სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პირველი ელექტროგამომთვლელი მანქანის ქართველი გამომგონებელი
პირველი ელექტროგამომთვლელი მანქანის ქართველი გამომგონებელი

ცნო­ბი­ლი გა­მომ­გო­ნე­ბე­ლი, გი­ორ­გი ნი­კო­ლა­ძე, სულ რა­ღაც 42 წლის იყო, რო­დე­საც ამ ქვეყ­ნი­დან წა­ვი­და. მი­უ­ხე­და­ვად ხან­მოკ­ლე სი­ცო­ცხლი­სა, მან ძა­ლი­ან ბევ­რი რამ მო­ას­წრო.

მე­ტა­ლურ­გი, გე­ო­მეტ­რი, ტერ­მი­ნო­ლო­გი, გა­მომ­გო­ნე­ბე­ლი, ტან­მო­ვარ­ჯი­შე, მთამ­სვლე­ლი - ეს მისი საქ­მი­ა­ნო­ბის არას­რუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლია. გი­ორ­გი ნი­კო­ლა­ძის მრა­ვალ­მხრი­ვი ნიჭი უპი­რო­ბოდ იწ­ვევ­და თა­ნა­მედ­რო­ვე­თა გა­ო­ცე­ბა­სა და აღ­ტა­ცე­ბას.

ის 1888 წელს, დიდ ჯი­ხა­იშ­ში, ქარ­თვე­ლი სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წის, ნიკო ნი­კო­ლა­ძის ოჯახ­ში და­ი­ბა­და. დედა, ოლღა გუ­რა­მიშ­ვი­ლი, უაღ­რე­სად გან­სწავ­ლუ­ლი ქალი იყო: შვე­ი­ცა­რი­ის, ცი­უ­რი­ჰი­სა და ჟე­ნე­ვის უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში სწავ­ლობ­და. სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ კი, ქარ­თულ სა­თა­ვა­დაზ­ნა­უ­რო გიმ­ნა­ზი­ა­ში ას­წავ­ლი­და და იშ­ვი­ა­თი პე­და­გო­გი­უ­რი ნი­ჭით იყო და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი. შემ­დგომ­ში ოლ­ღამ ეს ნიჭი სამი შვი­ლის აღ­ზრდას მო­ახ­მა­რა, რო­მელ­თა შო­რის გი­ორ­გი თა­ვი­დან­ვე გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო. პა­ტა­რა გი­ორ­გის გე­ო­მეტ­რია და მა­თე­მა­ტი­კუ­რი საგ­ნე­ბი უყ­ვარ­და და იშ­ვი­ა­თი გო­ნი­ე­რე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და. გა­მომ­გო­ნებ­ლო­ბი­სა და ცოდ­ნის შე­ძე­ნის დიდი სურ­ვი­ლი თა­ვი­დან­ვე დაჰ­ყო­ლია. გი­ორ­გი ძა­ლი­ან დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი და დინ­ჯი ბავ­შვი იყო, ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა უსა­ზღვროდ უყ­ვარ­და და "ვე­ფხის­ტყა­ო­სა­ნი" ზე­პი­რად უს­წავ­ლია. პა­ტა­რა გი­ორ­გი სას­წავ­ლებ­ლად თბი­ლი­სის პირ­ველ გიმ­ნა­ზი­ა­ში შე­იყ­ვა­ნეს. სწო­რედ იქ გა­მოვ­ლინ­და მისი ინ­ტე­რე­სი სა­ბუ­ნე­ბის­მე­ტყვე­ლო საგ­ნე­ბის მი­მართ, რა­მაც სა­ბო­ლო­ოდ გან­სა­ზღვრა მისი ცხოვ­რე­ბის გზა.

გი­ორ­გი ნი­კო­ლა­ძემ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა ქარ­თუ­ლი მა­თე­მა­ტი­კუ­რი სკო­ლის გან­ვი­თა­რე­ბა­ში, თუმ­ცა მისი საქ­მი­ა­ნო­ბის სფე­რო გა­ცი­ლე­ბით ფარ­თო იყო. თა­ვი­სუ­ფალ დროს ტან­ვარ­ჯი­ში­თაც იყო და­კა­ვე­ბუ­ლი. სწო­რედ მისი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით გა­მო­ი­ცა პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო ტან­ვარ­ჯიშ­ში. მის მი­ერ­ვეა შე­მო­ღე­ბუ­ლი ტერ­მი­ნი "ტან­ვარ­ჯი­ში". მე­ტის­მე­ტად გა­ტა­ცე­ბუ­ლი იყო ჭად­რა­კით. თა­ნა­მედ­რო­ვე­ე­ბი იხ­სე­ნე­ბენ, რო­გორ ეთა­მა­შე­ბო­და გი­ორ­გი ერ­თდრო­უ­ლად ათ კაცს ჭად­რა­კის და­ფა­ზე და­უ­ხე­და­ვად. რუ­სულ­თან ერ­თად გი­ორ­გი ნი­კო­ლა­ძემ კარ­გად იცო­და ინ­გლი­სუ­რი, ფრან­გუ­ლი და გერ­მა­ნუ­ლი ენე­ბი. ეს უნი­ვერ­სა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნი ფო­ტოგ­რა­ფი­ი­თაც ყო­ფი­ლა გა­ტა­ცე­ბუ­ლი. შემ­დგომ­ში გი­ორ­გიმ და­ამ­თავ­რა პე­ტერ­ბურ­გის ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ინ­სტი­ტუ­ტი, მუ­შა­ობ­და მე­ტა­ლურ­გი­ულ ქარ­ხნებ­ში. ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და გა­მო­ჩე­ნილ მე­ტა­ლურ­გებ­თან და მო­ნა­წი­ლე­ობ­და დო­ნეც­კის აუ­ზის მე­ტა­ლურ­გი­უ­ლი ქარ­ხნე­ბის რე­კონ­სტრუქ­ცი­ა­ში. 1918 წელს კი, სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­და. მისი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით თბი­ლის­ში აშენ­და ფე­რო­შე­ნად­ნობ­თა სად­ნო­ბი საც­დე­ლი ღუ­მე­ლი. აქ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ცდე­ბის შე­დე­გე­ბი სა­ფუძ­ვლად და­ე­დო ზეს­ტა­ფო­ნის ფე­რო­შე­ნად­ნობ­თა ქარ­ხნის მუ­შა­ო­ბას.

გი­ორ­გი ნი­კო­ლა­ძემ ასე­ვე დიდი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში სპორ­ტის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის საქ­მე­ში.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

პირველი ელექტროგამომთვლელი მანქანის ქართველი გამომგონებელი

პირველი ელექტროგამომთვლელი მანქანის ქართველი გამომგონებელი

ცნობილი გამომგონებელი, გიორგი ნიკოლაძე, სულ რაღაც 42 წლის იყო, როდესაც ამ ქვეყნიდან წავიდა. მიუხედავად ხანმოკლე სიცოცხლისა, მან ძალიან ბევრი რამ მოასწრო.

მეტალურგი, გეომეტრი, ტერმინოლოგი, გამომგონებელი, ტანმოვარჯიშე, მთამსვლელი - ეს მისი საქმიანობის არასრული ჩამონათვალია. გიორგი ნიკოლაძის მრავალმხრივი ნიჭი უპირობოდ იწვევდა თანამედროვეთა გაოცებასა და აღტაცებას.

ის 1888 წელს, დიდ ჯიხაიშში, ქართველი საზოგადო მოღვაწის, ნიკო ნიკოლაძის ოჯახში დაიბადა. დედა, ოლღა გურამიშვილი, უაღრესად განსწავლული ქალი იყო: შვეიცარიის, ციურიჰისა და ჟენევის უნივერსიტეტებში სწავლობდა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კი, ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიაში ასწავლიდა და იშვიათი პედაგოგიური ნიჭით იყო დაჯილდოებული. შემდგომში ოლღამ ეს ნიჭი სამი შვილის აღზრდას მოახმარა, რომელთა შორის გიორგი თავიდანვე გამორჩეული იყო. პატარა გიორგის გეომეტრია და მათემატიკური საგნები უყვარდა და იშვიათი გონიერებით გამოირჩეოდა. გამომგონებლობისა და ცოდნის შეძენის დიდი სურვილი თავიდანვე დაჰყოლია. გიორგი ძალიან დაკვირვებული და დინჯი ბავშვი იყო, ქართული ლიტერატურა უსაზღვროდ უყვარდა და "ვეფხისტყაოსანი" ზეპირად უსწავლია. პატარა გიორგი სასწავლებლად თბილისის პირველ გიმნაზიაში შეიყვანეს. სწორედ იქ გამოვლინდა მისი ინტერესი საბუნებისმეტყველო საგნების მიმართ, რამაც საბოლოოდ განსაზღვრა მისი ცხოვრების გზა.

გიორგი ნიკოლაძემ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული მათემატიკური სკოლის განვითარებაში, თუმცა მისი საქმიანობის სფერო გაცილებით ფართო იყო. თავისუფალ დროს ტანვარჯიშითაც იყო დაკავებული. სწორედ მისი ხელმძღვანელობით გამოიცა პირველი ქართული სახელმძღვანელო ტანვარჯიშში. მის მიერვეა შემოღებული ტერმინი "ტანვარჯიში". მეტისმეტად გატაცებული იყო ჭადრაკით. თანამედროვეები იხსენებენ, როგორ ეთამაშებოდა გიორგი ერთდროულად ათ კაცს ჭადრაკის დაფაზე დაუხედავად. რუსულთან ერთად გიორგი ნიკოლაძემ კარგად იცოდა ინგლისური, ფრანგული და გერმანული ენები. ეს უნივერსალური ადამიანი ფოტოგრაფიითაც ყოფილა გატაცებული. შემდგომში გიორგიმ დაამთავრა პეტერბურგის ტექნოლოგიური ინსტიტუტი, მუშაობდა მეტალურგიულ ქარხნებში. ურთიერთობა ჰქონდა გამოჩენილ მეტალურგებთან და მონაწილეობდა დონეცკის აუზის მეტალურგიული ქარხნების რეკონსტრუქციაში. 1918 წელს კი, საქართველოში დაბრუნდა. მისი ხელმძღვანელობით თბილისში აშენდა ფეროშენადნობთა სადნობი საცდელი ღუმელი. აქ ჩატარებული ცდების შედეგები საფუძვლად დაედო ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის მუშაობას.

გიორგი ნიკოლაძემ ასევე დიდი წვლილი შეიტანა საქართველოში სპორტის პოპულარიზაციის საქმეში.

განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს