"ბი-ბი-სი" ვიდეომასალას ავრცელებს, რომელიც მაუწყებლის ინფორმაციით თურქეთის ტერიტორიულ წყლებში მიგრანტების გადაადგილებას ასახავს.
"ბი-ბი-სი" ამტკიცებს, რომ ვიდეოში ჩანს, როგორ სცემენ ჯოხებით ნავში მყოფ მიგრანტებს თურქეთის სანაპირო დაცვის თანამშრომლები. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ინციდენტი თურქეთის ტერიტორიულ წყლებში მაშინ მოხდა, როცა მიგრანტები საბერძნეთის კუნძულ ლესბოსისკენ მიემართებოდნენ.
ლტოლვილებმა თურქული მხარე თავდასხმაში დაადანაშაულეს, თუმცა ამ უკანასკნელებმა განაცხადეს, რომ ჯოხების საშუალებით ნავის შეჩერება სურდათ.