მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თსუ-ს სტუდენტებმა "რუსთავი 2"-ს პირდაპირ ეთერში ბოიკოტი გამოუცხადეს
თსუ-ს სტუდენტებმა "რუსთავი 2"-ს პირდაპირ ეთერში ბოიკოტი გამოუცხადეს

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში საპ­რო­ტე­სო აქ­ცი­ე­ბის მო­ნა­წი­ლე სტუ­დენ­ტებ­მა ბო­ი­კო­ტი გა­მო­უ­ცხა­დეს "რუს­თა­ვი 2"-ს, იქამ­დე სა­ნამ ნიკა გვა­რა­მია ბო­დიშს არ მო­უხ­დის მათ. შა­ბა­თის "კუ­რი­ერ­ში" გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ას­თან თსუ-ს შე­ნო­ბი­დან რამ­დე­ნი­მე სტუ­დენ­ტი ჩა­ერ­თო, რომ­ლე­ბიც უკვე მე­სა­მე დღეა უნი­ვერ­სი­ტე­ტის შე­ნო­ბა­ში ათე­ვენ ღა­მეს და სამი ძი­რი­თა­დი მო­თხოვ­ნა აქვთ: კან­ცლე­რის პოსტზე გი­ორ­გი გაფ­რინ­დაშ­ვი­ლის კან­დი­და­ტუ­რის მოხ­სნა 2. სტუ­დენ­ტუ­რი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის რე­ფორ­მი­რე­ბა და უნი­ვერ­სი­ტე­ტის რე­სურ­სებ­ზე წვდო­მის შე­ზღუდ­ვა, მე­სა­მე კი სა­პარ­ლა­მენ­ტო კო­მი­სი­ის შექ­მნა, რო­მე­ლიც გა­მო­ი­ძი­ებს და გა­ა­ძე­ვებს უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან "ოდე­ე­რებს".

უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფო­ი­ე­დან პირ­და­პირ ეთერ­ში ჩარ­თვის დროს სტუ­დენ­ტმა გვან­ცა ხო­ნე­ლი­ძემ მო­თხოვ­ნე­ბი კი­დევ ერთხელ გა­ი­მე­ო­რა, შემ­დეგ კი წამ­ყვანს სი­ტყვის უფ­ლე­ბა სთხო­ვა: "დღეს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე რე­ი­ტინ­გუ­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ის დი­რექ­ტო­რი ნიკა გვა­რა­მია, აკე­თებს სრუ­ლი­ად უპა­სუ­ხის­მგებ­ლო, ირო­ნი­ულ და არა­ა­დეკ­ვა­ტურ გან­ცხა­დე­ბას, ცილს სწა­მებს სტუ­დენ­ტებს და ცდი­ლობს გა­რი­ოს ისი­ნი პარ­ტი­ე­ბის თა­მაშ­ში, რაც მი­უ­ღე­ბე­ლია და და­საგ­მო­ბი. ჩვენ, სტუ­დენ­ტთა კრი­ტი­კუ­ლი მასა ვა­ცხა­დებთ: მა­ნამ სა­ნამ ნიკა გვა­რა­მია არ მო­იხ­დის სა­ჯა­როდ ბო­დიშს მის ყვე­ლა გან­ცხა­დე­ბა­ზე, ჩვენ ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-ს ვუ­ცხა­დებთ ბო­ი­კოტს. ბო­დი­შის მოხ­დის შემ­დეგ ჩვენ გა­ვაგ­რძე­ლებთ თქვენ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ას. მად­ლობთ" - ამ სი­ტყვებ­ზე გვან­ცა ხო­ნე­ლი­ძემ მიკრო­ფო­ნი მო­იხ­სნა და კად­რი­დან გა­ვი­და, უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფო­ი­ე­ში შეკ­რე­ბი­ლი სტუ­დენ­ტე­ბის კი გან­ცხა­დე­ბას აპ­ლო­დის­მენ­ტე­ბი­თა და შე­ძა­ხი­ლე­ბით შეხ­ვდნენ.

სტუ­დენ­ტე­ბის პრო­ტეს­ტი გვა­რა­მი­ას პოსტს მოყ­ვა, რო­მელ­შიც ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის გენ.დი­რექ­ტო­რი სტუ­დენ­ტებს სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტე­ბის ლი­დერ­თან, სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევრ გია ჟორ­ჟო­ლი­ან­თან კავ­შირ­ში ახ­სე­ნებს: "ვწერ­დი ამ დღე­ებ­ში, სტუ­დენ­ტე­ბი­საა უნი­ვერ­სი­ტე­ტით­ქო, მარა ის არ მი­გუ­ლის­ხმია, სტუ­დენ­ტე­ბი ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი­სა­ა­თქო. რო­გო­რი ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი და პი­რა­დი თა­ვი­სუფ­ლე­ბის პრობ­ლე­მა უნდა ქონ­დეს ადა­მი­ანს, ეს ძა­ლად­მო­აზ­როვ­ნე "დუ­რა­კი" პრო­ფე­სო­რი ლი­დე­რად და ოფი­ნი­ონ­მე­ი­კე­რად გა­ი­ხა­დო. აი ეგე­თი სტუ­დენ­ტე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტი კი არა, ნუ­ცას სკო­ლაა...

დიდი ამ­ბა­ვი ატყდა, ჟორ­ჟო­ლი­ანს რა კავ­ში­რი შე­იძ­ლე­ბა ქონ­დეს სტუ­დენ­ტებ­თა­ნო. ჯერ ერთი, ვინც აქ­ცი­ას ვუ­ჭერთ მხარს (მე პი­რა­დად იმ მო­ტი­ვით, რომ სტუ­დენ­ტის აზრი გა­დამ­წყვე­ტი მგო­ნია, როცა წყდე­ბა, მისი სტუ­დენ­ტო­ბა ვინ უნდა წარ­მარ­თოს), იმა­ზეც ვგრძნობთ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, რამე სუ­სის და­გეგ­მი­ლი და პო­ლი­ტი­კუ­რად ან­გა­ჟი­რე­ბუ­ლი არ შე­მოგ­ვემ­ხარ­დაგ­ვე­ჭი­როს. და მე­ო­რე, ისე იფხრი­წე­ბით ამ ჟორ­ჟო­ლი­ან­ზე, ვი­თომ ჯერ არ გა­მო­უ­ყე­ნე­ბი­ხართ თა­ვი­სი მიზ­ნე­ბის­თვის ზოგი უნებ­ლი­ედ, და ზოგი კონ­ფორ­მის­ტი და სულ­გა­ყი­დუ­ლი სტუ­დენ­ტი კიდე გა­რი­გე­ბა­ში არ შე­სუ­ლა ამ პო­ლი­ტი­კურ გვამ­თან. არ დაგვვი­წყნია სის­ტე­მა­უნ­და­და­ინ­გრეს და მერე ათას­ჯერ უა­რე­სის წაყ­რუ­ე­ბა. ესეც სტუ­დენ­ტუ­რი ბი­ოგ­რა­ფი­ი­და­ნაა და ეჭ­ვე­ბი რომ გვქონ­დეს მხარ­და­ჭე­რას ვიდ­რე გა­მო­გი­ცხა­დებ­დეთ, სრუ­ლი­ად რა­ცი­ო­ნა­ლუ­რია.

პს ვინ­მე მა­ინც თუ ფიქ­რობთ, რომ ჟორ­ჟო­ლი­ანს გა­ა­რექ­ტო­რებთ, მა­ნამ­დე არ აგიდ­გათ გვერ­დე­ბი, გინ­და სტუ­დენტს და გინ­და სუ­სელს" - წერს გვა­რა­მია ფე­ის­ბუ­ქის პოს­ტში, რო­მელ­საც სტუ­დენ­ტე­ბის პრო­ტეს­ტი მოჰ­ყვა.

"სტუ­დენ­ტე­ბი სსრკდან" - ამ სი­ტყვე­ბით შე­ა­ფა­სა ნიკა გვა­რა­მი­ამ ფე­ის­ბუ­ქის პი­რად გვერ­დზე ბო­ი­კო­ტის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ სტუ­დენ­ტე­ბი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

თსუ-ს სტუდენტებმა "რუსთავი 2"-ს პირდაპირ ეთერში ბოიკოტი გამოუცხადეს

თსუ-ს სტუდენტებმა "რუსთავი 2"-ს პირდაპირ ეთერში ბოიკოტი გამოუცხადეს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საპროტესო აქციების მონაწილე სტუდენტებმა ბოიკოტი გამოუცხადეს "რუსთავი 2"-ს, იქამდე სანამ ნიკა გვარამია ბოდიშს არ მოუხდის მათ. შაბათის "კურიერში" გიორგი გაბუნიასთან თსუ-ს შენობიდან რამდენიმე სტუდენტი ჩაერთო, რომლებიც უკვე მესამე დღეა უნივერსიტეტის შენობაში ათევენ ღამეს და სამი ძირითადი მოთხოვნა აქვთ: კანცლერის პოსტზე გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურის მოხსნა 2. სტუდენტური თვითმმართველობის რეფორმირება და უნივერსიტეტის რესურსებზე წვდომის შეზღუდვა, მესამე კი საპარლამენტო კომისიის შექმნა, რომელიც გამოიძიებს და გააძევებს უნივერსიტეტიდან "ოდეერებს".

უნივერსიტეტის ფოიედან პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს სტუდენტმა გვანცა ხონელიძემ მოთხოვნები კიდევ ერთხელ გაიმეორა, შემდეგ კი წამყვანს სიტყვის უფლება სთხოვა: "დღეს ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული ტელევიზიის დირექტორი ნიკა გვარამია, აკეთებს სრულიად უპასუხისმგებლო, ირონიულ და არაადეკვატურ განცხადებას, ცილს სწამებს სტუდენტებს და ცდილობს გარიოს ისინი პარტიების თამაშში, რაც მიუღებელია და დასაგმობი. ჩვენ, სტუდენტთა კრიტიკული მასა ვაცხადებთ: მანამ სანამ ნიკა გვარამია არ მოიხდის საჯაროდ ბოდიშს მის ყველა განცხადებაზე, ჩვენ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს ვუცხადებთ ბოიკოტს. ბოდიშის მოხდის შემდეგ ჩვენ გავაგრძელებთ თქვენთან კომუნიკაციას. მადლობთ" - ამ სიტყვებზე გვანცა ხონელიძემ მიკროფონი მოიხსნა და კადრიდან გავიდა, უნივერსიტეტის ფოიეში შეკრებილი სტუდენტების კი განცხადებას აპლოდისმენტებითა და შეძახილებით შეხვდნენ.

სტუდენტების პროტესტი გვარამიას პოსტს მოყვა, რომელშიც ტელეკომპანიის გენ.დირექტორი სტუდენტებს სოციალ-დემოკრატების ლიდერთან, საპარლამენტო უმრავლესობის წევრ გია ჟორჟოლიანთან კავშირში ახსენებს: "ვწერდი ამ დღეებში, სტუდენტებისაა უნივერსიტეტითქო, მარა ის არ მიგულისხმია, სტუდენტები ჟორჟოლიანისაათქო. როგორი ინტელექტუალური და პირადი თავისუფლების პრობლემა უნდა ქონდეს ადამიანს, ეს ძალადმოაზროვნე "დურაკი" პროფესორი ლიდერად და ოფინიონმეიკერად გაიხადო. აი ეგეთი სტუდენტების უნივერსიტეტი კი არა, ნუცას სკოლაა...

დიდი ამბავი ატყდა, ჟორჟოლიანს რა კავშირი შეიძლება ქონდეს სტუდენტებთანო. ჯერ ერთი, ვინც აქციას ვუჭერთ მხარს (მე პირადად იმ მოტივით, რომ სტუდენტის აზრი გადამწყვეტი მგონია, როცა წყდება, მისი სტუდენტობა ვინ უნდა წარმართოს), იმაზეც ვგრძნობთ პასუხისმგებლობას, რამე სუსის დაგეგმილი და პოლიტიკურად ანგაჟირებული არ შემოგვემხარდაგვეჭიროს. და მეორე, ისე იფხრიწებით ამ ჟორჟოლიანზე, ვითომ ჯერ არ გამოუყენებიხართ თავისი მიზნებისთვის ზოგი უნებლიედ, და ზოგი კონფორმისტი და სულგაყიდული სტუდენტი კიდე გარიგებაში არ შესულა ამ პოლიტიკურ გვამთან. არ დაგვვიწყნია სისტემაუნდადაინგრეს და მერე ათასჯერ უარესის წაყრუება. ესეც სტუდენტური ბიოგრაფიიდანაა და ეჭვები რომ გვქონდეს მხარდაჭერას ვიდრე გამოგიცხადებდეთ, სრულიად რაციონალურია.

პს ვინმე მაინც თუ ფიქრობთ, რომ ჟორჟოლიანს გაარექტორებთ, მანამდე არ აგიდგათ გვერდები, გინდა სტუდენტს და გინდა სუსელს" - წერს გვარამია ფეისბუქის პოსტში, რომელსაც სტუდენტების პროტესტი მოჰყვა.

"სტუდენტები სსრკდან" - ამ სიტყვებით შეაფასა ნიკა გვარამიამ ფეისბუქის პირად გვერდზე ბოიკოტის გამოცხადების შემდეგ სტუდენტები.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია