განო მელითაური "ფეისბუქზე" ემოციურ ფოტოსა და პოსტს აქვეყნებს, რომლითაც დაბადების დღეს ულოცავს კოტე თოლორდავას პირველ შვილს:
"დღეს დაიბადა ბუკა თოლორდავა, ჩემს ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი პერსონა! 7 წლის იყო, როცა კოტემ ერთმანეთი გაგვაცნო და სამუდამოდ დაბინავდი განიკოს გულში! მაშინ პატარა კოტე დავინახე, თავის განსაკუთრებული, განსხვავებული თვისებებით! უსაშველოდ მიყვარხარ, მახსოვს ყველა დღე, დილა, საღამო, რაც ერთად გაგვიტარებია! და მინდა, წლები რომ გავა შენში ისევ კოტე დავინახო... დაბადების დღეს გილოცავ მეგობარო და იცოდე, რომ სულ მენატრები!" - წერს განო ფეისბუქის გვერდზე.
ბუკა თოლორდავა, რომელიც კოტე თოლორდავასა და მარიამ ჯოლოგუას ვაჟია, 18 წლის გახდა. მოზარდი მშობლების კვალს მიჰყვება და მათსავით მსახიობია. ამბობენ, რომ ბუკა არა მხოლოდ გარეგნულად, ხასიათითაც ძალიან ჰგავს მამას.