სამართალი
Faceამბები
მსოფლიო

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
პოლიტიკა
საზოგადოება
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლევან ბერძენიშვილი - ახლა სასჯელის გამკაცრებაზე საუბარი პრობლემიდან გაქცევაა
ლევან ბერძენიშვილი - ახლა სასჯელის გამკაცრებაზე საუბარი პრობლემიდან გაქცევაა

ახლა სას­ჯე­ლის გამ­კაც­რე­ბა­ზე სა­უ­ბა­რი პრობ­ლე­მი­დან გაქ­ცე­ვაა, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რმა ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბა­ზე სას­ჯე­ლის შე­საძ­ლო გამ­კაც­რე­ბის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, ახლა მთა­ვა­რია აღ­ნიშ­ნუ­ლი მა­სა­ლე­ბის შემ­ქმნე­ლი­სა და გა­მავ­რცე­ლებ­ლის პოვ­ნა და სა­მა­გა­ლი­თოდ დას­ჯა, რად­გან ყვე­ლამ და­ი­ნა­ხოს, რომ მსგავ­სი ქმე­დე­ბე­ბი უმ­კაც­რე­სად და სა­მა­გა­ლი­თოდ ის­ჯე­ბა.

"სა­ხელ­მწი­ფოს მი­ა­ყე­ნეს შე­უ­რა­ცხყო­ფა, არა­მარ­ტო მის ერთ-ერთ მო­ქა­ლა­ქეს. ეს პირ­და­პი­რი დარ­ტყმაა ქარ­თულ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბა­ზე და ამას უნდა გა­ე­ცეს სა­თა­ნა­დო პა­სუ­ხი. ყვე­ლა ვინც ამა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და, ვინც გა­და­ი­ღო, ვინც გა­ავ­რცე­ლა, გავ­რცე­ლე­ბა­ში ხელი შე­უ­წყო და სხვა, კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით უნდა და­ი­სა­ჯონ, რომ შე­წყდეს ეს ამ­ბა­ვი, ერთხელ და სა­მუ­და­მოდ. მე არ მგო­ნია, რომ ახლა მთა­ვა­რი სას­ჯე­ლის გამ­კაც­რე­ბა იყოს. ეს არის პრობ­ლე­მი­დან გაქ­ცე­ვა. სი­ნამ­დვი­ლე­ში, მთა­ვა­რია ვი­პო­ვოთ და დავ­სა­ჯოთ მაქ­სი­მა­ლუ­რად, რა­საც ახლა გუ­ლის­ხმობს კა­ნო­ნი. მერე თუ გნე­ბავთ მა­გა­ზეც ვიმ­სჯე­ლოთ. მე მომ­ხრე ვარ, რომ ძა­ლი­ან მკაც­რი იყოს სას­ჯე­ლი, მაგ­რამ საკ­მა­რი­სად მკაც­რია იმის­თვის, რომ და­ი­სა­ჯოს, მთა­ვა­რია ვი­პო­ვოთ", - გა­ნუ­ცხა­და "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა.

დე­პუ­ტა­ტი კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბე­ბის შე­ტა­ნა­საც არ გა­მო­რი­ცხავს და აღ­ნიშ­ნავს, რომ "რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბი" ნე­ბის­მი­ერ ცვლი­ლე­ბას და­უ­ჭე­რენ მხარს, რაც მოს­მე­ნე­ბის სა­კი­თხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას უკავ­შირ­დე­ბა.

"ე.წ. მოს­მე­ნე­ბის კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბე­ბი შე­საძ­ლოა შე­ვი­დეს, თუმ­ცა კი­დევ ერთხელ ვამ­ბობ, ამ წუ­თას ეს პრობ­ლე­მე­ბი­დან გაქ­ცე­ვაა. ჩვენ რაც ახლა გვინ­და, ეს არის ამ ხალ­ხის პოვ­ნა და დას­ჯა. და­ნარ­ჩე­ნი არის ლა­პა­რა­კი. რა უნდა მათ პოვ­ნას ვინც ამას აკე­თებ­და? მთე­ლი სის­ტე­მა იყო. ამას ერთი და ორი კაცი ხომ არ აკე­თებ­და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში?! ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი ემ­სა­ხუ­რე­ბო­და. არა­ვინ არ დას­ჯი­ლა. ალ­ბათ ყვე­ლას უთხრეს - რა კარ­გი ბი­ჭე­ბი ხართ, ახლა ჩვენ გაგ­ვი­კე­თეთ. არ ვიცი რა ხდე­ბა, ამი­ტომ ეს უნდა იქ­ნას გა­მოკ­ვლე­უ­ლი და უმ­კაც­რე­სად დას­ჯი­ლი. კარ­გია, რომ პრე­მი­ე­რის პო­ზი­ცი­აც ასე­თია. ახლა ვნა­ხოთ რამ­დე­ნად შევ­ძლებთ ამის გა­კე­თე­ბას", - აღ­ნიშ­ნა ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა.

დე­პუ­ტა­ტი, მი­ლი­ო­ნი ლა­რის ჯილ­დოს და­წე­სე­ბის თა­ო­ბა­ზე პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის ინი­ცი­ა­ტი­ვა­საც შე­ე­ხო და აღ­ნიშ­ნა, რომ თა­ნახ­მაა აღ­ნიშ­ნუ­ლი თან­ხის მო­ბი­ლი­ზე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღოს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

ლევან ბერძენიშვილი - ახლა სასჯელის გამკაცრებაზე საუბარი პრობლემიდან გაქცევაა

ლევან ბერძენიშვილი - ახლა სასჯელის გამკაცრებაზე საუბარი პრობლემიდან გაქცევაა

ახლა სასჯელის გამკაცრებაზე საუბარი პრობლემიდან გაქცევაა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან ბერძენიშვილმა პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელებაზე სასჯელის შესაძლო გამკაცრების კომენტირებისას განუცხადა.

როგორც ბერძენიშვილმა აღნიშნა, ახლა მთავარია აღნიშნული მასალების შემქმნელისა და გამავრცელებლის პოვნა და სამაგალითოდ დასჯა, რადგან ყველამ დაინახოს, რომ მსგავსი ქმედებები უმკაცრესად და სამაგალითოდ ისჯება.

"სახელმწიფოს მიაყენეს შეურაცხყოფა, არამარტო მის ერთ-ერთ მოქალაქეს. ეს პირდაპირი დარტყმაა ქართულ სახელმწიფოებრიობაზე და ამას უნდა გაეცეს სათანადო პასუხი. ყველა ვინც ამაში მონაწილეობდა, ვინც გადაიღო, ვინც გაავრცელა, გავრცელებაში ხელი შეუწყო და სხვა, კანონის მიხედვით უნდა დაისაჯონ, რომ შეწყდეს ეს ამბავი, ერთხელ და სამუდამოდ. მე არ მგონია, რომ ახლა მთავარი სასჯელის გამკაცრება იყოს. ეს არის პრობლემიდან გაქცევა. სინამდვილეში, მთავარია ვიპოვოთ და დავსაჯოთ მაქსიმალურად, რასაც ახლა გულისხმობს კანონი. მერე თუ გნებავთ მაგაზეც ვიმსჯელოთ. მე მომხრე ვარ, რომ ძალიან მკაცრი იყოს სასჯელი, მაგრამ საკმარისად მკაცრია იმისთვის, რომ დაისაჯოს, მთავარია ვიპოვოთ", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ბერძენიშვილმა.

დეპუტატი კანონში ცვლილებების შეტანასაც არ გამორიცხავს და აღნიშნავს, რომ "რესპუბლიკელები" ნებისმიერ ცვლილებას დაუჭერენ მხარს, რაც მოსმენების საკითხის გაუმჯობესებას უკავშირდება.

"ე.წ. მოსმენების კანონში ცვლილებები შესაძლოა შევიდეს, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, ამ წუთას ეს პრობლემებიდან გაქცევაა. ჩვენ რაც ახლა გვინდა, ეს არის ამ ხალხის პოვნა და დასჯა. დანარჩენი არის ლაპარაკი. რა უნდა მათ პოვნას ვინც ამას აკეთებდა? მთელი სისტემა იყო. ამას ერთი და ორი კაცი ხომ არ აკეთებდა შინაგან საქმეთა სამინისტროში?! ათასობით ადამიანი ემსახურებოდა. არავინ არ დასჯილა. ალბათ ყველას უთხრეს - რა კარგი ბიჭები ხართ, ახლა ჩვენ გაგვიკეთეთ. არ ვიცი რა ხდება, ამიტომ ეს უნდა იქნას გამოკვლეული და უმკაცრესად დასჯილი. კარგია, რომ პრემიერის პოზიციაც ასეთია. ახლა ვნახოთ რამდენად შევძლებთ ამის გაკეთებას", - აღნიშნა ლევან ბერძენიშვილმა.

დეპუტატი, მილიონი ლარის ჯილდოს დაწესების თაობაზე პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივასაც შეეხო და აღნიშნა, რომ თანახმაა აღნიშნული თანხის მობილიზებაში მონაწილეობა მიიღოს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."