პოლიტიკა
სამართალი
სპორტი

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რემონტს რომ ვაკეთებდი, რამაზი გამინაწყენდა..." - იმოგზაურეთ ხატია სიჭინავასა და რამაზ ნოზაძის სახლში
"რემონტს რომ ვაკეთებდი, რამაზი გამინაწყენდა..." - იმოგზაურეთ ხატია სიჭინავასა და რამაზ ნოზაძის სახლში

ჩვე­ნი დღე­ვან­დე­ლი რუბ­რი­კის სტუმ­რად ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და მხი­ა­რუ­ლი ადა­მი­ა­ნი შე­ვარ­ჩი­ეთ. "შინ" ხა­ტია სი­ჭი­ნა­ვა­სა და რა­მაზ ნო­ზა­ძის ბი­ნა­ში გე­პა­ტი­ჟე­ბათ. ხა­ტი­ამ ბინა სა­კუ­თა­რი გე­მოვ­ნე­ბით მო­ა­წყო. წყვილს სამი შვი­ლი ჰყავს, ამი­ტომ ყვე­ლა კუ­თხე და დე­ტა­ლი ბავ­შვებ­ზეა მორ­გე­ბუ­ლი და მთთვის მაქ­სი­მა­ლუ­რი კომ­ფორ­ტია შექ­მნი­ლი.

- სა­ნამ ამ სახ­ლში გად­მო­ვი­დო­დით, ავ­ლა­ბარ­ში, ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში ვცხოვ­რობ­დით. და­ახ­ლო­ე­ბით 5 წე­ლია აქ ვცხოვ­რობთ. როცა შე­ვი­ძი­ნეთ, გა­რე­მონ­ტე­ბუ­ლი, სა­ცხოვ­რებ­ლად გამ­ზა­დე­ბუ­ლი იყო და მა­ლე­ვე გად­მო­ვე­დით. ჩემს მე­უღ­ლეს მო­უ­წია ყა­ზა­ხეთ­ში წას­ვლა, ამ დროს მე ვი­ყა­ვი 9 თვის ორ­სუ­ლი. უეც­რად და­მე­ბა­და იდეა, რომ უნდა გა­მე­რე­მონ­ტე­ბი­ნა ბინა. როცა ამის შე­სა­ხებ რა­მა­ზის ვუ­თხა­რი, შე­მე­წი­ნა­აღ­მდე­გა, არ უნ­დო­და, თავი და­მეტვირ­თა და გა­დავღ­ლი­ლი­ყა­ვი, მაგ­რამ არ და­ვუ­ჯე­რე. როცა დაბ­რუნ­და, ისე მო­ე­წო­ნა სახ­ლი, წყე­ნამ მა­შინ­ვე გა­უ­ა­რა. ყვე­ლა სირ­თუ­ლე ჩემს თავ­ზე ავი­ღე. და­ვი­ქი­რა­ვე ხე­ლოს­ნე­ბი, მათ­თან ერ­თად დავ­დი­ო­დი ელი­ა­ვას ბაზ­რო­ბა­ზე, რე­მონ­ტის­თვის სა­ჭი­რო ყვე­ლა მა­სა­ლა ჩემი ხე­ლით მომ­ქონ­და. ვე­რა­ვინ წარ­მო­იდ­გენ­და, რომ 9 თვის ორ­სუ­ლი ამ­დენს შევ­ძლებ­დი. ძა­ლი­ან გა­და­ვი­ღა­ლე, მაგ­რამ შე­დე­გით იმ­დე­ნად კმა­ყო­ფი­ლი ვი­ყა­ვი, ამას ყუ­რა­დღე­ბას აღარ ვაქ­ცევ­დი. მაქ­სი­მა­ლუ­რად ვე­ცა­დე, თა­ნა­მედ­რო­ვე და მი­ნი­მა­ლის­ტუ­რი გა­მო­სუ­ლი­ყო. არა­სო­დეს მომ­წონ­და ძვე­ლე­ბუ­რი სახ­ლე­ბი, ან­ტიკ­ვა­რი­ა­ტით და მო­ჩუ­ქურ­თმე­ბუ­ლი ავე­ჯით გა­წყო­ბი­ლი. მსგავ­სი სახ­ლე­ბი ცუდ ხა­სი­ათ­ზე მა­ყე­ნებს. ძა­ლი­ან მომ­წონს დიდი და თა­ნა­მედ­რო­ვე დი­ზა­ი­ნით მო­წყო­ბი­ლი მყუდ­რო ბი­ნე­ბი. ჩემი უპირ­ვე­ლე­სი მი­ზა­ნი იყო, ბინა მო­ხერ­ხე­ბუ­ლი და პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მო­სუ­ლი­ყო, მო­დუ­რი ტენ­დენ­ცი­ე­ბი მე­ო­რე პლან­ზე გა­დავ­წიე. ყვე­ლა სახ­ლში იგ­რძნო­ბა აურა, ჩემს სახ­ლში იმ­დე­ნად და­დე­ბი­თი აურა ტრი­ა­ლებს, რომ სა­დაც არ უნდა ვიყო, ყო­ველ­თვის სახ­ლის­კენ მო­მეჩ­ქა­რე­ბა. იგი­ვე გან­ცდა აქვთ ბავ­შვებ­საც.

ყვე­ლა ოთახ­ში ბავ­შვის ნივ­თებს, სა­თა­მა­შო­ებს და ინ­ვენ­ტარს შეხ­ვდე­ბით. იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ სახ­ლი მთლი­ა­ნად ბავ­შვე­ბის სამ­ფლო­ბე­ლოა და გო­გო­ნე­ბის გან­კარ­გუ­ლე­ბა­შია, მათ­თვის ეს სივ­რცე და ფარ­თი უკვე არა­საკ­მა­რი­სია.

გაგ­რძე­ლე­ბა + ფო­ტო­გა­ლე­რეა

"რემონტს რომ ვაკეთებდი, რამაზი გამინაწყენდა..." - იმოგზაურეთ ხატია სიჭინავასა და რამაზ ნოზაძის სახლში

"რემონტს რომ ვაკეთებდი, რამაზი გამინაწყენდა..." - იმოგზაურეთ ხატია სიჭინავასა და რამაზ ნოზაძის სახლში

ჩვენი დღევანდელი რუბრიკის სტუმრად ძალიან საინტერესო და მხიარული ადამიანი შევარჩიეთ. "შინ" ხატია სიჭინავასა და რამაზ ნოზაძის ბინაში გეპატიჟებათ. ხატიამ ბინა საკუთარი გემოვნებით მოაწყო. წყვილს სამი შვილი ჰყავს, ამიტომ ყველა კუთხე და დეტალი ბავშვებზეა მორგებული და მთთვის მაქსიმალური კომფორტია შექმნილი.

- სანამ ამ სახლში გადმოვიდოდით, ავლაბარში, ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობდით. დაახლოებით 5 წელია აქ ვცხოვრობთ. როცა შევიძინეთ, გარემონტებული, საცხოვრებლად გამზადებული იყო და მალევე გადმოვედით. ჩემს მეუღლეს მოუწია ყაზახეთში წასვლა, ამ დროს მე ვიყავი 9 თვის ორსული. უეცრად დამებადა იდეა, რომ უნდა გამერემონტებინა ბინა. როცა ამის შესახებ რამაზის ვუთხარი, შემეწინააღმდეგა, არ უნდოდა, თავი დამეტვირთა და გადავღლილიყავი, მაგრამ არ დავუჯერე. როცა დაბრუნდა, ისე მოეწონა სახლი, წყენამ მაშინვე გაუარა. ყველა სირთულე ჩემს თავზე ავიღე. დავიქირავე ხელოსნები, მათთან ერთად დავდიოდი ელიავას ბაზრობაზე, რემონტისთვის საჭირო ყველა მასალა ჩემი ხელით მომქონდა. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ 9 თვის ორსული ამდენს შევძლებდი. ძალიან გადავიღალე, მაგრამ შედეგით იმდენად კმაყოფილი ვიყავი, ამას ყურადღებას აღარ ვაქცევდი. მაქსიმალურად ვეცადე, თანამედროვე და მინიმალისტური გამოსულიყო. არასოდეს მომწონდა ძველებური სახლები, ანტიკვარიატით და მოჩუქურთმებული ავეჯით გაწყობილი. მსგავსი სახლები ცუდ ხასიათზე მაყენებს. ძალიან მომწონს დიდი და თანამედროვე დიზაინით მოწყობილი მყუდრო ბინები. ჩემი უპირველესი მიზანი იყო, ბინა მოხერხებული და პრაქტიკული გამოსულიყო, მოდური ტენდენციები მეორე პლანზე გადავწიე. ყველა სახლში იგრძნობა აურა, ჩემს სახლში იმდენად დადებითი აურა ტრიალებს, რომ სადაც არ უნდა ვიყო, ყოველთვის სახლისკენ მომეჩქარება. იგივე განცდა აქვთ ბავშვებსაც.

ყველა ოთახში ბავშვის ნივთებს, სათამაშოებს და ინვენტარს შეხვდებით. იმის მიუხედავად, რომ სახლი მთლიანად ბავშვების სამფლობელოა და გოგონების განკარგულებაშია, მათთვის ეს სივრცე და ფართი უკვე არასაკმარისია.

გაგრძელება + ფოტოგალერეა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია