მსოფლიო

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლადო პაპავა გადადგომას არ აპირებს
ლადო პაპავა გადადგომას არ აპირებს

ლადო პა­პა­ვა თსუ-ში მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე სტუ­დენ­ტებს შეხ­ვდა. რო­გორც ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტორ­მა ლადო პა­პა­ვამ აღ­ნიშ­ნა, ის არ აპი­რებს გა­დად­გო­მას, რად­გან ამან შე­საძ­ლოა სი­ტუ­ა­ცია უნი­ვერ­სი­ტეტ­ში უფრო და­ამ­ძი­მოს.

"რო­დე­საც უნი­ვერ­სი­ტეტ­ში არის გარ­კვე­უ­ლი პრო­ცე­სი, რო­მე­ლიც მარ­თვას რე­ა­ლუ­რად ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა, პირ­ველ რიგ­ში, შე­იძ­ლე­ბა დად­გეს რექ­ტო­რის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი. ამი­ტომ, ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბად ვი­საც აწყობს ის, რაც ხდე­ბა, არის რექ­ტო­რი", - გა­ნა­ცხა­და ლადო პა­პა­ვამ.

მი­სი­ვე თქმით, ორ­შა­ბათს არის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ტრა­დი­ცი­უ­ლი აკა­დე­მი­უ­რი საბ­ჭოს სხდო­მა, რო­მელ­ზეც გა­ნი­ხი­ლე­ბა სა­კი­თხე­ბი, აკა­დე­მი­უ­რი საბ­ჭოს რეგ­ლა­მენ­ტით გან­სა­ზღვრუ­ლი.

"გაფ­რინ­დაშ­ვილ­მა საბ­ჭოს­თან შეხ­ვედ­რა ისურ­ვა, მე და­ვე­კი­თხე­ბი საბ­ჭოს და თუ ისი­ნი მო­ი­სურ­ვე­ბენ, ეს შეხ­ვედ­რა შედ­გე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ლადო პა­პა­ვამ.

რაც შე­ე­ხე­ბა "ოდე­ე­რე­ბის" სა­კითხს, რექ­ტო­რი აღ­ნიშ­ნავს, რომ ეს უკვე მი­ვი­და იმათ ყუ­რამ­დე, ვი­საც ეს ეხე­ბა, თუ ჩა­ით­ვლე­ბა სა­ჭი­როდ, რომ გა­მო­ძი­ე­ბა უნდა ჩა­ტარ­დეს, უნი­ვერ­სი­ტე­ტი ამას ხელს შე­უ­წყობს.

"სა­ნამ არ გამ­წვავ­დე­ბო­და სი­ტუ­ა­ცია, ერთი პი­როვ­ნე­ბა, რო­მე­ლიც ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლია, არა­ნა­ირ პრობ­ლე­მას არ წარ­მო­ად­გენ­და. როცა სი­ტუ­ა­ცია გამ­წვავ­და, მთე­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი ამა­ზე ალა­პა­რაკ­და, ბუ­ნებ­რი­ვია, შე­იქ­მნა პრობ­ლე­მა", - გა­ნა­ცხა­და ლადო პა­პა­ვამ.

რექ­ტო­რის თქმით, მან გაფ­რინ­დაშ­ვი­ლის კან­დი­და­ტუ­რას თა­ვის დრო­ზე მხა­რი არ და­უ­ჭი­რა.

"იყო კან­დი­და­ტუ­რა, რო­მელ­საც მე და­ვუ­ჭი­რე მხა­რი. ჩავ­თვა­ლე, რომ ის იყო ამ ეტაპ­ზე უკე­თე­სი. მან კი მოხ­სნა თა­ვი­სი კან­დი­და­ტუ­რა. მე არც პირ­ველ ეტაპ­ზე და­მი­ჭე­რია მხა­რი გი­ორ­გი გაფ­რინ­დაშ­ვი­ლის­თვის და არც მე­ო­რე­ზე და ამის მი­ზე­ზე­ბის შე­სა­ხებ უკვე ძა­ლი­ან ბევ­რი ვი­სა­უბ­რე", - გა­ნა­ცხა­და ლადო პა­პა­ვამ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

ლადო პაპავა გადადგომას არ აპირებს

ლადო პაპავა გადადგომას არ აპირებს

ლადო პაპავა თსუ-ში მიმდინარე აქციის მონაწილე სტუდენტებს შეხვდა. როგორც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ლადო პაპავამ აღნიშნა, ის არ აპირებს გადადგომას, რადგან ამან შესაძლოა სიტუაცია უნივერსიტეტში უფრო დაამძიმოს.

"როდესაც უნივერსიტეტში არის გარკვეული პროცესი, რომელიც მართვას რეალურად ექვემდებარება, პირველ რიგში, შეიძლება დადგეს რექტორის პასუხისმგებლობის საკითხი. ამიტომ, ყველაზე ნაკლებად ვისაც აწყობს ის, რაც ხდება, არის რექტორი", - განაცხადა ლადო პაპავამ.

მისივე თქმით, ორშაბათს არის უნივერსიტეტის ტრადიციული აკადემიური საბჭოს სხდომა, რომელზეც განიხილება საკითხები, აკადემიური საბჭოს რეგლამენტით განსაზღვრული.

"გაფრინდაშვილმა საბჭოსთან შეხვედრა ისურვა, მე დავეკითხები საბჭოს და თუ ისინი მოისურვებენ, ეს შეხვედრა შედგება", - განაცხადა ლადო პაპავამ.

რაც შეეხება "ოდეერების" საკითხს, რექტორი აღნიშნავს, რომ ეს უკვე მივიდა იმათ ყურამდე, ვისაც ეს ეხება, თუ ჩაითვლება საჭიროდ, რომ გამოძიება უნდა ჩატარდეს, უნივერსიტეტი ამას ხელს შეუწყობს.

"სანამ არ გამწვავდებოდა სიტუაცია, ერთი პიროვნება, რომელიც ყველასთვის ცნობილია, არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდა. როცა სიტუაცია გამწვავდა, მთელი უნივერსიტეტი ამაზე ალაპარაკდა, ბუნებრივია, შეიქმნა პრობლემა", - განაცხადა ლადო პაპავამ.

რექტორის თქმით, მან გაფრინდაშვილის კანდიდატურას თავის დროზე მხარი არ დაუჭირა.

"იყო კანდიდატურა, რომელსაც მე დავუჭირე მხარი. ჩავთვალე, რომ ის იყო ამ ეტაპზე უკეთესი. მან კი მოხსნა თავისი კანდიდატურა. მე არც პირველ ეტაპზე დამიჭერია მხარი გიორგი გაფრინდაშვილისთვის და არც მეორეზე და ამის მიზეზების შესახებ უკვე ძალიან ბევრი ვისაუბრე", - განაცხადა ლადო პაპავამ.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია