მთავრობის მიერ ათასწლეულის პროექტად გამოცხადებულ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს შესაძლოა კონკურენტი გამოუჩნდეს. ფოთის პორტის მფლობელი კომპანია APM Terminals-ი ფოთში ახალი ნავსადგურის აშენებას გეგმავს. როგორც "ისთ გეით ჯგუფის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ირაკლი იაშვილმა PALITRANEWS-ის გადაცემა "ბიზნესპერსონაში" განაცხადა, კომპანიამ შესაბამისი გეგმის პრეზენტაცია უკვე გამართა.
იაშვილის შეფასებით, აღნიშნული პროექტის განხორციელების შემთხვევაში, ანაკლიის პორტს როგორც ფინასური რესურსების მოზიდვის, ასევე გადაზიდვების კუთხით სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდება. "ისთ გეით ჯგუფის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე იმ მიზეზებზეც საუბრობს, რის გამოც ანაკლიის პორტი შესაძლოა წამგებიანი პროექტი იყოს იხილეთ ნაწყვეტი გადაცემიდან