კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოქალაქემ ძაღლი აუშვა და ექიმები დააჭმევინა" - 112-ისა და სასწრაფოს პასუხი ბრალდებებზე და დაგვიანების რეალური მიზეზები
"მოქალაქემ ძაღლი აუშვა და ექიმები დააჭმევინა" - 112-ისა და სასწრაფოს პასუხი ბრალდებებზე და დაგვიანების რეალური მიზეზები

დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი სას­წრა­ფო სა­ქარ­თვე­ლო­ში არა­ხა­ლია. რა არის ამის მი­ზე­ზი - სა­ცო­ბე­ბი ქა­ლაქ­ში, ბრი­გა­დე­ბის სიმ­ცი­რე თუ ისე­თი გა­მო­ძა­ხე­ბე­ბის სიმ­რავ­ლე, "რომ­ლებ­ზეც სას­წრა­ფო არ უნდა და­დი­ო­დეს", ამა­ზე პა­სუ­ხი არ არ­სე­ბობს. რე­ა­ლო­ბა კი ასე­თია - მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ პა­ცი­ენ­ტსა და მის ახ­ლობ­ლებს, ხში­რად რამ­დე­ნი­მე სა­ა­თიც უწევთ სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ლო­დი­ნი.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ მკი­თხველს დავ­პირ­დით, რომ სას­წრა­ფოს დაგ­ვი­ა­ნე­ბის ფაქ­ტე­ბის გა­მომ­წვევ მი­ზე­ზებ­ზე სტა­ტი­ას მო­ვამ­ზა­დებ­დით, მო­ვის­მენ­დით ყვე­ლა მხა­რის პო­ზი­ცი­ას იმა­ზე, თუ რა აფერ­ხებს მი­სა­მარ­თზე ამ სამ­სა­ხუ­რის დრო­ულ მის­ვლას. სა­კი­თხში გა­სარ­კვე­ვად ვეწ­ვი­ეთ თბი­ლი­სის სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ცენ­ტრს და მისი დი­რექ­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელ გი­ორ­გი ბუ­თხუზს:

"ჩვენ­თან სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა თა­ვი­სი სფე­ცი­პი­კით არ მუ­შა­ობს, ამას­თან, მისი და­ნიშ­ნუ­ლე­ბაც არას­წო­რა­დაა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში აღ­ქმუ­ლი. სამ­წუ­ხა­როდ, გარ­კვე­ულ­მა პრობ­ლე­მებ­მა, რაც წლე­ბის მან­ძილ­ზე გროვ­დე­ბო­და, თუნ­დაც იმან, რომ პო­ლიკ­ლი­ნი­კუ­რი სექ­ტო­რი ერთი პე­რი­ო­დი გას­ხვის­და, პირ­ვე­ლა­დი ჯან­დაც­ვის რგო­ლი და­ა­სუს­ტა. კი­დევ სხვა მსგავ­სმა ფაქ­ტორ­მა იმოქ­მე­და და ზედ­მე­ტი ფუნ­ქცი­ე­ბი დაგ­ვა­კის­რა. ამი­ტომ ჩვენ რო­გორც სას­წრა­ფო ისე კი არ ვმოქ­მე­დებთ, არა­მედ რო­გორც ამ­ბუ­ლა­ტო­რია ბორ­ბლებ­ზე"

- რას გუ­ლის­ხმობთ?

- იმას, რომ დავ­დი­ვართ აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა გა­მო­ძა­ხე­ბა­ზე - ეს იქ­ნე­ბა წნე­ვის გა­ზომ­ვა, ნერ­ვუ­ლი გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა, დაგ­ვი­ნა­ხა­ვენ და მშვიდ­დე­ბი­ან... ამის გამო ბევრ ისეთ შემ­თხვე­ვა­ზე გვი­წევს გას­ვლა, რა­ზეც არ უნდა დავ­დი­ო­დეთ. შე­სა­ბა­მი­სად, დღე-ღა­მე­ში თი­თო­ე­ულ ბრი­გა­და­ზე 24 სა­ათ­ში 25-27 გა­მო­ძა­ხე­ბა მო­დის. პი­კის პე­რი­ო­დებ­ში 30-ც კი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გვაქვს ამ ყვე­ლაფ­რის სტა­ტის­ტი­კა და გა­მო­ძა­ხე­ბე­ბის 40%-ია მხო­ლოდ ჩვე­ნი სა­უ­წყე­ბო, და­ნარ­ჩე­ნი არა­სას­წრა­ფო გა­მო­ძა­ხე­ბაა.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ევ­რო­პის­კენ მი­ვიღ­წით, სა­ზღვარ­გა­რეთ ამ სამ­სა­ხუ­რის მუ­შა­ო­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი პრო­ტო­კო­ლე­ბით არის და­რე­გუ­ლი­რე­ბუ­ლი. მა­გა­ლი­თის­თვის გე­ტყვით, ევ­რო­პის 40 ქვე­ყა­ნა­ში მოქ­მე­დებს ერთი და იგი­ვე სა­ხის პრო­ტო­კო­ლი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, უშუ­ა­ლოდ სას­წრა­ფოს გა­მო­ძა­ხე­ბა 5-6 (ქვეყ­ნებს გა­აჩ­ნია) მო­ტი­ვით ხდე­ბა. რო­გო­რიც არის: ავა­რია, ღია სის­ხლდე­ნა, გუ­ლის შე­ტე­ვა, ა.შ. მხო­ლოდ მწვა­ვე მო­ტი­ვე­ბი, და­ნარ­ჩენ­ზე - სას­წრა­ფო არ გა­დის, თუ გა­დის, პირ­და­პირ აფრ­თხი­ლე­ბენ, ვთქვათ, - სას­წრა­ფო მოვა 6 სა­ათ­ში, გა­წყობთ?

- და­ვუბ­რუნ­დეთ ჩვე­ნი სას­წრა­ფოს მუ­შა­ო­ბას. თუკი ასე ხან­გრძლივ­დე­ბა ბრი­გა­დე­ბის ად­გი­ლებ­ზე მის­ვლა, და­ა­მა­ტეთ ბრი­გა­დე­ბი.

- ეს მო­თხოვ­ნა სულ გა­ის­მის. ასე გი­პა­სუ­ხებთ, რო­დე­საც თბი­ლისს სა­ერ­თოდ არ ჰყავ­და მან­ქა­ნე­ბი (ბოლო გა­ნახ­ლე­ბა წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს 2007 წელს მოხ­და), არ იყო წა­მა­ლი, როცა იცოდ­ნენ, მა­ინც არ მი­ვი­დო­და ბრი­გა­და, არც იძა­ხებ­დნენ. ჩვენ პი­რო­ბებ­ში მოხ­და ექი­მე­ბის გა­დამ­ზა­დე­ბა, შე­მოს­ვა - შე­სა­ბა­მი­სად, მუ­შა­ო­ბი­სა და მომ­სა­ხუ­რე­ბის ხა­რის­ხის გა­ზარ­დაც. ამ ხა­რისხზე მო­თხოვ­ნი­ლე­ბაც გა­ი­ზარ­და, მან­ქა­ნე­ბიც და­ვა­მა­ტეთ - იყო 80 და გახ­და 94. გა­მო­ძა­ხე­ბებ­მა კი­დევ მო­ი­მა­ტა. თითო კორ­პუს­თან თითო მან­ქა­ნა რომ და­ვა­ყე­ნოთ, მა­ინც არ უშ­ვე­ლის! წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­უ­ხე­და­ვი იყო ეს სის­ტე­მა, ერთი წე­ლია, რაც აქ­ტი­უ­რად და­ვი­წყეთ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ო­ბა. დღე-ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში ადრე 1200-1300 გა­მო­ძა­ხე­ბა სრულ­დე­ბო­და, ახლა 2400-2600-მდეა, - გა­ორ­მაგ­და. მან­ქა­ნე­ბიც ნელ-ნელა და­ვა­მატთ, მაგ­რამ ისიც და­ვას­კვე­ნით, რომ რამ­დე­ნიც და­ვა­მა­ტეთ, მით უა­რე­სი სი­ტუ­ა­ცია შე­იქ­მნა. გა­მო­ძა­ხე­ბა მა­ტუ­ლობს.

ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტე­ბის მი­ხედ­ვით, უფრო მეტი მან­ქა­ნა გვყავს, ვიდ­რე ამ ქა­ლაქს ესა­ჭი­რო­ე­ბა. ის გა­იდ­ლა­ი­ნე­ბი და პრო­ტო­კო­ლე­ბი, რო­მელ­ზეც მო­გახ­სე­ნეთ, თვი­თონ ფილტრავს და გე­უბ­ნე­ბა, ამ გა­მო­ძა­ხე­ბა­ზე წადი, ამა­ზე - არა.

- რა­ტომ არ სარ­გებ­ლობთ ამ გა­იდ­ლა­ი­ე­ნე­ბით, ისი­ნი ხომ მი­ნი­მუ­მამ­დე და­იყ­ვან­და პრობ­ლე­მებს და ბევრ რა­მეს და­ა­რე­გუ­ლი­რებ­და?

- ვცა­დეთ ეს გა­იდ­ლა­ი­ნე­ბი დაგ­ვე­წე­რა სა­ქარ­თვე­ლო­ში, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, აქ შე­სა­ბა­მი­სი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი არ არი­ან, რომ­ლე­ბიც ამას გა­ა­კე­თებ­დნენ. ევ­რო­პა­ში სას­წრა­ფო 70-იანი წლე­ბი­დან შე­ვი­და აქ­ტი­ურ ფა­ზა­ში და ეს სის­ტე­მა კი­დევ ვი­თარ­დე­ბა. მა­გა­ლი­თად, გერ­მა­ნია ხომ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ქვე­ყა­ნაა? მაგ­რამ ეს გა­იდ­ლა­ი­ნე­ბი არ და­წე­რა, იყი­და. მოკ­ლედ, დაკ­ვირ­ვე­ბე­ბი­სა და კვლე­ვის შე­დე­გად, იმ დას­კვნამ­დე მი­ვე­დით, რომ ჩვენც ვი­ყი­დოთ. ეს სა­კი­თხი ყვე­ლა დო­ნე­ზეა წა­მო­წე­უ­ლი, პარ­ლა­მენ­ტის ჯან­დაც­ვის კო­მი­ტე­ტიც ამის მომ­ხრეა. მოკ­ლედ, რო­გორც კი მოხ­დე­ბა ამ გა­იდ­ლა­ი­ნე­ბის შე­ძე­ნა, მერე იმ სტან­დარ­ტე­ბით ვი­მოქ­მე­დებთ, რა სტან­დარ­ტე­ბი­თაც მოქ­მე­დებს ევ­რო­პა და სას­წრა­ფოც რე­ა­ლუ­რად შე­ას­რუ­ლებს თა­ვის ფუნ­ქცი­ას.

ბევ­რის­გან მსმე­ნია, თუ სას­წრა­ფო არ მი­იყ­ვანს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში პა­ცი­ენტს, შე­საძ­ლოა, სხვა შემ­თხვე­ვა­ში, პა­ცი­ენ­ტის ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია არ მოხ­დეს, არ მი­ხე­დოს სა­ა­ვად­მყო­ფომ და არ იმოქ­მე­დოს რო­მე­ლი­მე პროგ­რა­მამ. ყვე­ლას­თვის გახ­სნი­ლია სა­ა­ვად­მყო­ფოს კარი და მო­ქა­ლა­ქის­თვის ყვე­ლა პროგ­რა­მა მოქ­მე­დებს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, ის თვით­დი­ნე­ბით არის იქ მი­სუ­ლი, თუ სას­წრა­ფო­თი შეყ­ვა­ნი­ლი.

- თუკი იმ კონ­კრე­ტულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში არ მაქვს ამის სა­შუ­ა­ლე­ბა და ამას ვერ ვა­ხერ­ხებ, ელე­მეტა­რუ­ლად ტაქ­სის ფუ­ლიც არ მაქვს...

- ისევ და­ვუბ­რუნ­დე­ბი იმ გა­იდ­ლა­ი­ნებს, რო­მე­ლიც ჩვენ­თან არ არ­სე­ბობს, იმის მი­ხედ­ვით, პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა თუ არ არის გა­და­უ­დე­ბე­ლი შემ­თხვე­ვა და გა­და­უ­დე­ბელ დახ­მა­რე­ბას არ მო­ი­თხოვს, მა­პა­ტი­ეთ, უხე­ში ნათ­ქვა­მის­თვის, მაგ­რამ სა­ხელ­მწი­ფოს არ აინ­ტე­რე­სებს, ფული გაქვთ თუ არა. თუ არ აკ­მა­ყო­ფი­ლებთ იმ სტან­დარტს, რომ ბრი­გა­დამ გა­და­გიყ­ვა­ნოთ, თქვე­ნი ნე­ბაა, შე­გიძ­ლი­ათ ფე­ხი­თაც მიხ­ვი­დეთ ჰოს­პი­ტალ­ში. თუ გა­და­უ­დე­ბე­ლი შემ­თხვე­ვაა, სას­წრა­ფო მოვა და წა­გიყ­ვანთ.

- სა­ბო­ლო­ოდ, რო­დის მოხ­დე­ბა ამ წე­სე­ბის და­ნერგვა?

- ჩვენ ამ რგო­ლის ქვე­და ნა­წი­ლი ვართ, რო­მე­ლიც ინი­ცი­ა­ტი­ვებს აწ­ვდის ზე­მოთ. სა­კი­თხი ყვე­ლა დო­ნე­ზეა გან­ხილ­ვის­თვის და­ყე­ნე­ბუ­ლი, და­ნარ­ჩე­ნი, ნამ­დვი­ლად არ ვიცი, ამ ყვე­ლაფ­რის შე­ჯა­მე­ბა და შეს­ყიდ­ვა რო­დის მოხ­დე­ბა. მერე შეს­ყიდ­ვი­დან სა­ბო­ლო­ოდ და­ნერგვამ­დე ერთი წელი კი­დევ უნდა.

- მუ­შა­ო­ბა­ში ხელს კი­დევ რა გიშ­ლით?

- სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჩვენ­და­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. რე­კა­ვენ არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რად, ლან­ძღვი­თა და გი­ნე­ბით. მარ­თა­ლია ზა­რე­ბი 112-ში შე­დის, მაგ­რამ ზა­რებ­ზე წვდო­მა ჩვენც გვაქვს და მოს­მე­ნა შეგ­ვიძ­ლია... გა­დის სას­წრა­ფო პა­ცი­ენ­ტთან და მძღო­ლე­ბი გზას არ უთ­მო­ბენ, ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო კამ­პა­ნი­ებს ვი­წყებთ. ერთ-ერთი ჩვე­ნი მძღო­ლი, იმის გამო რომ სი­რე­ნა ჩარ­თო, გზა­ში მძღო­ლებ­მა სა­ში­ნელ დღე­ში ჩა­აგ­დეს. რა­ტომ ჩარ­თეო - შე­უ­ტი­ეს. არის ფაქ­ტე­ბი, როცა ად­გილ­ზე მი­სულ ექი­მებს აგი­ნე­ბენ, რამ­დე­ნი­მე შემ­თხვე­ვა იყო, რომ სცე­მეს, ამი­ტომ კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცია და სა­პატ­რუ­ლოც გვეხ­მა­რე­ბა. ხში­რია ია­რა­ღით მუ­ქა­რის ფაქ­ტიც, ერთ-ერ­თმა მო­ქა­ლა­ქემ მე­ცხვა­რე ძაღ­ლიც კი აუშ­ვა და და­აჭ­მე­ვი­ნა ჩვე­ნი ექი­მე­ბი. ეს ნე­გა­ტი­ვი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ­სე­ბობს და ეს არის ფაქ­ტი!

- თბი­ლი­სის რა­ი­ო­ნებს რის მი­ხედ­ვით ესა­ზღვრე­ბათ ბრი­გა­დე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა?

- მო­სახ­ლე­ო­ბის რა­ო­დე­ნო­ბის მი­ხედ­ვით, ანუ მო­სახ­ლე­ო­ბის სიმ­ჭიდ­რო­ვი­დან გა­მო­დი­ნა­რე. ეს ცვა­ლე­ბა­დი პრო­ცე­სია და ჩვენც ვყვე­ბით მო­სახ­ლე­ო­ბის ამ დი­ნა­მი­კას.

მაკა გვა­რა­მია

, სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო სამ­სა­ხუ­რის ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე: "ვართ ყვე­ლა­ნი ჩარ­თუ­ლე­ბი და მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლე­ბი, მათ შო­რის ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროც, ცდი­ლობს, გა­იდ­ლა­ი­ნე­ბის შე­ძე­ნამ­დე რა­ღაც პრო­ტო­კო­ლე­ბი და­წე­როს, რომ ცოტა ხანს იმით ვი­სარ­გებ­ლოთ. ხომ გე­უბ­ნე­ბით, ამ თე­მე­ბით ყვე­ლა რგო­ლი მაქ­სი­მა­ლუ­რად არის და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი. ვი­ნა­ი­დან პრობ­ლე­მა ნა­პოვ­ნია, ახლა მას­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს უკვე მუ­შა­ო­ბა.

- იქ­ნებ ბრი­გა­დე­ბი მარ­თლაც და­ე­მა­ტოს?

- რაც სა­ერ­თა­შო­რი­სო გათ­ვლე­ბით ამ ქა­ლა­ქის­თვის არის სა­ჭი­რო, იმა­ზე ბევ­რად მეტი მან­ქა­ნით ვმუ­შა­ობთ (25-ით მე­ტია), ვიდ­რე ამ ქა­ლა­ქის­თვის არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი. იმ მო­ტი­ვე­ბის გამო, რაც უნდა ამის ხარ­ჯი გავ­ზარ­დოთ, მა­ინც არ ეყო­ფა. აქ მთა­ვა­რია კონ­ცეფ­ცი­ის შეც­ვლა.

- ერთ-ერ­თმა სას­წრა­ფოს ექიმ­მა ჩემს ფე­ის­ბუქ სტა­ტუს­ზე, რო­მე­ლიც სას­წრა­ფოს დაგ­ვი­ა­ნე­ბის ფაქტს მი­ვუ­ძღვე­ნი, კო­მენ­ტა­რე­ბის ავ­ტო­რებს, რომ­ლე­ბიც ექი­მე­ბის და­ბალ კვა­ლი­ფი­კა­ცი­ა­ზე სა­უბ­რობ­დნენ, უცენ­ზუ­რო სი­ტყვე­ბით მი­მარ­თა. რამ­დე­ნად სწო­რია ეს? იმა­ვეს თქმა შე­უ­რა­ცხყო­ფის მი­ყე­ნე­ბის გა­რე­შეც შე­ეძ­ლო.

მაკა გვა­რა­მია:

- მისი შე­უ­რა­ცხყო­ფა კონ­კრე­ტუ­ლად თქვენ მი­მართ არ იყო გა­მოთ­ქმუ­ლი, ის ადა­მი­ა­ნე­ბის იმ კო­მენ­ტა­რებ­ზე გა­ღი­ზი­ან­და, რომ­ლე­ბიც მარ­თლა შე­უ­რა­ცხყოფ­და ექი­მე­ბის კომ­პე­ტენ­ცი­ა­სა და კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას. ძნე­ლია, როცა 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, სამ დღე­ში ერთხელ მო­რი­გე­ობ და უამ­რავ ადა­მი­ანს ემ­სა­ხუ­რე­ბი, ვინ იცის, კი­დევ რამ­დე­ნი გყავს გა­დარ­ჩე­ნი­ლი და ადა­მი­ა­ნე­ბი შე­უ­რა­ცხყო­ფას გა­ყე­ნე­ბენ. და­მე­თან­ხმე­ბით, ნერ­ვე­ბი მა­თაც აქვთ. ჩვენ არა­ნა­ი­რი შე­ურ­ცხმყო­ფე­ლი ტო­ნის მომ­ხრე არ ვართ, მაგ­რამ თუ სა­ზო­გა­დო­ე­ბა ჩვენ მი­მართ ლო­ი­ა­ლუ­რი იქ­ნე­ბა, ეს პრობ­ლე­მას მხო­ლოდ და­ეხ­მა­რე­ბა. ჩვე­ნი ექი­მე­ბი, ნამ­დვი­ლი გმი­რე­ბი არი­ან! სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლის ფა­სად რის­კა­ვენ, მათი შრო­მა შე­უ­ფა­სე­ბე­ლია, ასე­ვე ანა­ზღა­უ­რე­ბაც. ცალ­სა­ხად ვი­ტყვით, რომ ჩვენ­თვის ექი­მის შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­უ­ღე­ბე­ლია!

სას­წრა­ფოს დაგ­ვი­ა­ნე­ბის შემ­თხვე­ვებ­ზე თა­ვის მო­საზ­რე­ბას 112-ის ოპე­რა­ტი­უ­ლი მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი, ოთარ ტა­ტა­ლაშ­ვი­ლი გვი­ზი­ა­რებს:

- ზო­გა­დი სუ­რა­თი რომ და­ვი­ნა­ხოთ, აუ­ცი­ლე­ბე­ლია და­ვი­ნა­ხოთ რა მო­თხოვ­ნას­თან გვაქვს საქ­მე. სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო გა­მო­ძა­ხე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა თბი­ლის­ში და­ახ­ლო­ე­ბით, 3.000-მდე ზა­რია. ეს ზა­რე­ბი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში თა­ნაბ­რად არ არის გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი, ზა­რე­ბის პიკი სა­ღა­მოს იწყე­ბა და გა­მო­ძა­ხე­ბის დიდი პრო­ცენ­ტი სწო­რედ სა­ღა­მო სა­ა­თებ­ზე მო­დის. სას­წრა­ფოს ისეთ სი­ტუ­ა­ცი­ებ­შიც იძა­ხე­ბენ, როცა სა­ერ­თოდ არ სჭირ­დე­ბათ. ასე­თი ზა­რე­ბი პი­კის სა­ა­თებ­ში ამ სამ­სა­ხურ­ზე მო­თხოვ­ნას ზრდის. რი­გი­თო­ბას დიდ მნიშ­ვნე­ლო­ბას არ ვა­ნი­ჭებთ, გას­ვლა იმის მი­ხედ­ვით ხდე­ბა, ვის რა უჭირს.

- მა­გა­ლი­თად?

- შე­იძ­ლე­ბა ვი­ღა­ცას ჩემ­ზე ნაკ­ლე­ბად უჭირ­დეს, მაგ­რამ უფრო ადრე ჰქონ­დეს და­რე­კი­ლი, სას­წრა­ფო ჯერ ჩემ­თან მოვა, რად­გა­ნაც მე გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბა მჭირ­დე­ბა. ვცდი­ლობთ, ჩვენს ხელთ არ­სე­ბუ­ლი რე­სურ­სი სწო­რად გა­მო­ვი­ყე­ნოთ და ამი­ტო­მაც იგ­ზავ­ნე­ბა ბრი­გა­დე­ბი პრი­ო­რი­ტე­ტე­ბის მი­ხედ­ვით. აღ­ნიშ­ნეთ, რომ ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, როცა სას­წრა­ფოს 6 სა­ა­თიც და­უგ­ვი­ა­ნი­აო, შე­საძ­ლოა ასეც მოხ­დეს, თუმ­ცა ასე­თი ფაქ­ტე­ბი მა­ინც ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თია. არის ზა­რე­ბი, როცა ერთი და იგი­ვე ადა­მი­ა­ნი დღე­ში რამ­დენ­ჯერ­მე რე­კავს. ჩვენ მათ "ქრო­ნი­კებს" ვე­ძა­ხით, მაგ­რამ უფ­ლე­ბა არ გვაქვს, არ გა­ვი­დეთ.

- ამ სი­ტუ­ა­ცი­ი­დან გა­მო­სა­ვა­ლი რა არის?

- პირ­ვე­ლად­მა ჯან­დაც­ვამ ნელ-ნელა წინა პლან­ზე წა­მო­ი­წია, რაც კი­დევ უნდა გაძ­ლი­ერ­დეს. ამას­თან, ადა­მი­ა­ნებს თა­ვი­ან­თი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ სრუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია უნდა ჰქონ­დეთ. რო­დე­საც არ აქვთ ინ­ფორ­მა­ცია, გახ­დე­ბი­ან თუ არა ცუ­დად, 112-ში რე­კა­ვენ. როცა იცი­ან, რა აწუ­ხებთ, გა­მოკ­ვლე­უ­ლე­ბი არი­ან, იღე­ბენ შე­სა­ბა­მის წა­მალს, კო­მუ­ნი­კა­ცია აქვთ ოჯა­ხის ექიმ­თან, ისიც იცი­ან, თავს რო­გორ უნდა უშ­ვე­ლონ. სხვა შემ­თხვე­ვა­ში, იძა­ხე­ბენ ბრი­გა­დას, რო­მე­ლიც იდე­ა­ში ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის­თვის არის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი. ასე­თი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი იწ­ვევს სას­წრა­ფოს დაგ­ვი­ა­ნე­ბას...

- ამ პრი­ო­რი­ტე­ტე­ბის დად­გე­ნა-გან­საზვრი­სას, ხომ შე­იძ­ლე­ბა რა­ი­მე სე­რი­ო­ზუ­ლი შემ­თხვე­ვა გა­მოგ­ვე­პა­როს და სას­წრა­ფოს მის­ვლა დაგ­ვი­ან­დეს?

- ასე­თი ფაქ­ტი, სა­ბედ­ნი­ე­როდ, არ ყო­ფი­ლა. ჩვენ­თან ძა­ლი­ან ყუ­რა­დღე­ბით არი­ან, ადა­მი­ა­ნი სპე­ცი­ა­ლუ­რად ზის და უყუ­რებს ქე­ი­სებს, თი­თო­ე­უ­ლი ზე­პი­რად იცის და თით­ქმის შე­უძ­ლე­ბე­ლია, რა­ი­მე გა­მო­ე­პა­როს, გა­მო­რი­ცხუ­ლია. სწო­რედ იმის­თვის მუ­შა­ო­ბენ, რომ არ გა­მო­ე­პა­როთ. ერ­თა­დერ­თი საფრ­თხე ის არის, რომ ინი­ცი­ა­ტორ­მა არას­წო­რად მოგ­ვა­წო­დოს ინ­ფორ­მა­ცია.

- სა­ნამ პრო­ტო­კო­ლე­ბი სრულ­ყო­ფილ სა­ხეს მი­ი­ღებს და მომ­სა­ხუ­რე­ბის სხვა სის­ტე­მა შე­იქ­მნე­ბა, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა მი­ნი­მუმ­ზე და­ვი­დეს არა­მიზ­ნობ­რი­ვი ზა­რე­ბი?

- მო­თხოვ­ნის შემ­ცი­რე­ბაა აუ­ცი­ლე­ბე­ლი და სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან მუ­შა­ო­ბა.

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"მოქალაქემ ძაღლი აუშვა და ექიმები დააჭმევინა" - 112-ისა და სასწრაფოს პასუხი ბრალდებებზე და დაგვიანების რეალური მიზეზები

"მოქალაქემ ძაღლი აუშვა და ექიმები დააჭმევინა" - 112-ისა და სასწრაფოს პასუხი ბრალდებებზე და დაგვიანების რეალური მიზეზები

დაგვიანებული სასწრაფო საქართველოში არახალია. რა არის ამის მიზეზი - საცობები ქალაქში, ბრიგადების სიმცირე თუ ისეთი გამოძახებების სიმრავლე, "რომლებზეც სასწრაფო არ უნდა დადიოდეს", ამაზე პასუხი არ არსებობს. რეალობა კი ასეთია - მძიმე მდგომარეობაში მყოფ პაციენტსა და მის ახლობლებს, ხშირად რამდენიმე საათიც უწევთ სასწრაფო დახმარების ლოდინი.

რამდენიმე დღის წინ მკითხველს დავპირდით, რომ სასწრაფოს დაგვიანების ფაქტების გამომწვევ მიზეზებზე სტატიას მოვამზადებდით, მოვისმენდით ყველა მხარის პოზიციას იმაზე, თუ რა აფერხებს მისამართზე ამ სამსახურის დროულ მისვლას. საკითხში გასარკვევად ვეწვიეთ თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს და მისი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელ გიორგი ბუთხუზს:

"ჩვენთან სასწრაფო სამედიცინო დახმარება თავისი სფეციპიკით არ მუშაობს, ამასთან, მისი დანიშნულებაც არასწორადაა საზოგადოებაში აღქმული. სამწუხაროდ, გარკვეულმა პრობლემებმა, რაც წლების მანძილზე გროვდებოდა, თუნდაც იმან, რომ პოლიკლინიკური სექტორი ერთი პერიოდი გასხვისდა, პირველადი ჯანდაცვის რგოლი დაასუსტა. კიდევ სხვა მსგავსმა ფაქტორმა იმოქმედა და ზედმეტი ფუნქციები დაგვაკისრა. ამიტომ ჩვენ როგორც სასწრაფო ისე კი არ ვმოქმედებთ, არამედ როგორც ამბულატორია ბორბლებზე"

- რას გულისხმობთ?

- იმას, რომ დავდივართ აბსოლუტურად ყველა გამოძახებაზე - ეს იქნება წნევის გაზომვა, ნერვული გაღიზიანება, დაგვინახავენ და მშვიდდებიან... ამის გამო ბევრ ისეთ შემთხვევაზე გვიწევს გასვლა, რაზეც არ უნდა დავდიოდეთ. შესაბამისად, დღე-ღამეში თითოეულ ბრიგადაზე 24 საათში 25-27 გამოძახება მოდის. პიკის პერიოდებში 30-ც კი. აქედან გამომდინარე, გვაქვს ამ ყველაფრის სტატისტიკა და გამოძახებების 40%-ია მხოლოდ ჩვენი საუწყებო, დანარჩენი არასასწრაფო გამოძახებაა.

მოგეხსენებათ, ევროპისკენ მივიღწით, საზღვარგარეთ ამ სამსახურის მუშაობა სპეციალური პროტოკოლებით არის დარეგულირებული. მაგალითისთვის გეტყვით, ევროპის 40 ქვეყანაში მოქმედებს ერთი და იგივე სახის პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც, უშუალოდ სასწრაფოს გამოძახება 5-6 (ქვეყნებს გააჩნია) მოტივით ხდება. როგორიც არის: ავარია, ღია სისხლდენა, გულის შეტევა, ა.შ. მხოლოდ მწვავე მოტივები, დანარჩენზე - სასწრაფო არ გადის, თუ გადის, პირდაპირ აფრთხილებენ, ვთქვათ, - სასწრაფო მოვა 6 საათში, გაწყობთ?

- დავუბრუნდეთ ჩვენი სასწრაფოს მუშაობას. თუკი ასე ხანგრძლივდება ბრიგადების ადგილებზე მისვლა, დაამატეთ ბრიგადები.

- ეს მოთხოვნა სულ გაისმის. ასე გიპასუხებთ, როდესაც თბილისს საერთოდ არ ჰყავდა მანქანები (ბოლო განახლება წინა ხელისუფლების დროს 2007 წელს მოხდა), არ იყო წამალი, როცა იცოდნენ, მაინც არ მივიდოდა ბრიგადა, არც იძახებდნენ. ჩვენ პირობებში მოხდა ექიმების გადამზადება, შემოსვა - შესაბამისად, მუშაობისა და მომსახურების ხარისხის გაზარდაც. ამ ხარისხზე მოთხოვნილებაც გაიზარდა, მანქანებიც დავამატეთ - იყო 80 და გახდა 94. გამოძახებებმა კიდევ მოიმატა. თითო კორპუსთან თითო მანქანა რომ დავაყენოთ, მაინც არ უშველის! წლების განმავლობაში მიუხედავი იყო ეს სისტემა, ერთი წელია, რაც აქტიურად დავიწყეთ ამ მიმართულებით მუშაობა. დღე-ღამის განმავლობაში ადრე 1200-1300 გამოძახება სრულდებოდა, ახლა 2400-2600-მდეა, - გაორმაგდა. მანქანებიც ნელ-ნელა დავამატთ, მაგრამ ისიც დავასკვენით, რომ რამდენიც დავამატეთ, მით უარესი სიტუაცია შეიქმნა. გამოძახება მატულობს.

ევროპული სტანდარტების მიხედვით, უფრო მეტი მანქანა გვყავს, ვიდრე ამ ქალაქს ესაჭიროება. ის გაიდლაინები და პროტოკოლები, რომელზეც მოგახსენეთ, თვითონ ფილტრავს და გეუბნება, ამ გამოძახებაზე წადი, ამაზე - არა.

- რატომ არ სარგებლობთ ამ გაიდლაიენებით, ისინი ხომ მინიმუმამდე დაიყვანდა პრობლემებს და ბევრ რამეს დაარეგულირებდა?

- ვცადეთ ეს გაიდლაინები დაგვეწერა საქართველოში, მაგრამ სამწუხაროდ, აქ შესაბამისი სპეციალისტები არ არიან, რომლებიც ამას გააკეთებდნენ. ევროპაში სასწრაფო 70-იანი წლებიდან შევიდა აქტიურ ფაზაში და ეს სისტემა კიდევ ვითარდება. მაგალითად, გერმანია ხომ განვითარებული ქვეყანაა? მაგრამ ეს გაიდლაინები არ დაწერა, იყიდა. მოკლედ, დაკვირვებებისა და კვლევის შედეგად, იმ დასკვნამდე მივედით, რომ ჩვენც ვიყიდოთ. ეს საკითხი ყველა დონეზეა წამოწეული, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტიც ამის მომხრეა. მოკლედ, როგორც კი მოხდება ამ გაიდლაინების შეძენა, მერე იმ სტანდარტებით ვიმოქმედებთ, რა სტანდარტებითაც მოქმედებს ევროპა და სასწრაფოც რეალურად შეასრულებს თავის ფუნქციას.

ბევრისგან მსმენია, თუ სასწრაფო არ მიიყვანს საავადმყოფოში პაციენტს, შესაძლოა, სხვა შემთხვევაში, პაციენტის ჰოსპიტალიზაცია არ მოხდეს, არ მიხედოს საავადმყოფომ და არ იმოქმედოს რომელიმე პროგრამამ. ყველასთვის გახსნილია საავადმყოფოს კარი და მოქალაქისთვის ყველა პროგრამა მოქმედებს, მიუხედავად იმისა, ის თვითდინებით არის იქ მისული, თუ სასწრაფოთი შეყვანილი.

- თუკი იმ კონკრეტულ სიტუაციაში არ მაქვს ამის საშუალება და ამას ვერ ვახერხებ, ელემეტარულად ტაქსის ფულიც არ მაქვს...

- ისევ დავუბრუნდები იმ გაიდლაინებს, რომელიც ჩვენთან არ არსებობს, იმის მიხედვით, პაციენტის მდგომარეობა თუ არ არის გადაუდებელი შემთხვევა და გადაუდებელ დახმარებას არ მოითხოვს, მაპატიეთ, უხეში ნათქვამისთვის, მაგრამ სახელმწიფოს არ აინტერესებს, ფული გაქვთ თუ არა. თუ არ აკმაყოფილებთ იმ სტანდარტს, რომ ბრიგადამ გადაგიყვანოთ, თქვენი ნებაა, შეგიძლიათ ფეხითაც მიხვიდეთ ჰოსპიტალში. თუ გადაუდებელი შემთხვევაა, სასწრაფო მოვა და წაგიყვანთ.

- საბოლოოდ, როდის მოხდება ამ წესების დანერგვა?

- ჩვენ ამ რგოლის ქვედა ნაწილი ვართ, რომელიც ინიციატივებს აწვდის ზემოთ. საკითხი ყველა დონეზეა განხილვისთვის დაყენებული, დანარჩენი, ნამდვილად არ ვიცი, ამ ყველაფრის შეჯამება და შესყიდვა როდის მოხდება. მერე შესყიდვიდან საბოლოოდ დანერგვამდე ერთი წელი კიდევ უნდა.

- მუშაობაში ხელს კიდევ რა გიშლით?

- საზოგადოების ჩვენდამი დამოკიდებულება. რეკავენ არაადეკვატურად, ლანძღვითა და გინებით. მართალია ზარები 112-ში შედის, მაგრამ ზარებზე წვდომა ჩვენც გვაქვს და მოსმენა შეგვიძლია... გადის სასწრაფო პაციენტთან და მძღოლები გზას არ უთმობენ, ამასთან დაკავშირებით საგანმანათლებლო კამპანიებს ვიწყებთ. ერთ-ერთი ჩვენი მძღოლი, იმის გამო რომ სირენა ჩართო, გზაში მძღოლებმა საშინელ დღეში ჩააგდეს. რატომ ჩართეო - შეუტიეს. არის ფაქტები, როცა ადგილზე მისულ ექიმებს აგინებენ, რამდენიმე შემთხვევა იყო, რომ სცემეს, ამიტომ კრიმინალური პოლიცია და საპატრულოც გვეხმარება. ხშირია იარაღით მუქარის ფაქტიც, ერთ-ერთმა მოქალაქემ მეცხვარე ძაღლიც კი აუშვა და დააჭმევინა ჩვენი ექიმები. ეს ნეგატივი საზოგადოებაში არსებობს და ეს არის ფაქტი!

- თბილისის რაიონებს რის მიხედვით ესაზღვრებათ ბრიგადების რაოდენობა?

- მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, ანუ მოსახლეობის სიმჭიდროვიდან გამოდინარე. ეს ცვალებადი პროცესია და ჩვენც ვყვებით მოსახლეობის ამ დინამიკას.

მაკა გვარამია

, სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ცენტრის დირექტორის მოადგილე: "ვართ ყველანი ჩართულები და მობილიზებულები, მათ შორის ჯანდაცვის სამინისტროც, ცდილობს, გაიდლაინების შეძენამდე რაღაც პროტოკოლები დაწეროს, რომ ცოტა ხანს იმით ვისარგებლოთ. ხომ გეუბნებით, ამ თემებით ყველა რგოლი მაქსიმალურად არის დაინტერესებული. ვინაიდან პრობლემა ნაპოვნია, ახლა მასზე მიმდინარეობს უკვე მუშაობა.

- იქნებ ბრიგადები მართლაც დაემატოს?

- რაც საერთაშორისო გათვლებით ამ ქალაქისთვის არის საჭირო, იმაზე ბევრად მეტი მანქანით ვმუშაობთ (25-ით მეტია), ვიდრე ამ ქალაქისთვის არის აუცილებელი. იმ მოტივების გამო, რაც უნდა ამის ხარჯი გავზარდოთ, მაინც არ ეყოფა. აქ მთავარია კონცეფციის შეცვლა.

