მსოფლიო

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე მიყვარს თბილისი" - ფრედერიკ ბეგბედერი ქართულმა სამზარეულომ აღაფრთოვანა
"მე მიყვარს თბილისი" - ფრედერიკ ბეგბედერი ქართულმა სამზარეულომ აღაფრთოვანა

თბი­ლისს ფრან­გი მწე­რა­ლი ფრე­დე­რიკ ბეგ­ბე­დე­რი სტუმ­რობს. ცნო­ბი­ლი ფრან­გუ­ლი ბესტსე­ლე­რის "99 ფრან­კის" ავ­ტო­რი თბი­ლის­ში დღეს დი­ლით ჩა­მო­ვი­და და ორი დღე დარ­ჩე­ბა. ბეგ­ბე­დე­რის "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე, რო­მელ­საც 110 000-მდე მო­წო­ნე­ბა აქვს, ცოტა ხნის თბი­ლის­ში გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო გან­თავ­სდა. "I love Tbilissi" - სიყ­ვა­რულ­ში უტყდე­ბა ქა­ლაქს მწე­რა­ლი და ფო­ტოს ათავ­სებს, რო­მე­ლიც ქარ­თულ სუფ­რა­ზეა გა­და­ღე­ბუ­ლი. რო­გორც ჩანს, ბეგ­ბე­დე­რი აღაფრ­თო­ვა­ნა ქარ­თუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლოს მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბამ და გემ­რი­ელ­მა საჭ­მელ­მა.

კო­მენ­ტა­რებ­ში მწერ­ლის ფრან­გი ფა­ნე­ბი არ­ჩე­ვანს უწო­ნე­ბენ ბეგ­ბე­დერს: "თბი­ლი­სი, ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი ქა­ლა­ქი. ჭამე, და­ლიე, შე­იყ­ვა­რე, გა­ერ­თე სა­ქარ­თვე­ლო­ში!" - წერს ერთ-ერთი ფრან­გი გო­გო­ნა.

რაც შე­ე­ხე­ბა ბეგ­ბე­დე­რის თბი­ლი­სუ­რი ვო­ი­ა­ჟის გან­რიგს, ქარ­თველ მკი­თხველს ავ­ტორ­თან შეხ­ვედ­რის უნი­კა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცე­მა. ამ წუ­თებ­ში ის "ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რე­ა­ში" მი­ვი­და, სა­დაც ქარ­თველ თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებს შეხ­ვდე­ბა, მათ შე­კი­თხვებს უპა­სუ­ხებს და ავ­ტოგ­რა­ფებს და­ა­რი­გებს. მწერ­ლის შეხ­ვედ­რა მკი­თხველ­თან 17:00 სა­ა­თამ­დე გაგ­რძელ­დე­ბა.

ფრე­დე­რიკ ბეგ­ბე­დე­რი სა­ქარ­თვე­ლოს "ჟურ­ნა­ლი 12"-ის რე­დაქ­ტო­რის, ოლგა ბაბ­ლუ­ა­ნის მოწ­ვე­ვით ეს­ტუმ­რე­ბა. ვი­ზი­ტის ფარ­გლებ­ში, 11 მარტს, ავ­ტო­რი გა­მარ­თავს პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ას მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი­სათ­ვის და მწე­რალ­თა სახ­ლში და­ხუ­რულ შეხ­ვედ­რა­ზე შეხ­ვდე­ბა ქარ­თველ მწერ­ლებს. 12 მარტს გა­ი­მარ­თე­ბა მისი ახა­ლი ფილ­მის "სიყ­ვა­რუ­ლი ცო­ცხლობს 3 წე­ლის" ჩვე­ნე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

"მე მიყვარს თბილისი" - ფრედერიკ ბეგბედერი ქართულმა სამზარეულომ აღაფრთოვანა

"მე მიყვარს თბილისი" - ფრედერიკ ბეგბედერი ქართულმა სამზარეულომ აღაფრთოვანა

თბილისს ფრანგი მწერალი ფრედერიკ ბეგბედერი სტუმრობს. ცნობილი ფრანგული ბესტსელერის "99 ფრანკის" ავტორი თბილისში დღეს დილით ჩამოვიდა და ორი დღე დარჩება. ბეგბედერის "ფეისბუქის" გვერდზე, რომელსაც 110 000-მდე მოწონება აქვს, ცოტა ხნის თბილისში გადაღებული ფოტო განთავსდა. "I love Tbilissi" - სიყვარულში უტყდება ქალაქს მწერალი და ფოტოს ათავსებს, რომელიც ქართულ სუფრაზეა გადაღებული. როგორც ჩანს, ბეგბედერი აღაფრთოვანა ქართული სამზარეულოს მრავალფეროვნებამ და გემრიელმა საჭმელმა.

კომენტარებში მწერლის ფრანგი ფანები არჩევანს უწონებენ ბეგბედერს: "თბილისი, ყველაზე ლამაზი ქალაქი. ჭამე, დალიე, შეიყვარე, გაერთე საქართველოში!" - წერს ერთ-ერთი ფრანგი გოგონა.

რაც შეეხება ბეგბედერის თბილისური ვოიაჟის განრიგს, ქართველ მკითხველს ავტორთან შეხვედრის უნიკალური შესაძლებლობა მიეცემა. ამ წუთებში ის "ბიბლუსი გალერეაში" მივიდა, სადაც ქართველ თაყვანისმცემლებს შეხვდება, მათ შეკითხვებს უპასუხებს და ავტოგრაფებს დაარიგებს. მწერლის შეხვედრა მკითხველთან 17:00 საათამდე გაგრძელდება.

ფრედერიკ ბეგბედერი საქართველოს "ჟურნალი 12"-ის რედაქტორის, ოლგა ბაბლუანის მოწვევით ესტუმრება. ვიზიტის ფარგლებში, 11 მარტს, ავტორი გამართავს პრესკონფერენციას მედიის წარმომადგენლებისათვის და მწერალთა სახლში დახურულ შეხვედრაზე შეხვდება ქართველ მწერლებს. 12 მარტს გაიმართება მისი ახალი ფილმის "სიყვარული ცოცხლობს 3 წელის" ჩვენება.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს