არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მედია პროგრამის მენეჯერმა ნინო რობაქიძემ გუშინ გავრცელებული პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეომასალასთან დაკავშირებით მთავრობის პასუხისმგებლობაზე ისაუბრა.
როგორც mediachecker.ge-სთან საუბრისას რობაქიძემ განაცხადა, მთავრობის წარმომადგენელთა მიერ აქცენტის გადატანა და პასუხისმგებლობის მედიაზე დაკისრება , არასწორია.
"ჩვენ პასუხისმგებლობას ვაკისრებთ ხელისუფლებას, კონკრეტულად სამართალდამცავ სტრუქტურებს იმ გამოუძიებელი ფაქტების გამო, რომელიც ამ შემთხვევას წინ უსწრებდა. მსგავსი ფაქტების არაეფექტური გამოძიება, ჩვენი აზრით, ქმნიდა ნოყიერ ნიადაგს მსგავსი ფაქტის გამეორებისთვის. ამ დროს ოფიციალური პირებისგან მედიის პასუხისმგებლობაზე საუბარი, უბრალოდ არასწორია. მიუხედავად იმისა, თუ რა სტანდარტი დაარღვია მედიამ და რა დააშავა. მედია პასუხისმგებელია მისი აუდიტორიის, საზოგადოების და არა პოლიტიკოსების წინაშე", - აღნიშნა რობაქიძემ.
ასევე იხილეთ: თამარ ჩერგოლეიშვილმა "ფეისბუქზე" პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოში ნაჩვენები პიროვნების იდენტიფიცირება მოახდინა
http://www.ambebi.ge/faceambebi/157919-qes-mkvlelobaa-chveulebrivi-usiskhlo-mkvlelobaq-kobakhidze-piradi-ckhovrebis-amsakhveli-videos-gavrcelebis-faqts-ekhmaureba.html