თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ადასტურებს, რომ გორის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწის თანამდებობაზე მისი კანდიდატურა განიხილება. ოქრუაშვილი გორის ადმინისტრაციულ შენობაში იმყოფება. როგორც ჟურნალისტებთან სააკაშვილის მთავრობის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, "მასზე კარგი მრჩეველი საკრებულოს თავმჯდომარეს არ ეყოლება"
"დიდი ალბათობით საკრებულოს თავმჯდომარეს ჩემზე კარგი მრჩეველი არ ეყოლება. ეს საკითხი განიხილება და მისი გადასაწყვეტია", - აღნიშნა ოქრუაშვილმა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი გორიდან იუწყება, ამ წუთებში ოქრუაშვილი გორის საკრებულოს თავმჯდომარის, ილია მეტრეველის კაბინეტში იმყოფება.