პოლიტიკა
მსოფლიო

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ხდება თსუ-ში - პროტესტი გიორგი გაფრინდაშვილის წინააღმდეგ, სტუდენტების მოთხოვნები და რექტორის პასუხი
რა ხდება თსუ-ში - პროტესტი გიორგი გაფრინდაშვილის წინააღმდეგ, სტუდენტების მოთხოვნები და რექტორის პასუხი

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ორი დღეა სტუ­დენ­ტე­ბი აქ­ცი­ას მარ­თა­ვენ. უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბის ნა­წი­ლი კან­ცლე­რის არ­ჩევ­ნებს პრო­ტესტს უცხა­დებს. თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გუ­შინ, სე­ნა­ტის სხდო­მა ჩა­ი­შა­ლა. ამის მი­ზე­ზი გახ­და სტუ­დენ­ტე­ბის ერთი ჯგუ­ფის აქ­ცია, რო­მე­ლიც უნი­ვერ­სი­ტე­ტის კან­ცლე­რად გი­ორ­გი გაფ­რინ­დაშ­ვი­ლის კან­დი­და­ტუ­რას ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა.

სტუ­დენ­ტთა ჯგუ­ფი სე­ნა­ტის სხდო­მა­ზე დას­წრე­ბას ითხოვ­და. სტუ­დენ­ტე­ბი და­ინ­ტე­რეს­დნენ, თუ რა­ტომ არ ჰქონ­დათ ინ­ფორ­მა­ცია უნი­ვერ­სი­ტე­ტის სე­ნა­ტის წევ­რებს ერთ-ერთი კან­დი­და­ტის, გი­ორ­გი გაფ­რინ­დაშ­ვი­ლის პი­როვ­ნე­ბის შე­სა­ხებ. სტუ­დენ­ტე­ბის მტკი­ცე­ბით, გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი ცნო­ბი­ლია სტუ­დენ­ტთა წი­ნა­აღ­მდეგ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ძა­ლა­დობ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბით, რისი და­მამ­ტკი­ცე­ბე­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლაც, მათი გან­ცხა­დე­ბით, ინ­ტერ­ნეტ­ში არ­სე­ბობს.

სტუ­დენ­ტე­ბის პრო­ტეს­ტი უნი­ვერ­სი­ტე­ტის დაც­ვის სამ­სა­ხურ­თან ფი­ზი­კურ შეხ­ლა-შე­მოხ­ლა­ში გა­და­ი­ზარ­და, რის შემ­დე­გაც სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცია იყო გა­მო­ძა­ხე­ბუ­ლი, თუმ­ცა რექ­ტო­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით პატ­რულ­მა შე­ნო­ბა მა­ლე­ვე და­ტო­ვა.

თსუ-ის რექ­ტორ­მა ვლა­დი­მერ პა­პა­ვამ უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტებს აქ­ცი­ის შე­წყვე­ტა სთხო­ვა. მან სტუ­დენ­ტებს შეს­თა­ვა­ზა, ორ­შა­ბათს შედ­გეს სა­კო­ორ­დი­ნა­ციო შეხ­ვედ­რა, რო­მელ­შიც სე­ნა­ტის წევ­რებ­თან ერ­თად უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბიც მი­ი­ღე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას და მოხ­დე­ბა კან­ცლე­რის არ­ჩევ­ნებ­ზე წარ­დგე­ნი­ლი კან­დი­და­ტუ­რე­ბის გან­ხილ­ვა.

თუმ­ცა, სტუ­დენ­ტე­ბი რექ­ტო­რის შე­თა­ვა­ზე­ბას არ და­თან­ხმდნენ, რად­გან მათი აზ­რით, ეს არის მხო­ლოდ დრო­ის გაყ­ვა­ნის მცდე­ლო­ბა. ახალ­გაზ­რდებ­მა ულ­ტი­მა­ტუ­მი წა­მო­ა­ყე­ნეს - გი­ორ­გი გაფ­რინ­დაშ­ვილ­მა კან­დი­და­ტუ­რა მოხ­სნას. რო­გორც მათ უნი­ვე­რის­ტე­ტის ად­მი­ნის­ტა­ცი­ას გა­ნუ­ცხა­დეს, სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში მზად არი­ან შეხ­ვდნენ უნი­ვერ­სი­ტე­ტის სე­ნა­ტის წევ­რებს და მათი ულ­ტი­მა­ტუ­მი კი­დევ ერთხელ გა­აც­ნონ.

რამ­დე­ნი­მე სტუ­დენ­ტმა მთე­ლი ღამე უნი­ვერ­სი­ტე­ტის შე­ნო­ბა­ში გა­ა­ტა­რა. მათი თქმით, დაშ­ლას არ აპი­რე­ბენ, სა­ნამ მათ მიერ წა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნე­ბი სრუ­ლად არ დაკ­მა­ყო­ფილ­დე­ბა.

სტუ­დენ­ტე­ბი დღეს, 15:00 სა­ათ­ზე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ას გა­ნა­ახ­ლე­ბენ. სტუ­დენ­ტე­ბის მო­თხოვ­ნა უც­ვლე­ლია:

- მო­იხ­სნას კან­ცლე­რის პო­ზი­ცი­ა­ზე გი­ორ­გი გაფ­რინ­დაშ­ვი­ლის კან­დი­და­ტუ­რა

- და­ი­წყოს გა­მო­ძი­ე­ბა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში "ოდე­ე­რის" ინ­სტი­ტუ­ტის არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ

- მოხ­დეს კან­ცლე­რის არ­ჩე­ვის სის­ტე­მის რე­ფორ­მი­რე­ბა

- შე­წყდეს თვით­მმარ­თვე­ლო­ბის პრი­ვი­ლე­გი­ე­ბის წა­ხა­ლი­სე­ბა ად­მი­ნის­ტრა­ცი­ი­სა და რექ­ტო­რა­ტის მხრი­დან

- მოხ­დეს თვით­მმარ­თვე­ლო­ბის ფუნ­ქცი­ის, ასე­ვე ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უფ­ლე­ბე­ბის მი­ნი­მა­ლი­ზა­ცია

სტუ­დენ­ტე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, დღე­ვან­დელ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ას სხვა უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის სტუ­დენ­ტე­ბიც შე­უ­ერ­თდე­ბი­ან.

სტუ­დენ­ტე­ბის მო­თხოვ­ნებს რექ­ტო­რი ლადო პა­პა­ვა გა­მო­ეხ­მა­უ­რა. რო­გორც ლადო პა­პა­ვა აცხა­დებს, ის გა­დად­გო­მას არ აპი­რებს. ამის შე­სა­ხებ ლადო პა­პა­ვამ დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, სა­დაც მისი მო­სა­ლოდ­ნე­ლი გა­დად­გო­მის თა­ო­ბა­ზე გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

ლადო პა­პა­ვამ რექ­ტო­რის გა­დად­გო­მის შემ­დეგ კა­ნო­ნის თა­ნახ­მად სა­ჭი­რო პრო­ცე­დუ­რებ­ზე ისა­უბ­რა და კა­ნო­ნის ჩა­ნა­წერს ანო­მა­ლი­უ­რი უწო­და.

"ნამ­დვი­ლად არ ვგეგ­მავ გა­დად­გო­მას. დღეს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში არის საკ­მა­ოდ რთუ­ლი ვი­თა­რე­ბა. კან­ცლე­რი არ არის. ახლა რექ­ტო­რის გა­დად­გო­მა წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ რას ნიშ­ნავს? ესე იგი, დარ­ჩე­ბა უნი­ვერ­სი­ტე­ტი სა­ერ­თო მმარ­თვე­ლის გა­რე­შე. გარ­და ამი­სა, ძა­ლი­ან რთუ­ლი ჩა­ნა­წე­რია "უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ" კა­ნონ­ში. რექ­ტო­რის გა­დად­გო­მის შემ­თხვე­ვა­ში, მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელს ირ­ჩევს მთე­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი. მთელ­მა უნი­ვერ­სი­ტეტ­მა რომ რექ­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი და­ა­სა­ხე­ლოს, ამას საკ­მა­ოდ ხან­გრძლი­ვი პრო­ცე­დუ­რე­ბი დას­ჭირ­დე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ლადო პა­პა­ვამ.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, რექ­ტო­რის გა­დად­გო­მის შემ­თხვე­ვა­ში შე­საძ­ლოა უნი­ვერ­სი­ტე­ტი 2 თვემ­დე ხელ­მძღვა­ნე­ლის გა­რე­შე იყოს. პა­პა­ვას გან­ცხა­დე­ბით, კა­ნო­ნის თა­ნახ­მად, რექ­ტორს აკა­დე­მი­უ­რი საბ­ჭოს 14-კა­ცი­ა­ნი შე­მად­გენ­ლო­ბა ირ­ჩევს. რექ­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელს მთე­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი ასა­ხე­ლებს. პა­პა­ვას შე­ფა­სე­ბით, ეს არის ანო­მა­ლი­უ­რი ჩა­ნა­წე­რი და წე­სით პი­რი­ქით უნდა იყოს.

"რო­გორც რექ­ტო­რი, ვაც­ნო­ბი­ე­რებ ჩემს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას და რა თქმა უნდა, არ გან­ვი­ხი­ლავ რექ­ტო­რის გა­დად­გო­მის რა­ი­მე შე­საძ­ლებ­ლო­ბას. მაგ­რამ ამავდრო­უ­ლად უნდა ვი­სარ­გებ­ლო შემ­თხვე­ვით და ხაზი გა­ვუს­ვა, პრო­ცე­სი რო­გორც მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ბო­ლოო ჯამ­ში, მო­მარ­თუ­ლია იქით­კენ, რომ რექ­ტო­რი აი­ძუ­ლონ გა­დად­გეს, ხოლო თუ რექ­ტო­რი აი­ძუ­ლეს და მა­ინც გა­დად­გა, მეც ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნი ვარ, მა­შინ უნი­ვერ­სი­ტე­ტი ჩა­ვარ­დე­ბა უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, ამი­ტომ არ ვა­პი­რებ გა­დად­გო­მას. ჩემი აზ­რით, მთა­ვა­რი არ არის გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი. აქ უკვე მთა­ვა­რია დარ­ტყმა რექ­ტორ­ზე", - გა­ნა­ცხა­და ლადო პა­პა­ვამ.

უნი­ვერ­სი­ტეტ­ში შექ­მნილ ვი­თა­რე­ბას იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი, თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი გა­მო­ეხ­მუ­რა.

"მე ვე­რა­ნა­ირ პრობ­ლე­მას ვერ ვხე­დავ, რომ სტუ­დენ­ტმა გა­მო­ხა­ტოს თა­ვი­სი აზრი და გა­მო­ხა­ტოს ხმა­მაღ­ლა. მთა­ვა­რია, რომ ეს აზრი არის მოს­მე­ნი­ლი რექ­ტო­რის მიერ, რაც არის ხოლ­მე ამ ასაკ­ში პრო­ტეს­ტის გა­მო­ხატ­ვის მი­ზა­ნი, რომ მო­უს­მი­ნონ მათ, ვინც იღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. ვფიქ­რობ, ეს უფრო მე­ტად ჯან­სა­ღი პრო­ცე­სია, ვიდ­რე სხვა რამ. მჯე­რა, რომ სტუ­დენ­ტე­ბი და რექ­ტო­რი, რო­მე­ლიც არ და­ი­ზა­რებს და ხვდე­ბა ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბას, იპო­ვი­ან გა­მო­სა­ვალს ამ სი­ტუ­ა­ცი­ი­დან", - გა­ნა­ცხა­და იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრმა თეა წუ­ლუ­კი­ან­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა

რა ხდება თსუ-ში - პროტესტი გიორგი გაფრინდაშვილის წინააღმდეგ, სტუდენტების მოთხოვნები და რექტორის პასუხი

რა ხდება თსუ-ში - პროტესტი გიორგი გაფრინდაშვილის წინააღმდეგ, სტუდენტების მოთხოვნები და რექტორის პასუხი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ორი დღეა სტუდენტები აქციას მართავენ. უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი კანცლერის არჩევნებს პროტესტს უცხადებს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გუშინ, სენატის სხდომა ჩაიშალა. ამის მიზეზი გახდა სტუდენტების ერთი ჯგუფის აქცია, რომელიც უნივერსიტეტის კანცლერად გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურას ეწინააღმდეგება.

სტუდენტთა ჯგუფი სენატის სხდომაზე დასწრებას ითხოვდა. სტუდენტები დაინტერესდნენ, თუ რატომ არ ჰქონდათ ინფორმაცია უნივერსიტეტის სენატის წევრებს ერთ-ერთი კანდიდატის, გიორგი გაფრინდაშვილის პიროვნების შესახებ. სტუდენტების მტკიცებით, გაფრინდაშვილი ცნობილია სტუდენტთა წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებებით, რისი დამამტკიცებელი ვიდეომასალაც, მათი განცხადებით, ინტერნეტში არსებობს.

სტუდენტების პროტესტი უნივერსიტეტის დაცვის სამსახურთან ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა, რის შემდეგაც საპატრულო პოლიცია იყო გამოძახებული, თუმცა რექტორის გადაწყვეტილებით პატრულმა შენობა მალევე დატოვა.

თსუ-ის რექტორმა ვლადიმერ პაპავამ უნივერსიტეტის სტუდენტებს აქციის შეწყვეტა სთხოვა. მან სტუდენტებს შესთავაზა, ორშაბათს შედგეს საკოორდინაციო შეხვედრა, რომელშიც სენატის წევრებთან ერთად უნივერსიტეტის სტუდენტებიც მიიღებენ მონაწილეობას და მოხდება კანცლერის არჩევნებზე წარდგენილი კანდიდატურების განხილვა.

თუმცა, სტუდენტები რექტორის შეთავაზებას არ დათანხმდნენ, რადგან მათი აზრით, ეს არის მხოლოდ დროის გაყვანის მცდელობა. ახალგაზრდებმა ულტიმატუმი წამოაყენეს - გიორგი გაფრინდაშვილმა კანდიდატურა მოხსნას. როგორც მათ უნივერისტეტის ადმინისტაციას განუცხადეს, სურვილის შემთხვევაში მზად არიან შეხვდნენ უნივერსიტეტის სენატის წევრებს და მათი ულტიმატუმი კიდევ ერთხელ გააცნონ.

რამდენიმე სტუდენტმა მთელი ღამე უნივერსიტეტის შენობაში გაატარა. მათი თქმით, დაშლას არ აპირებენ, სანამ მათ მიერ წამოყენებული მოთხოვნები სრულად არ დაკმაყოფილდება.

სტუდენტები დღეს, 15:00 საათზე საპროტესტო აქციას განაახლებენ. სტუდენტების მოთხოვნა უცვლელია:

- მოიხსნას კანცლერის პოზიციაზე გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურა

- დაიწყოს გამოძიება უნივერსიტეტში "ოდეერის" ინსტიტუტის არსებობის შესახებ

- მოხდეს კანცლერის არჩევის სისტემის რეფორმირება

- შეწყდეს თვითმმართველობის პრივილეგიების წახალისება ადმინისტრაციისა და რექტორატის მხრიდან

- მოხდეს თვითმმართველობის ფუნქციის, ასევე ადმინისტრაციის უფლებების მინიმალიზაცია

სტუდენტების ინფორმაციით, დღევანდელ საპროტესტო აქციას სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებიც შეუერთდებიან.

სტუდენტების მოთხოვნებს რექტორი ლადო პაპავა გამოეხმაურა. როგორც ლადო პაპავა აცხადებს, ის გადადგომას არ აპირებს. ამის შესახებ ლადო პაპავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც მისი მოსალოდნელი გადადგომის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

ლადო პაპავამ რექტორის გადადგომის შემდეგ კანონის თანახმად საჭირო პროცედურებზე ისაუბრა და კანონის ჩანაწერს ანომალიური უწოდა.

"ნამდვილად არ ვგეგმავ გადადგომას. დღეს უნივერსიტეტში არის საკმაოდ რთული ვითარება. კანცლერი არ არის. ახლა რექტორის გადადგომა წარმოგიდგენიათ რას ნიშნავს? ესე იგი, დარჩება უნივერსიტეტი საერთო მმართველის გარეშე. გარდა ამისა, ძალიან რთული ჩანაწერია "უმაღლესი განათლების შესახებ" კანონში. რექტორის გადადგომის შემთხვევაში, მოვალეობის შემსრულებელს ირჩევს მთელი უნივერსიტეტი. მთელმა უნივერსიტეტმა რომ რექტორის მოვალეობის შემსრულებელი დაასახელოს, ამას საკმაოდ ხანგრძლივი პროცედურები დასჭირდება", - განაცხადა ლადო პაპავამ.

მისივე განმარტებით, რექტორის გადადგომის შემთხვევაში შესაძლოა უნივერსიტეტი 2 თვემდე ხელმძღვანელის გარეშე იყოს. პაპავას განცხადებით, კანონის თანახმად, რექტორს აკადემიური საბჭოს 14-კაციანი შემადგენლობა ირჩევს. რექტორის მოვალეობის შემსრულებელს მთელი უნივერსიტეტი ასახელებს. პაპავას შეფასებით, ეს არის ანომალიური ჩანაწერი და წესით პირიქით უნდა იყოს.

"როგორც რექტორი, ვაცნობიერებ ჩემს პასუხისმგებლობას და რა თქმა უნდა, არ განვიხილავ რექტორის გადადგომის რაიმე შესაძლებლობას. მაგრამ ამავდროულად უნდა ვისარგებლო შემთხვევით და ხაზი გავუსვა, პროცესი როგორც მიმდინარეობს საბოლოო ჯამში, მომართულია იქითკენ, რომ რექტორი აიძულონ გადადგეს, ხოლო თუ რექტორი აიძულეს და მაინც გადადგა, მეც ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, მაშინ უნივერსიტეტი ჩავარდება უმძიმეს მდგომარეობაში, ამიტომ არ ვაპირებ გადადგომას. ჩემი აზრით, მთავარი არ არის გაფრინდაშვილი. აქ უკვე მთავარია დარტყმა რექტორზე", - განაცხადა ლადო პაპავამ.

უნივერსიტეტში შექმნილ ვითარებას იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი გამოეხმურა.

"მე ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, რომ სტუდენტმა გამოხატოს თავისი აზრი და გამოხატოს ხმამაღლა. მთავარია, რომ ეს აზრი არის მოსმენილი რექტორის მიერ, რაც არის ხოლმე ამ ასაკში პროტესტის გამოხატვის მიზანი, რომ მოუსმინონ მათ, ვინც იღებს გადაწყვეტილებას. ვფიქრობ, ეს უფრო მეტად ჯანსაღი პროცესია, ვიდრე სხვა რამ. მჯერა, რომ სტუდენტები და რექტორი, რომელიც არ დაიზარებს და ხვდება ახალგაზრდა თაობას, იპოვიან გამოსავალს ამ სიტუაციიდან", - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია