვეყნა:
"მძიმე ორშაბათი გათენდა და უფრო მძიმე კვირა გველოდება ვატყობ. ასე დაგვიანონსეს! კიდევ ერთ ჩვენებამდე რამდენიმე კითხვას დავსვამ, თქვენის ნებართვით!
1. სექსი რატომ არის კომპრომატი? თუნდაც ეს იყოს მეგობარი მამაკაცი! ააა დამავიწყდა, ქალისთვის რომ არ მოსულა, ის ქვეყანა ვართ ჩვენ. თორემ კაცი რომ ყოფილიყო საყვარელთან, ეს მხოლოდ მის "კაცურობაზე" იმეტყველებდა.
2. თუ არ წახვალთ კიდევ დავუდებთ ამა და ამ პირებსო რომ ამბობთ, უკაცრავად და (?) საიდან უნდა წავიდეს, ან ინგა გრიგოლია?!
იხილეთ ვიდეო| გრიგოლიას საგანგებო განცხადება: "მაქვს სექსი და ვაპირებ, ასე გავაგრძელო ცხოვრება"
3. არის თუ არა ცუდი სანახავი? კი. ძალიან მძიმეა, თუნდაც ეს იყოს საკუთარ ქმართან გადაღებული სექსუალური აქტი, მაგრამ ამ დროს ერთადერთი გამოსავალი არსებობს!
❗
ვუთხრათ, რომ მაგრად გვკიდია, რა აქვთ ადამიანებზე! ვინც არ უნდა იყვნენ ისინი. თუნდაც საუბარი იყოს ჩვენს მტრებზე!
❗
არ ვიცი ამ დროს რამდენად სწორია სიტყვა სოლიდარობა, მაგრამ რაღაც მსგავსი მინდა ვუთხრა იმ ადამიანებს, ვიზეც "კომპრომატებს" ავრცელებენ, მეგობრებო ეგეთი ვიდეობი ყველა მოკვდავზე იარსებებს! ამიტომ დაიკიდეთ. რასაც აკეთებთ, მაგას რომ არ შვებოდეთ, ეგ იქნებოდა პრობლემა და ეჭვი მაქვს, მაგ ნაწილში უჭირს იმ მანიაკს, რომელიც ამ ყველაფერს აქვეყნებს.
‼ვთქვათ ყველამ ერთად, რომ გვკიდია მათი ფარული ჩანაწერები! რომ ის ვერ გახდება კომპრომატი და იძულებულები იქნებიან ერთ ადგილას გაიკეთონ!
ბევრი სექსი საქართველოში! #ნუგეშინია! #გვკიდია".
იხილეთ ასევე: "არც სუს-ისგან და არც შსს-სგან დაბლოკვის ბრძანება არ მიგვიღია" - რატომ დაებლოკა youtube ქართველ ინტერნეტმომხმარებელს
"დააშანტაჟეთ და შეაშინეთ, ვინც შეგიშინებიათ" - ინგა გრიგოლია მუქარას პასუხობს
მოქმედ პოლიტიკოსებს youtube-ზე ფარული ჩანაწერების გამოქვეყნებით ემუქრებიან