მაკედონიაში ტურისტ ქალს გედი შემოაკვდა, როდესაც ის წყლიდან სელფის გადასაღებად ძალით ამოიყვანა. ბულგარელმა ქალმა ფრინველი ფრთით ამოათრია მდინარიდან, რათა მასთან ერთად ფოტოები გადაეღო.
ტურისტი მაკედონიაში, მდინარე ოჰრიდის ნაპირზე გადაიღეს. გედთან პოზირების შემდეგ მან ის უგულოდ დაანარცხა მიწაზე. მას შემდეგ, რაც ქალი გართობას მორჩა, მან ფრინველი ნაპირზე მიატოვა.
თვითმხილველები ყვებიან, რომ გედები მიჩვეული არიან მდინარის მოსანახულებლად მისულ ტურისტებს. მიუხედავად იმისა, რომ გედი იბრძოდა გასათავისუფლებლად, ქალმა მას ხელი არ გაუშვა. თვითმხილველების თქმით, ინციდენტის შემდეგ გედი ნაპირზე უმოძრაოდ იწვა, ბოლოს კი დაიღუპა.
მომზადებულია nypost.com-ს მიხედვით.