- ერთ-ერთმა სასწრაფოს ექიმმა ჩემს ფეისბუქ სტატუსზე, რომელიც სასწრაფოს დაგვიანების ფაქტს მივუძღვენი, კომენტარების ავტორებს, რომლებიც ექიმების დაბალ კვალიფიკაციაზე საუბრობდნენ, უცენზურო სიტყვებით მიმართა. რამდენად სწორია ეს? იმავეს თქმა შეურაცხყოფის მიყენების გარეშეც შეეძლო.

მაკა გვარამია:

- მისი შეურაცხყოფა კონკრეტულად თქვენ მიმართ არ იყო გამოთქმული, ის ადამიანების იმ კომენტარებზე გაღიზიანდა, რომლებიც მართლა შეურაცხყოფდა ექიმების კომპეტენციასა და კვალიფიკაციას. ძნელია, როცა 24 საათის განმავლობაში, სამ დღეში ერთხელ მორიგეობ და უამრავ ადამიანს ემსახურები, ვინ იცის, კიდევ რამდენი გყავს გადარჩენილი და ადამიანები შეურაცხყოფას გაყენებენ. დამეთანხმებით, ნერვები მათაც აქვთ. ჩვენ არანაირი შეურცხმყოფელი ტონის მომხრე არ ვართ, მაგრამ თუ საზოგადოება ჩვენ მიმართ ლოიალური იქნება, ეს პრობლემას მხოლოდ დაეხმარება. ჩვენი ექიმები, ნამდვილი გმირები არიან! საკუთარი სიცოცხლის ფასად რისკავენ, მათი შრომა შეუფასებელია, ასევე ანაზღაურებაც. ცალსახად ვიტყვით, რომ ჩვენთვის ექიმის შეურაცხყოფა მიუღებელია!

სასწრაფოს დაგვიანების შემთხვევებზე თავის მოსაზრებას 112-ის ოპერატიული მართვის სამსახურის უფროსი, ოთარ ტატალაშვილი გვიზიარებს:

- ზოგადი სურათი რომ დავინახოთ, აუცილებელია დავინახოთ რა მოთხოვნასთან გვაქვს საქმე. სასწრაფო სამედიცინო გამოძახების რაოდენობა თბილისში დაახლოებით, 3.000-მდე ზარია. ეს ზარები დღის განმავლობაში თანაბრად არ არის გადანაწილებული, ზარების პიკი საღამოს იწყება და გამოძახების დიდი პროცენტი სწორედ საღამო საათებზე მოდის. სასწრაფოს ისეთ სიტუაციებშიც იძახებენ, როცა საერთოდ არ სჭირდებათ. ასეთი ზარები პიკის საათებში ამ სამსახურზე მოთხოვნას ზრდის. რიგითობას დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებთ, გასვლა იმის მიხედვით ხდება, ვის რა უჭირს.

- მაგალითად?

- შეიძლება ვიღაცას ჩემზე ნაკლებად უჭირდეს, მაგრამ უფრო ადრე ჰქონდეს დარეკილი, სასწრაფო ჯერ ჩემთან მოვა, რადგანაც მე გადაუდებელი დახმარება მჭირდება. ვცდილობთ, ჩვენს ხელთ არსებული რესურსი სწორად გამოვიყენოთ და ამიტომაც იგზავნება ბრიგადები პრიორიტეტების მიხედვით. აღნიშნეთ, რომ ყოფილა შემთხვევა, როცა სასწრაფოს 6 საათიც დაუგვიანიაო, შესაძლოა ასეც მოხდეს, თუმცა ასეთი ფაქტები მაინც ძალიან იშვიათია. არის ზარები, როცა ერთი და იგივე ადამიანი დღეში რამდენჯერმე რეკავს. ჩვენ მათ "ქრონიკებს" ვეძახით, მაგრამ უფლება არ გვაქვს, არ გავიდეთ.

- ამ სიტუაციიდან გამოსავალი რა არის?

- პირველადმა ჯანდაცვამ ნელ-ნელა წინა პლანზე წამოიწია, რაც კიდევ უნდა გაძლიერდეს. ამასთან, ადამიანებს თავიანთი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სრული ინფორმაცია უნდა ჰქონდეთ. როდესაც არ აქვთ ინფორმაცია, გახდებიან თუ არა ცუდად, 112-ში რეკავენ. როცა იციან, რა აწუხებთ, გამოკვლეულები არიან, იღებენ შესაბამის წამალს, კომუნიკაცია აქვთ ოჯახის ექიმთან, ისიც იციან, თავს როგორ უნდა უშველონ. სხვა შემთხვევაში, იძახებენ ბრიგადას, რომელიც იდეაში ჰოსპიტალიზაციისთვის არის გათვალისწინებული. ასეთი სიტუაციები იწვევს სასწრაფოს დაგვიანებას...

- ამ პრიორიტეტების დადგენა-განსაზვრისას, ხომ შეიძლება რაიმე სერიოზული შემთხვევა გამოგვეპაროს და სასწრაფოს მისვლა დაგვიანდეს?

- ასეთი ფაქტი, საბედნიეროდ, არ ყოფილა. ჩვენთან ძალიან ყურადღებით არიან, ადამიანი სპეციალურად ზის და უყურებს ქეისებს, თითოეული ზეპირად იცის და თითქმის შეუძლებელია, რაიმე გამოეპაროს, გამორიცხულია. სწორედ იმისთვის მუშაობენ, რომ არ გამოეპაროთ. ერთადერთი საფრთხე ის არის, რომ ინიციატორმა არასწორად მოგვაწოდოს ინფორმაცია.

- სანამ პროტოკოლები სრულყოფილ სახეს მიიღებს და მომსახურების სხვა სისტემა შეიქმნება, როგორ შეიძლება მინიმუმზე დავიდეს არამიზნობრივი ზარები?

- მოთხოვნის შემცირებაა აუცილებელი და საზოგადოებასთან მუშაობა.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია