მთავარმა პროკურატურამ პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ გავრცელების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. "მიმდინარე წლის 11 მარტს, ინტერნეტ სივრცეში განთავსებულ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეო მასალასთან დაკავშირებით, მთავარ პროკურატურაში დაიწყო გამოძიება პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ გავრცელების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. ამ ეტაპზე საქმეზე ტარდება აუცილებელი და გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები", - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.
პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ გავრცელებას მწვავე გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში:
ზვიად დევდარიანი, CIDA: 1. ვინც ეს გადაიღო და შეინახა, სისხლის სამართლის დამნაშავეა;
2. ვინც ეს დადო და კომპრომატად იყენებს, სისხლის სამართლის დამნაშავეა
3. ვინც ამას ავრცელებს, ის მედია არაა
4. ვინც, ამას ეგუება, ის თანამონაწილეა
5. სახელმწიფო, სადაც ეს ხდება, სახელმწიფო არაა
სალომე ასათიანი, ჟურნალისტი: "დაიწყება ახლა "ნაცმოძრაობამ ასლები წაიღო და ჩვენ რა ვიცით ვინ რას ავრცელებს". გულისამრევია უკვე ეს ყველაფერი. რამდენი ასეთი ვიდეო უნდა გავრცელდეს კიდე? და არავინ, არც ერთი დამნაშავე არ დაისაჯოს? ძალიან სახარბიელო პოზიციაში არიან. პატარ-პატარა დოზებად გამოიყრება ხოლმე ასეთი ვიდეოები, ადამიანებს ბოლომდე გაანადგურებენ მორალურად და მთავრობა კი სავარაუდოდ ხელს ისევ და ისევ "სისხლიანი ცხრა წლისკენ" გაიშვერს. და ეს ალბათ მხოლოდ "ჟურნალია", როგორც იტყვიან ხოლმე. არჩევნები მოდის"
ვასილ დაბრუნდაშვილი, ჟურნალისტი: "ამის გადამღებიც და გამავრცელებელიც უნდა დაკიდო ერთი ადგილით! და ვაი ჟურნალისტები კიდე უნდა მიაყოლო ზედ თავის გვერდზე რომ აშეარებენ და კომენტარებს წერენ!"
ნიკა გვარამია, "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი: "რა მეგის ქარდავა, შენ ხარ ამ ქვეყნის ყველა დროის ყველაზე დიდი ურჩხული და ბოროტმოქმედი, ბიძინა ივანიშვილო! შენს ფეხ ქვეშ მიწა უნდა იწვოდეს და ასეც იქნება! მძულხარ და ყველაფერს ცუდს გისურვებ და გპირდები შე ბინძურო მანიაკო! ყველა ერთად უნდა დავდგეთ და გავათავისუფლოთ ქვეყანა ამ დაუნდობელი მონსტრისგან!"
თორნიკე შარაშენიძე, პოლიტოლოგი: "ესე იგი ამ კვირის დასაწყისში ნაცმოძრაობას კაი სისულელე მოუვიდა (კალაძისთვის ენერგეტიკის სამინისტროს საბანკო ანგარიშზე ფულის ჩარიცხვა თუ რაღაც), მაგრამ დიდების პორნოს გამოქვეყნების შემდეგ წესით იმედი უნდა მიეცეთ - მათი ოპონენტები სისულელეში მათ ყოველთვის აჯობებენ"
ელენე ხოშტარია, ექსპერტი: "ეს არის ყველაზე ბინძური, უღირსი და სასტიკი ხელისუფლება!"
ნანუკა ჟორჟოლიანი, ტელეწამყვანი: "მაგრად ყარს უკვე ჩვენი ქვეყანა. ჩასარეცხია!"
ინგა გრიგოლია, ტელეწამყვანი: "მოვუწოდებ პრეზიდენტს, პრემიერ-მინიტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, მთავარ პროკურატურას - დროულად აღკვეთონ და გამოიძიონ, ვინ ავრცელებს ფარულ ვიდეომასალას მოქმედ ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე"
ოთარ კახიძე, იურისტი: "ბედუკაძის ვიდეოებით და 9 თვის ბავშვის დახრჩობით მოთრეული, ბინძური, შანტაჟისტი მანიაკი უნდა წაეთრეს, წელს, ერთხელ და სამუდამოდ".
ელისო ჯარიაშვილი, ჟურნალისტი: ვინც ეს გადაიღო, შეინახა, გაავრცელა, მაკომპრომეტირებლად მიიჩნევს, აზიარებს და ის, ვინც ამის ჩამდენს უსასტიკესად არ დასჯის, სძულს ადამიანი, სიცოცხლე, ქალი, კაცი, სექსი! ავად ხართ, ღრმად ავად!
ირაკლი მაისურაძე, ჟურნალისტი: არ შეიძლება!
თამარ ჩერგოლეიშვილი, "ტაბულას" დირექტორი: საქართველოს ხელისუფლება ერთი ხელით გასპარ ნოეს ფილმის გავრცელების გამო იწყებს სისხლის სამართლის გამოძიებას.
მეორეთი - პოლიტიკური ოპონენტის პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოს ავრცელებს.
P.S. დიდი სიამოვნებით დავუნაყავდი სახეს, ვინც გაბედა და ინბოქსში ეს ვიდეო გამომიგზავნა. ცხადია, არ მინახავს და არ ვნახავ.
მარიამ გაფრინდაშვილი, ჟურნალისტი: როგორ მეზიზღებით, ყველა ვინც ამ მარაზმით ხართ დაკავებული!!! და აი რა ???? სად იზრდებით და როგორ გაქვთ ასეთი ავადმყოფი ტვინები? ამ ყველაფრის გამავრცელებლებზე უფრო მეტად მძულხართ ისინი, ვინც ამ ყველაფერს ახლა ხბოსაღტაცებით ავრცელებთ საკუთარ გვერდებზე!
დავით ქაშიაშვილი, ჟურნალისტი: გამოძიება მიდი ახლაც ჩაისვარე...
რომან ქევხიშვილი, ჟურნალისტი: ვის არ უჟიმავია, თუ საქართველოში სექსი არ შეიძლება, თუ ბავშვობაში რომ გვარმუნებდნენ, მასწავლებელი ტუალეტში არ დადისო, ის თემაა და პოლიტიკოსები არ ჟიმაობენ?
ეგეც თქვენი მეოთხე საუკეთსო წელი!
რამაზ სამხარაძე, ჟურნალისტი: მარაზმია და დასასჯელია ყველა ის ადამიანი ვინც პირადი ცხოვრების კადრებს ავრცელებს. როცა პოლიტიკოსს უთვალთვალებენ, ვინმეს გჯერათ რომ თქვენი პირადი ცხოვრება დაცულია?! ისევ გვისმენენ.
ბაკურ ბაკურაძე: ამაზრზენია რაც ხდება!!!
ამაზრზენია!!!
სასწრაფოდ მოძებნონ ეს გარეწრები, ვინც ავრცელებს პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს!!!
ნუთუ აღარაფერი დარჩა ამ ჩემს საყვარელს ქვეყანას და ხალხს, რის გამოც პატივს ვცემ და მიყვარს?!!!
P.S. და მიშას და მისი ამფსონების დედას!!
ირაკლი ტაბლიაშვილი, მედიაექსპერტი: ვიდეო დაბლოკილია! ვაშა!
მაგრამ ეს არ ცვლის ვითარებას!
ამ ქვეყანაში უთვალთვალებდნენ, უთვალთვალებენ და მომავალში ეს თვალთვალი (ადრე თუ გვიან) აღარ იქნება.
აღარ იქნება, რადგან მოთვალთვალეები და მათ უკან მდგომნი აღარ იქნებიან... და ჩვენ ამას მივაღწევთ!
ლალი მოროშკინა, პიარტექნოლოგი: SOS!
თუ დროულად არ მოხერხდა იმ პირთა დასჯა, რომლებმაც თავს უფლება მისცეს ერთ-ერთ პოლიტიკოს ქალბატონზე youtub.com-ზე პირადი სახის ჩანაწერები გაესაჯაროებინათ,ქვეყანაში უმართავ პროცესებს მივიღებთ, რადგანაც ასეთი ჩანაწერები ყოფილ და არსებულ მთავრობის წევრებზე მრავლადაა!
ახლა კი თავად დაფიქრდით ვის აწყობს დესტაბილიზაცია
პ.ს. ფირზე ასახულ ქალბატონს და მის ოჯახის წევრებს სულის სიმტკიცეს ვუსურვებ,
ესეც გაივლის....
მერაბ მეტრეველი, ჟურნალისტი: ნაადრევ დასკვნებს მოვერიდები, მაგრამ თუ ეს ხელისუფლება გამავრცელებელს და გადამღებს არ გამოავლენს და უმკაცრესად არ დასჯის, სრული უფლება გვექნება ვიფიქროთ, რომ ეს მისი გაკეთებულია!
გირგი კვიტაშვილი, ჟურნალისტი: თუ ხელისუფლებამ დროულად არ დაასახელა (დაკავებას არ ვამბობ, რადგან შესაძლოა, საზღვარგარეთ იმყოფებოდეს) პირი ან პირთა ჯგუფი, ვინც გაავრცელა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა, მაშინ მოქალაქეებს გაუჩნდებათ ლეგიტიმური ეჭვები 1) თვითონ ხელისუფლების წარმომადგენლები "ჩალიჩობენ" 2) ან უუნაროა და ბინძური კადრები დიდ ეკრანზეც რომ გაუშვან, ჭურში იჯდება. ამიტომ მე რომ ხელისუფლებაში ვყოფილიყავი, ამ დღეებში ჩემი სტრატეგიული ამოცანა იქნებოდა, ამ ყველაფრისთვის ამეხადა ფარდა.
P.S. ისე, ზოგიერთს ისეთს აქვს ატეხილი ჰაი-ჰუი, რომლებიც დარწმუნებული ვარ, თავის დროზე ათასობით ბინძურ კადრს რომ იღებდნენ, მინიმუმ იცოდნენ და მაქსიმუმ კურატორობდნენ.
ქეთევან ქარდავა, ჟურნალისტი: #მრცხვენია, რომ ამ საზოგადოების წევრი ვარ!!!! #სექსიროგორცკომპრომატი პირადი ცხოვრება არის პირადი ცხოვრება. ხელშეუხებელი და დაცული უნდა იყოს. ამაზე თუ ვდაობთ, ეს ნიშნავს რომ ხსნა არ ჩანს, არც უკეთესი მომავალი არ გვექნება ძალიან ბევჯერ გამიგია, მომისმენია, რომ ყველაზე, ყველაზე არსებობს ასეთი ვიდეო, დაუსრულებლად საუბრობდნენ, რომ ყოფილი ხელისუფლების დროს იღებდნენ და ინახავდნენ, ელოდნენ საჭირო მომენტს. ინახავდნენ თავდაცვის სამინისტროშიო, შსს-შიო.. მერე ითქვა, რომ წაიშალა, განადგურდა და მსგავსი რამ არასდროს მოხდებოდა. ვინც გადაიღო, ვისი დაკვეთიტაც გადაიღეს, ვინც ამაზე წავიდა, მიდის, წავა, იღებდა და იღებს არის საზოგადოების მტერი და არის ავადმყოფი, მანიაკი, უბინძურესი ნაწილი ჩვენი საზოგადოების!
#სექსი, როგორც კომპრომატი!!!
ირაკლი ჩიხლაძე, ჟურნალისტი: შეტყობინება პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების შესახებ დღეს ჟურნალისტთა ურავლესობამ მივიღეთ. მასალა ერთ-ერთ პოლიტიკოს უკავშირდება. კადრების გავრცელებამ პროტესტი გამოიწვია, ველოდებით გამოძიების პასუხს, ვინ, რა მოტივით და რომელ წელს გადაღებული ფარული ჩანაწერებით შეეცადა პირის დისკრედიტაციას... მაესტროელები შეგნებულად არ ვაჩვენებთ არცერთ კადრს, არ დავასახლებეთ ვინაობას და არც პარტიას, ვინაიდან მსგავსი ტიპის მასალების გავრცელება ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. ასევე გვაინტერესებს გარდა იმისა, რომ გამოძიება დაიწყო, ძალოვანი უწყება შეეცდება - გაარკვიოს დღესაც გრძელდება თუ არა ადამიანების პირადი ცხოვრების დაარქივება ? ჩვენ ვგმობთ ადამიანების ე.წ. სოცმსხვერპლად გქცევას!