პოლიტიკა
საზოგადოება

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სოფელ ჯარიაშენთან ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსულებს ადგილობრივების ბაღებში გზა გაჰყავთ
სოფელ ჯარიაშენთან ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსულებს ადგილობრივების ბაღებში გზა გაჰყავთ

გო­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ჯა­რი­ა­შე­ნის გა­ნა­პი­რას, რო­მე­ლიც ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ას ესა­ზღვრე­ბა, შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ფორ­მი­ა­ნე­ბი გა­მოჩ­ნდნენ. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" კო­რეს­პონ­დენ­ტი ად­გი­ლი­დან იტყო­ბი­ნე­ბა, აღ­ნიშ­ნულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო ტექ­ნი­კაც.

ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ი­დან გად­მო­სუ­ლი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი პი­რე­ბი სო­ფელ ჯა­რი­ა­შე­ნის მცხოვ­რე­ბელ­თა ხი­ლის ბა­ღებ­ში ვაშ­ლის მრა­ვალ­წლი­ან ნარ­გა­ვებს ჭრი­ან და გზის გაყ­ვა­ნის სა­მუ­შა­ო­ებს აწარ­მო­ე­ბენ.

რამ­დე­ნი­მე ად­გი­ლობ­რივ­მა შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლებ­თან გა­სა­უბ­რე­ბაც შეძ­ლო.

"გზა გაჰ­ყავთ პირ­და­პირ ჩვენს მი­წის ნაკ­ვე­თებ­ში. ასე­ვე სოფ­ლის სტა­დი­ონ­სა და სა­ძოვ­რებ­ზე. რო­გორც მათ ჩვენ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­დეს, აღ­ნიშ­ნუ­ლი ტე­რი­ტო­რია სა­სა­ზღვრო ზო­ნას წარ­მო­ად­გენს. აქ უნდა გა­ივ­ლოს სა­ო­კუ­პა­ციო ხაზი და შე­სა­ბა­მი­სად, ყო­ველ­დღი­უ­რად პატ­რუ­ლი­რე­ბის­თვის სჭირ­დე­ბათ გზის მო­წეს­რი­გე­ბა. ჩვე­ნი ნაკ­ვე­თე­ბი მთლი­ა­ნად მო­ექ­ცა მათ კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. და­ახ­ლო­ე­ბით 30-40 ჰექ­ტარ მი­წის ფარ­თობ­ზე შეგ­ვე­ზღუ­და წვდო­მა", - გა­ნა­ცხა­და სო­ფელ ჯა­რი­ა­შე­ნის მცხოვ­რე­ბელ­მა და­ვით გო­გი­აშ­ვილ­მა.

კი­დევ ერ­თმა ად­გი­ლობ­რივ­მა ელ­დარ გო­გი­აშ­ვილ­მა ცოტა ხნის წინ შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ფორ­მი­ა­ნებს თხოვ­ნით მი­მარ­თა, რომ მის ხე­ხი­ლის ბაღ­ში მოჭ­რი­ლი ნარ­გა­ვე­ბი შე­შად გა­მო­ე­ტა­ნა, რა­ზეც თან­ხმო­ბა მი­ი­ღო.

"ვთხო­ვე, რომ შე­შად მა­ინც წა­მო­ვი­ღებ­დი ჩე­მი­ვე ვაშ­ლის ნარ­გა­ვებს. ამ­დე­ნი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვუვ­ლი­დი, ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ჩემი ორი ნაკ­ვე­თი მო­ექ­ცა. ერთი 30 მე­ა­სე­დია, მე­ო­რე კი - 50 მე­ა­სე­დი. მთლი­ა­ნო­ბა­ში 80 მე­ა­სე­დი მი­წის ნაკ­ვე­თი დავ­კარ­გეთ. აქ არი­ან რუ­სე­ბიც და ოსე­ბიც", - აცხა­დებს ელ­დარ გო­გი­აშ­ვი­ლი.

სო­ფელ ჯა­რი­ა­შე­ნის პე­რი­მეტრზე ევ­რო­კავ­ში­რის სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც იმ­ყო­ფე­ბი­ან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

სოფელ ჯარიაშენთან ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსულებს ადგილობრივების ბაღებში გზა გაჰყავთ

სოფელ ჯარიაშენთან ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსულებს ადგილობრივების ბაღებში გზა გაჰყავთ

გორის რაიონის სოფელ ჯარიაშენის განაპირას, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიას ესაზღვრება, შეიარაღებული ფორმიანები გამოჩნდნენ. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, აღნიშნულ ტერიტორიაზე მობილიზებულია სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაც.

ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსული შეიარაღებული პირები სოფელ ჯარიაშენის მცხოვრებელთა ხილის ბაღებში ვაშლის მრავალწლიან ნარგავებს ჭრიან და გზის გაყვანის სამუშაოებს აწარმოებენ.

რამდენიმე ადგილობრივმა შეიარაღებულებთან გასაუბრებაც შეძლო.

"გზა გაჰყავთ პირდაპირ ჩვენს მიწის ნაკვეთებში. ასევე სოფლის სტადიონსა და საძოვრებზე. როგორც მათ ჩვენთან საუბრისას განაცხადეს, აღნიშნული ტერიტორია სასაზღვრო ზონას წარმოადგენს. აქ უნდა გაივლოს საოკუპაციო ხაზი და შესაბამისად, ყოველდღიურად პატრულირებისთვის სჭირდებათ გზის მოწესრიგება. ჩვენი ნაკვეთები მთლიანად მოექცა მათ კონტროლირებად ტერიტორიაზე. დაახლოებით 30-40 ჰექტარ მიწის ფართობზე შეგვეზღუდა წვდომა", - განაცხადა სოფელ ჯარიაშენის მცხოვრებელმა დავით გოგიაშვილმა.

კიდევ ერთმა ადგილობრივმა ელდარ გოგიაშვილმა ცოტა ხნის წინ შეიარაღებულ ფორმიანებს თხოვნით მიმართა, რომ მის ხეხილის ბაღში მოჭრილი ნარგავები შეშად გამოეტანა, რაზეც თანხმობა მიიღო.

"ვთხოვე, რომ შეშად მაინც წამოვიღებდი ჩემივე ვაშლის ნარგავებს. ამდენი წლის განმავლობაში ვუვლიდი, ამ ტერიტორიაზე ჩემი ორი ნაკვეთი მოექცა. ერთი 30 მეასედია, მეორე კი - 50 მეასედი. მთლიანობაში 80 მეასედი მიწის ნაკვეთი დავკარგეთ. აქ არიან რუსებიც და ოსებიც", - აცხადებს ელდარ გოგიაშვილი.

სოფელ ჯარიაშენის პერიმეტრზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებიც იმყოფებიან.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია