სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უკვდავი" ადამიანები - თითქმის დაუჯერებელი ისტორიები მათზე, ვინც სიკვდილს აჯობა
"უკვდავი" ადამიანები - თითქმის დაუჯერებელი ისტორიები მათზე, ვინც სიკვდილს აჯობა

სიკ­ვდი­ლი რომ გარ­და­უ­ვა­ლია, ეს ყვე­ლამ იცის. თუმ­ცა, ზოგი ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი მი­ზე­ზით, მა­გა­ლი­თად, ფე­ხის გა­დაბ­რუ­ნე­ბით კვდე­ბა, ზოგი კი, გარ­და­უ­ვალ სიკ­ვდილს სას­წა­უ­ლებ­რი­ვად აღ­წევს თავს. სწო­რედ ასეთ შემ­თხვე­ვებ­ზე მო­გი­თხრობთ სტა­ტი­ა­ში:

ერთი სა­ა­თი წყალ­ქვეშ

ეს შემ­თხვე­ვა ექი­მებ­მა აღ­წე­რეს, რო­გორც სას­წა­უ­ლი. 2 წლის გო­გო­ნამ უჰა­ე­როდ 1 სა­ა­თი გაძ­ლო. 1986 წელს მი­შელ ფან­კი მდი­ნა­რის პი­რას ძმას­თან ერ­თად თა­მა­შობ­და, რო­დე­საც ფეხი და­უც­და და წყალ­ში ჩა­ვარ­და. იგი 60 წუ­თის შემ­დეგ იპო­ვეს. მაშ­ვე­ლე­ბი ვერ გრძნობ­დნენ გუ­ლის­ცე­მას, ბავ­შვის სხე­უ­ლის ტემ­პე­რა­ტუ­რა მხო­ლოდ 19 გრა­დუ­სი იყო. გო­გო­ნა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, ექი­მებ­მა სპე­ცი­ა­ლუ­რი აპა­რა­ტით სის­ხლის გათ­ბო­ბა და­ი­წყეს. 3 სა­ა­თის შემ­დეგ გო­გო­ნას გული ამუ­შავ­და. ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ მი­შე­ლის სი­ცო­ცხლე ცივ­მა წყალ­მა გა­და­არ­ჩი­ნა, რო­მელ­მაც სხე­უ­ლი გა­ყი­ნა. ამ­ჟა­მად, გო­გო­ნა თავს შე­სა­ნიშ­ნა­ვად გრძნობს, თით­ქოს ის უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა არც კი მომ­ხდა­რა.

დახ­ვრე­ტის შემ­დეგ გა­დარ­ჩე­ნი­ლი

1915 წლის 15 მარტს ვენ­სეს­ლაო მო­გუ­ე­ლი, რო­მე­ლიც რე­ვო­ლუ­ცი­ო­ნე­რე­ბის მხა­რეს იბ­რძო­და, ტყვედ აიყ­ვა­ნეს და დახ­ვრე­ტა მი­უ­სა­ჯეს. რე­ვო­ლუ­ცი­ო­ნე­რი კე­დელს მი­ა­ყე­ნეს და 9 ტყვია და­ა­ხა­ლეს, მათ შო­რის ერთი - სა­კონ­ტრო­ლო. ჯა­რის­კა­ცე­ბი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყ­ვნენ, რომ მო­გუ­ე­ლი მოკ­ლეს და იქა­უ­რო­ბას გა­ე­ცალ­ნენ. მაგ­რამ ვენ­სეს­ლაო გონს მო­ვი­და, შეძ­ლო თა­ვი­სი­ა­ნებ­თან მიღ­წე­ვა და მას შემ­დეგ მშვი­დად და დიდ ხანს იცო­ცხლა. ფო­ტო­ზე ვენ­სეს­ლაო NBC -ს შო­უ­ზე "გჯე­რა თუ არა?" ია­რის დე­მონ­სტრი­რე­ბას ახ­დენს 1937 წელს.

47-ე სარ­თუ­ლი­დან გად­მო­ვარ­დნი­ლი

სტა­ტის­ტი­კის მი­ხედ­ვით, მე-11 სარ­თუ­ლი­დან ვარ­დნის შემ­თხვე­ვა­ში, სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა თით­ქმის 100%-ს შე­ად­გენს. მხო­ლოდ ერ­თე­უ­ლე­ბი თუ გა­დარ­ჩე­ბი­ან. მაგ­რამ 47-ე სარ­თუ­ლი­დან გად­მო­ვარ­დნის შე­დე­გად გა­დარ­ჩე­ნა მხო­ლოდ ერ­თმა ადა­მი­ან­მა მო­ა­ხერ­ხა. ალ­კიდ მო­რე­ნო, რო­მე­ლიც ცა­თამბჯე­ნე­ბის ფან­ჯრე­ბის მწმენ­და­ვად მუ­შა­ობ­და, 2010 წელს ძმას­თან ერ­თად შე­ნო­ბის 47-ე სარ­თულ­ზე ავი­და სა­მუ­შა­ოს შე­სას­რუ­ლებ­ლად, რო­დე­საც პლატ­ფორ­მა კე­დელს მოს­წყდა და მი­წა­ზე და­ე­ნარ­ცხა. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ალ­კიდ­მა პლატ­ფორ­მა­ზე ჩა­ჭი­დე­ბა და მას­ზე და­წო­ლა მო­ა­ხერ­ხა, რისი წყა­ლო­ბი­თაც კონ­სტრუქ­ცი­ამ ამორ­ტი­ზა­ტო­რის როლი შე­ას­რუ­ლა. მა­მა­კა­ცი მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, მან რამ­დე­ნი­მე სე­რი­ო­ზუ­ლი ოპე­რა­ცია გა­და­ი­ტა­ნა. ალ­კიდს ფე­ხე­ბის მო­ტე­ხი­ლო­ბა 10 ად­გი­ლას აღე­ნიშ­ნე­ბო­და, ასე­ვე, და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ჰქონ­და ხერ­ხე­მა­ლი. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ალ­კი­დი სწრა­ფად და­უბ­რუნ­და ჩვე­ულ ცხოვ­რე­ბას. ამ­ჟა­მად იგი ნორ­მა­ლუ­რად და­დის, აღუდ­გა მეხ­სი­ე­რე­ბა და მე­ტყვე­ლე­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, მისი ძმა ვარ­დნი­სას და­ი­ღუ­პა.

თა­ვის ტვი­ნის სე­რი­ო­ზუ­ლი ტრავ­მა

ფი­ნე­ას გე­ი­ჯი - ერთ-ერთი პირ­ვე­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც სრულ­ფა­სო­ვა­ნი ნე­ი­რო­ქი­რურ­გი­უ­ლი ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და. 1840 წელს ამ­ფეთ­ქე­ბე­ლი გე­ი­ჯი ვერ­მონ­ტის მა­ღა­რო­ში მუ­შა­ობ­და, რო­დე­საც მავ­თუ­ლის წვის დრო ვერ გათ­ვა­ლა. ნაღ­მი ფი­ნე­ა­სის­გან 20 მეტრში აფეთ­ქდა, რის გა­მოც მის­გან ახლო მდე­ბა­რე რკი­ნის სარ­მა მას თავი გა­უ­პო. ექი­მებ­მა შეძ­ლეს ფი­ნე­ა­სის ტვი­ნი­დან 30 დე­ფორ­მი­რე­ბუ­ლი ნამ­სხვრე­ვის ამო­ღე­ბა, მაგ­რამ მა­მა­კაცს სა­ხის მარ­ცხე­ნა მხა­რის კან­ტუ­ზია გა­ნუ­ვი­თარ­და, რის შე­დე­გა­დაც გარ­კვე­უ­ლი ფსი­ქი­კუ­რი ცვლი­ლე­ბა გა­ნი­ცა­და.

ადა­მი­ა­ნი ნა­ხე­ვა­რი თა­ვით

2010 წელს მსოფ­ლიო ინ­ტერ­ნეტ ქსე­ლი ფო­ტომ მო­ი­ა­რა, რო­მელ­ზეც ნა­ხე­ვარ­თა­ვი­ა­ნი მა­მა­კა­ცი იყო გა­მო­სა­ხუ­ლი. ფო­ტოს რე­ა­ლუ­რო­ბა­ში ბევ­რს ეჭვი შე­ე­პა­რა, რაც გა­სა­გე­ბი­ცაა - იგი სი­ნამ­დვი­ლე­ში სრუ­ლი­ად წარ­მო­უდ­გენ­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა. ფოტო ნამ­დვი­ლი აღ­მოჩ­ნდა. მა­მა­კაცს კარ­ლოს როდ­რი­გე­სი ქვია, მე­გობ­რებ­ში ცნო­ბი­ლი, რო­გორც "ნა­ხე­ვა­რა". როდ­რი­გე­სი სა­ში­ნელ ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფა­ში მოჰ­ყვა, სა­ქა­რე მინა თა­ვით გა­ი­ტა­ნა და ავ­ტო­მო­ბი­ლი­დან გად­მო­ვარ­და. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, თა­ნა­მედ­რო­ვე ნე­ი­რო­ქი­რურ­გი­ი­სა და ნე­ი­როპ­ლას­ტი­კის წყა­ლო­ბით, კარ­ლო­სი გა­დარ­ჩა.

ალ­პი­ნის­ტი, რო­მელ­მაც სა­კუ­თა­რი ხელი მო­იჭ­რა

1975 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი აა­რონ ლი რალ­სტო­ნი, პრო­ფე­სი­ით ინ­ჟი­ნერ-მე­ქა­ნი­კო­სი და მო­წო­დე­ბით ალ­პი­ნის­ტი, იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და ლო­დის ქვეშ მო­ყო­ლი­ლი სა­კუ­თა­რი ხელი მო­ეჭ­რა. უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა 2003 წლის აპ­რილ­ში იუ­ტას შტატ­ში (აშშ) მოხ­და კა­ნი­ონ­ლენ­დსის ეროვ­ნულ პარკში. 300 კი­ლოგ­რა­მი­ა­ნი ლოდი და­გორ­და და ალ­პი­ნის­ტის მარ­ჯვე­ნა ხელი მო­ი­ყო­ლა. რალ­სტონს კა­ნი­ონ­ზე ას­ვლის გეგ­მე­ბი არა­ვის­თვის გა­უ­ზი­ა­რე­ბია, ამი­ტომ იცო­და, რომ მის ძებ­ნას არა­ვინ და­ი­წყებ­და. აა­რონ­მა ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში 4 დღე გას­ტა­ნა. რო­დე­საც სას­მე­ლი წყა­ლი გა­უ­თავ­და, სა­კუ­თა­რი შარ­დის და­ლე­ვა და­ი­წყო. სა­კუ­თა­რი სა­ხე­ლი კა­ნი­ო­ნის კე­დელ­ზე ამო­კაწ­რა (და­ღუპ­ვის სა­ვა­რა­უ­დო თა­რი­ღით) და გა­მო­სამ­შვი­დო­ბე­ბე­ლი ვი­დეო ჩა­წე­რა ტე­ლე­ფო­ნით. შემ­დეგ გა­ი­აზ­რა, რომ მას უკვე და­სა­კარ­გი არა­ფე­რი აქვს და ბრძო­ლა გა­ნაგ­რძო. იგი შე­ე­ცა­და, მკვეთ­რი მოძ­რა­ო­ბით გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი­ყო, მაგ­რამ ამ დროს ხელი მო­ი­ტე­ხა. შემ­დეგ კი ბლაგ­ვი და­ნით ხელი მო­იჭ­რა. აა­რონ­მა შეძ­ლო 20-მეტ­რი­ან კე­დელ­ზე ჩა­მოს­ვლა და გა­ნაგ­რძო გზა თა­ვის გა­და­სარ­ჩე­ნად. სა­ბედ­ნი­ე­როდ, მას გზად ტუ­რის­ტე­ბი შეხ­ვდნენ, რო­მელ­თაც მაშ­ვე­ლებს გა­მო­უ­ძა­ხეს.

რამ­დე­ნი­მე ხნის შემ­დეგ აა­რონ ლი რალ­სტონ­მა წიგ­ნი სა­ხელ­წო­დე­ბით "გა­მო­უ­ვალ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში" გა­მოს­ცა, რო­მელ­შიც უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა აღ­წე­რა. იგი დღემ­დე გა­ნაგ­რძობს ალ­პი­ნიზმს, ჰყავს მე­უღ­ლე და შვი­ლი. ამ შემ­თხვე­ვა­ზე 2010 წელს ფილ­მი "127 სა­ა­თი" გა­და­ი­ღეს, რო­მელ­შიც მთა­ვარ როლს ჯე­იმს ფრან­კო ას­რუ­ლებს.

ქალი, რო­მელ­მაც თა­ვის ტვინ­ზე ოპე­რა­ცი­ის დროს იმ­შო­ბი­ა­რა

24 წლის ეკა­ტე­რინ­ბურ­გე­ლი იუ­ლია შუ­მა­კო­ვა კრი­ტი­კულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს მას შემ­დეგ, რაც სამ­სა­ხუ­რი­დან შინ დაბ­რუ­ნე­ბულ­მა, გო­ნე­ბა და­კარ­გა. იუ­ლია 32 კვი­რის ორ­სუ­ლი იყო. გა­მოკ­ვლე­ვამ თა­ვის ტვინ­ში ათე­როსკლე­რო­ზი გა­მო­ავ­ლი­ნა. მსგავ­სი და­ა­ვა­დე­ბით ადა­მი­ა­ნე­ბის 96% ცო­ცხა­ლი სა­ა­ვად­მყო­ფომ­დეც ვერ აღ­წევს. ექი­მებ­მა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღეს, ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნათ ერ­თდრო­უ­ლად ტვი­ნის ოპე­რა­ცია და სა­კე­ის­რო კვე­თა. გა­დარ­ჩე­ნის შან­სი, ფაქ­ტობ­რი­ვად, არ არ­სე­ბობ­და. ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად, დე­დაც და ბავ­შვიც გა­დარ­ჩნენ.

ბავ­შვი იშ­ვი­ა­თი სიმ­სივ­ნით, რო­მე­ლიც ორ­ჯერ და­ი­ბა­და

კერი მა­კკარტნი 4 თვის ორ­სუ­ლი იყო, რო­დე­საც ექი­მებ­მა ნა­ყო­ფის სხე­ულ­ზე გრე­ი­პფ­რუ­ტის ზო­მის სა­ში­ში სიმ­სივ­ნე აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რო­მე­ლიც ბავ­შვის სის­ხლის ცირ­კუ­ლა­ცი­ას ხელს უშ­ლი­და და გულს ასუს­ტებ­და. მე­დი­კო­სებ­მა გა­და­წყვი­ტეს, ბავ­შვის გა­დარ­ჩე­ნა ეცა­დათ. ნა­ყო­ფის ფე­ტა­ლუ­რი ქი­რურ­გი­ის ცენ­ტრის (ტე­ხა­სი, აშშ) ექი­მებ­მა ქალი მუ­ცელ­ზე გაჭ­რეს, ნა­ყო­ფი სა­ნა­ხევ­როდ ამო­იყ­ვა­ნეს და სიმ­სივ­ნე მოკ­ვე­თეს, რის შემ­დე­გაც ბავ­შვი უკან შე­აბ­რუ­ნეს. ორ­სუ­ლო­ბის დარ­ჩე­ნილ­მა 10-მა კვი­რამ გარ­თუ­ლე­ბის გა­რე­შე ჩა­ი­ა­რა. კერი მა­კკარტნიმ სა­ჭი­რო დროს იმ­შო­ბი­ა­რა, ამ­გვა­რად, მისი ქა­ლიშ­ვი­ლი პირ­ვე­ლი ორ­ჯერ და­ბა­დე­ბუ­ლი ბავ­შვია მსოფ­ლი­ო­ში.

AMBEBI.GE-სთვის მო­ამ­ზა­და დუ­და­ნა ზა­ქა­რა­ი­ამ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

"უკვდავი" ადამიანები - თითქმის დაუჯერებელი ისტორიები მათზე, ვინც სიკვდილს აჯობა

"უკვდავი" ადამიანები - თითქმის დაუჯერებელი ისტორიები მათზე, ვინც სიკვდილს აჯობა

სიკვდილი რომ გარდაუვალია, ეს ყველამ იცის. თუმცა, ზოგი ძალიან მარტივი მიზეზით, მაგალითად, ფეხის გადაბრუნებით კვდება, ზოგი კი, გარდაუვალ სიკვდილს სასწაულებრივად აღწევს თავს. სწორედ ასეთ შემთხვევებზე მოგითხრობთ სტატიაში:

ერთი საათი წყალქვეშ

ეს შემთხვევა ექიმებმა აღწერეს, როგორც სასწაული. 2 წლის გოგონამ უჰაეროდ 1 საათი გაძლო. 1986 წელს მიშელ ფანკი მდინარის პირას ძმასთან ერთად თამაშობდა, როდესაც ფეხი დაუცდა და წყალში ჩავარდა. იგი 60 წუთის შემდეგ იპოვეს. მაშველები ვერ გრძნობდნენ გულისცემას, ბავშვის სხეულის ტემპერატურა მხოლოდ 19 გრადუსი იყო. გოგონა საავადმყოფოში გადაიყვანეს, ექიმებმა სპეციალური აპარატით სისხლის გათბობა დაიწყეს. 3 საათის შემდეგ გოგონას გული ამუშავდა. ვარაუდობენ, რომ მიშელის სიცოცხლე ცივმა წყალმა გადაარჩინა, რომელმაც სხეული გაყინა. ამჟამად, გოგონა თავს შესანიშნავად გრძნობს, თითქოს ის უბედური შემთხვევა არც კი მომხდარა.

დახვრეტის შემდეგ გადარჩენილი

1915 წლის 15 მარტს ვენსესლაო მოგუელი, რომელიც რევოლუციონერების მხარეს იბრძოდა, ტყვედ აიყვანეს და დახვრეტა მიუსაჯეს. რევოლუციონერი კედელს მიაყენეს და 9 ტყვია დაახალეს, მათ შორის ერთი - საკონტროლო. ჯარისკაცები დარწმუნებული იყვნენ, რომ მოგუელი მოკლეს და იქაურობას გაეცალნენ. მაგრამ ვენსესლაო გონს მოვიდა, შეძლო თავისიანებთან მიღწევა და მას შემდეგ მშვიდად და დიდ ხანს იცოცხლა. ფოტოზე ვენსესლაო NBC -ს შოუზე "გჯერა თუ არა?" იარის დემონსტრირებას ახდენს 1937 წელს.

47-ე სართულიდან გადმოვარდნილი

სტატისტიკის მიხედვით, მე-11 სართულიდან ვარდნის შემთხვევაში, სიკვდილიანობა თითქმის 100%-ს შეადგენს. მხოლოდ ერთეულები თუ გადარჩებიან. მაგრამ 47-ე სართულიდან გადმოვარდნის შედეგად გადარჩენა მხოლოდ ერთმა ადამიანმა მოახერხა. ალკიდ მორენო, რომელიც ცათამბჯენების ფანჯრების მწმენდავად მუშაობდა, 2010 წელს ძმასთან ერთად შენობის 47-ე სართულზე ავიდა სამუშაოს შესასრულებლად, როდესაც პლატფორმა კედელს მოსწყდა და მიწაზე დაენარცხა. საბედნიეროდ, ალკიდმა პლატფორმაზე ჩაჭიდება და მასზე დაწოლა მოახერხა, რისი წყალობითაც კონსტრუქციამ ამორტიზატორის როლი შეასრულა. მამაკაცი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს, მან რამდენიმე სერიოზული ოპერაცია გადაიტანა. ალკიდს ფეხების მოტეხილობა 10 ადგილას აღენიშნებოდა, ასევე, დაზიანებული ჰქონდა ხერხემალი. მიუხედავად ამისა, ალკიდი სწრაფად დაუბრუნდა ჩვეულ ცხოვრებას. ამჟამად იგი ნორმალურად დადის, აღუდგა მეხსიერება და მეტყველება. სამწუხაროდ, მისი ძმა ვარდნისას დაიღუპა.

თავის ტვინის სერიოზული ტრავმა

ფინეას გეიჯი - ერთ-ერთი პირველი ადამიანი, რომელსაც სრულფასოვანი ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. 1840 წელს ამფეთქებელი გეიჯი ვერმონტის მაღაროში მუშაობდა, როდესაც მავთულის წვის დრო ვერ გათვალა. ნაღმი ფინეასისგან 20 მეტრში აფეთქდა, რის გამოც მისგან ახლო მდებარე რკინის სარმა მას თავი გაუპო. ექიმებმა შეძლეს ფინეასის ტვინიდან 30 დეფორმირებული ნამსხვრევის ამოღება, მაგრამ მამაკაცს სახის მარცხენა მხარის კანტუზია განუვითარდა, რის შედეგადაც გარკვეული ფსიქიკური ცვლილება განიცადა.

ადამიანი ნახევარი თავით

2010 წელს მსოფლიო ინტერნეტ ქსელი ფოტომ მოიარა, რომელზეც ნახევართავიანი მამაკაცი იყო გამოსახული. ფოტოს რეალურობაში ბევრს ეჭვი შეეპარა, რაც გასაგებიცაა - იგი სინამდვილეში სრულიად წარმოუდგენლად გამოიყურება. ფოტო ნამდვილი აღმოჩნდა. მამაკაცს კარლოს როდრიგესი ქვია, მეგობრებში ცნობილი, როგორც "ნახევარა". როდრიგესი საშინელ ავიაკატასტროფაში მოჰყვა, საქარე მინა თავით გაიტანა და ავტომობილიდან გადმოვარდა. მიუხედავად ამისა, თანამედროვე ნეიროქირურგიისა და ნეიროპლასტიკის წყალობით, კარლოსი გადარჩა.

ალპინისტი, რომელმაც საკუთარი ხელი მოიჭრა

1975 წელს დაბადებული აარონ ლი რალსტონი, პროფესიით ინჟინერ-მექანიკოსი და მოწოდებით ალპინისტი, იძულებული გახდა ლოდის ქვეშ მოყოლილი საკუთარი ხელი მოეჭრა. უბედური შემთხვევა 2003 წლის აპრილში იუტას შტატში (აშშ) მოხდა კანიონლენდსის ეროვნულ პარკში. 300 კილოგრამიანი ლოდი დაგორდა და ალპინისტის მარჯვენა ხელი მოიყოლა. რალსტონს კანიონზე ასვლის გეგმები არავისთვის გაუზიარებია, ამიტომ იცოდა, რომ მის ძებნას არავინ დაიწყებდა. აარონმა ამ მდგომარეობაში 4 დღე გასტანა. როდესაც სასმელი წყალი გაუთავდა, საკუთარი შარდის დალევა დაიწყო. საკუთარი სახელი კანიონის კედელზე ამოკაწრა (დაღუპვის სავარაუდო თარიღით) და გამოსამშვიდობებელი ვიდეო ჩაწერა ტელეფონით. შემდეგ გაიაზრა, რომ მას უკვე დასაკარგი არაფერი აქვს და ბრძოლა განაგრძო. იგი შეეცადა, მკვეთრი მოძრაობით გათავისუფლებულიყო, მაგრამ ამ დროს ხელი მოიტეხა. შემდეგ კი ბლაგვი დანით ხელი მოიჭრა. აარონმა შეძლო 20-მეტრიან კედელზე ჩამოსვლა და განაგრძო გზა თავის გადასარჩენად. საბედნიეროდ, მას გზად ტურისტები შეხვდნენ, რომელთაც მაშველებს გამოუძახეს.

რამდენიმე ხნის შემდეგ აარონ ლი რალსტონმა წიგნი სახელწოდებით "გამოუვალ მდგომარეობაში" გამოსცა, რომელშიც უბედური შემთხვევა აღწერა. იგი დღემდე განაგრძობს ალპინიზმს, ჰყავს მეუღლე და შვილი. ამ შემთხვევაზე 2010 წელს ფილმი "127 საათი" გადაიღეს, რომელშიც მთავარ როლს ჯეიმს ფრანკო ასრულებს.

ქალი, რომელმაც თავის ტვინზე ოპერაციის დროს იმშობიარა

24 წლის ეკატერინბურგელი იულია შუმაკოვა კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს მას შემდეგ, რაც სამსახურიდან შინ დაბრუნებულმა, გონება დაკარგა. იულია 32 კვირის ორსული იყო. გამოკვლევამ თავის ტვინში ათეროსკლეროზი გამოავლინა. მსგავსი დაავადებით ადამიანების 96% ცოცხალი საავადმყოფომდეც ვერ აღწევს. ექიმებმა გადაწყვეტილება მიიღეს, ჩაეტარებინათ ერთდროულად ტვინის ოპერაცია და საკეისრო კვეთა. გადარჩენის შანსი, ფაქტობრივად, არ არსებობდა. ყველაფრის მიუხედავად, დედაც და ბავშვიც გადარჩნენ.

ბავშვი იშვიათი სიმსივნით, რომელიც ორჯერ დაიბადა

კერი მაკკარტნი 4 თვის ორსული იყო, როდესაც ექიმებმა ნაყოფის სხეულზე გრეიპფრუტის ზომის საშიში სიმსივნე აღმოაჩინეს, რომელიც ბავშვის სისხლის ცირკულაციას ხელს უშლიდა და გულს ასუსტებდა. მედიკოსებმა გადაწყვიტეს, ბავშვის გადარჩენა ეცადათ. ნაყოფის ფეტალური ქირურგიის ცენტრის (ტეხასი, აშშ) ექიმებმა ქალი მუცელზე გაჭრეს, ნაყოფი სანახევროდ ამოიყვანეს და სიმსივნე მოკვეთეს, რის შემდეგაც ბავშვი უკან შეაბრუნეს. ორსულობის დარჩენილმა 10-მა კვირამ გართულების გარეშე ჩაიარა. კერი მაკკარტნიმ საჭირო დროს იმშობიარა, ამგვარად, მისი ქალიშვილი პირველი ორჯერ დაბადებული ბავშვია მსოფლიოში.

AMBEBI.GE-სთვის მოამზადა დუდანა ზაქარაიამ

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს