სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი ჩიქოვანი - პირდაპირი შეტევა, რომელიც მიიტანეს "თავისუფალ დემოკრატებზე", ვერ შეგვაშინებს
ირაკლი ჩიქოვანი - პირდაპირი შეტევა, რომელიც მიიტანეს "თავისუფალ დემოკრატებზე", ვერ შეგვაშინებს

პირ­და­პი­რი შე­ტე­ვა, რო­მე­ლიც მი­ი­ტა­ნეს "თა­ვი­სუ­ფალ დე­მოკ­რა­ტებ­ზე, ვერ შეგ­ვა­ში­ნებს, ეს უფრო მე­ტად გაგ­ვაძ­ლი­ე­რებს, - ამის შე­სა­ხებ დღეს ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმედ­ში" პირ­და­პი­რი ჩარ­თვი­სას "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბის" ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა ირაკ­ლი ჩი­ქო­ვან­მა გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, "თა­ვი­სუ­ფალ­მა დე­მოკ­რა­ტებ­მა" შეგ­ნე­ბუ­ლად გუ­შინ გან­ცხა­დე­ბე­ბი არ გა­ა­კე­თეს და სა­ზო­გა­დო­ე­ბას მის­ცეს სა­შუ­ა­ლე­ბა და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­მო­ე­ხა­ტა პო­ზი­ცია.

ჩი­ქო­ვა­ნის შე­ფა­სე­ბით, გუ­შინ მომ­ხდა­რი ფაქ­ტი ქვე­ყა­ნა­ში არ­ჩევ­ნებ­ზე შე­ტე­ვაა.

"ეს არის შე­ტე­ვა ქვე­ყა­ნა­ში არ­ჩევ­ნებ­ზე, რო­მე­ლიც 6 თვის შემ­დეგ ჩა­ტარ­დე­ბა. ეს არის შე­ტე­ვა "თა­ვი­სუ­ფალ დე­მოკ­რა­ტებ­ზე", რო­მე­ლიც პირ­და­პირ მი­უ­თი­თებს იმას, რომ დღეს ვი­ღა­ცას აქვს ინ­ტე­რე­სი აღუდ­გეს იმ მხარ­და­ჭე­რას, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან იზ­რდე­ბა "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბის" მი­მართ და შე­ა­ჩე­როს ეს პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა ამ ბინ­ძუ­რი თა­მა­შე­ბით", _ გა­ნა­ცხა­და ჩი­ქო­ვან­მა.

ირაკ­ლი ჩი­ქო­ვა­ნი მო­ი­თხოვს ჩა­ტარ­დეს გა­მო­ძი­ე­ბა და დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი და­ი­სა­ჯონ. დე­პუ­ტა­ტი მი­იჩ­ნევს, რომ ამას კონ­კრე­ტუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ნება სჭირ­დე­ბა.

"პირ­და­პი­რი შე­ტე­ვა, რო­მე­ლიც მი­ი­ტა­ნეს "თა­ვი­სუ­ფალ დე­მოკ­რა­ტებ­ზე" ვერ შეგ­ვა­ში­ნებს. ეს უფრო მე­ტად გაგ­ვაძ­ლი­ე­რებს. უფრო მე­ტად გვარ­წმუ­ნებს იმა­ში, რომ ჩვენს ბრძო­ლას დიდი პერ­სპექ­ტი­ვა აქვს და აქვს უდი­დე­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბა ეს ქვე­ყა­ნა ერთხელ და სა­მუ­და­მოდ, გახ­დეს ევ­რო­პუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო", _ აღ­ნიშ­ნა ჩი­ქო­ვან­მა.

"თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბის" წევ­რმა მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და მე­დი­ას კო­რექ­ტუ­ლო­ბის­თვის. "იყო უხე­ში გა­დაც­დო­მე­ბი, მაგ­რამ მხო­ლოდ და მხო­ლოდ მათ ნუ და­ვაბ­რა­ლებთ. ბრა­ლე­უ­ლო­ბა არის პო­ლი­ტი­კუ­რი სის­ტე­მის, რო­მელ­მაც ეს ყვე­ლა­ფე­რი შექ­მნა და პო­ლი­ტი­კუ­რი ნე­ბის არარ­სე­ბო­ბის. ძა­ლი­ან სწრა­ფად უმ­კაც­რე­სად უნდა და­ი­სა­ჯოს ის ხალ­ხი, ვინც ამას ჩა­დის", _ გა­ნა­ცხა­და ჩი­ქო­ვან­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

ირაკლი ჩიქოვანი - პირდაპირი შეტევა, რომელიც მიიტანეს "თავისუფალ დემოკრატებზე", ვერ შეგვაშინებს

ირაკლი ჩიქოვანი - პირდაპირი შეტევა, რომელიც მიიტანეს "თავისუფალ დემოკრატებზე", ვერ შეგვაშინებს

პირდაპირი შეტევა, რომელიც მიიტანეს "თავისუფალ დემოკრატებზე, ვერ შეგვაშინებს, ეს უფრო მეტად გაგვაძლიერებს, - ამის შესახებ დღეს ტელეკომპანია "იმედში" პირდაპირი ჩართვისას "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

მისივე თქმით, "თავისუფალმა დემოკრატებმა" შეგნებულად გუშინ განცხადებები არ გააკეთეს და საზოგადოებას მისცეს საშუალება დამოუკიდებლად გამოეხატა პოზიცია.

ჩიქოვანის შეფასებით, გუშინ მომხდარი ფაქტი ქვეყანაში არჩევნებზე შეტევაა.

"ეს არის შეტევა ქვეყანაში არჩევნებზე, რომელიც 6 თვის შემდეგ ჩატარდება. ეს არის შეტევა "თავისუფალ დემოკრატებზე", რომელიც პირდაპირ მიუთითებს იმას, რომ დღეს ვიღაცას აქვს ინტერესი აღუდგეს იმ მხარდაჭერას, რომელიც საზოგადოების მხრიდან იზრდება "თავისუფალი დემოკრატების" მიმართ და შეაჩეროს ეს პოლიტიკური ძალა ამ ბინძური თამაშებით", _ განაცხადა ჩიქოვანმა.

ირაკლი ჩიქოვანი მოითხოვს ჩატარდეს გამოძიება და დამნაშავეები დაისაჯონ. დეპუტატი მიიჩნევს, რომ ამას კონკრეტული პოლიტიკური ნება სჭირდება.

"პირდაპირი შეტევა, რომელიც მიიტანეს "თავისუფალ დემოკრატებზე" ვერ შეგვაშინებს. ეს უფრო მეტად გაგვაძლიერებს. უფრო მეტად გვარწმუნებს იმაში, რომ ჩვენს ბრძოლას დიდი პერსპექტივა აქვს და აქვს უდიდესი შესაძლებლობა ეს ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ, გახდეს ევროპული სახელმწიფო", _ აღნიშნა ჩიქოვანმა.

"თავისუფალი დემოკრატების" წევრმა მადლობა გადაუხადა მედიას კორექტულობისთვის. "იყო უხეში გადაცდომები, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ მათ ნუ დავაბრალებთ. ბრალეულობა არის პოლიტიკური სისტემის, რომელმაც ეს ყველაფერი შექმნა და პოლიტიკური ნების არარსებობის. ძალიან სწრაფად უმკაცრესად უნდა დაისაჯოს ის ხალხი, ვინც ამას ჩადის", _ განაცხადა ჩიქოვანმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."