ბავშვების მიერ ჩადენილი 10 ყველაზე სასტიკი დანაშაული
შესაძლოა ეს ბავშვები საყვარლად და უდანაშაულოდ გამოიყურებიან, მაგრამ მათ საშინელი დანაშაულები ჩაიდინეს:
16 წლის ბრენდა ენ სპენსერი - მან სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ბავშვებს ცეცხლი გაუხსნა. 8 მოზარდი და პოლიციის ოფიცერი დაიჭრა, ხოლო სკოლის დირექტორი და დარაჯი სროლას ემსხვერპლნენ.
სანადირო მშვილდით ჩადენილი დანაშაული - 15 წლის გოგონამ მამას სანადირო მშვილდიდან მხოლოდ იმიტომ ესროლა, რომ მან დასჯის მიზნით თინეიჯერს მობილური ტელეფონი ჩამოართვა.
ძმები ფრიმანები - 17 და 15 წლის ბრაიან და დევიდ ფრიმანებმა მშობლები და უმცროსი ძმა მას შემდეგ მოკლეს, რაც ისინი სკინჰედების მოძრაობას შეუერთდნენ.
შერლი ვულფი და სინდი კოლიერი - გოგონები ერთმანეთს რამდენიმე საათის შეხვედრილები იყვნენ და გადაწყვიტეს სახლიდან ერთად გაქცეულიყვნენ. მათ 85 წლის მოხუცი ქალი სასტიკად მოკლეს.
ჯესი პომროი - 14 წლის ჯესიმ 10 წლის გოგონა მოკლა და მას სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს, თუმცა შემდეგში განაჩენი შეცვალეს და ჯესიმ გარდაცვალებამდე ციხეში გაატარა წლები.
ერინ კაფი - როდესაც 16 წლის ერინს მშობლებმა აუკრძალეს 19 წლის შეყვარებულთან შეხვედრა, გოგონამ გადაწყვიტა მთელი ოჯახი ამოეწყვიტა. ბოიფრენდის და მისი ორი თანამზრახველის დახმარებით კაფიმ დედა და ძმები მოკლა, ხოლო მამა მძიმედ დაიჭრა, თუმცა შემთხვევას სასწაულით გადაურჩა.
ჯალათი ძმები ედლინგტონიდან - 10 და 12 წლის ძმებმა ორი მცირეწლოვანი ბავშვი სათამაშო მოედნიდან მოშორებით წაიყვანეს და 90 წუთის განმავლობაში სასტიკად აწამეს.
ნიუ-მექსიკოში ჩადენილი დანაშაული - 15 წლის ბიჭმა ჯერ დედა მოკლა, შემდეგ 9 წლის ძმა და უმცროსი დები და ბოლოს მამა.
ამარდიტ სადა - 8 წლის ამარდიტი მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა სერიული მკვლელია. მან 3 მცირეწლოვანი ბავშვი მოკლა, მათ შორის საკუთარი დაც.
ჯეიმი ბალჯერის მკვლელობა - 1993 წელს 2 წლის ჯეიმი ბალჯერი ორმა 10 წლის ბიჭმა - რობერტ ტომპსონმა და ჯონ ვენაბლსმა მოიტაცა, აწამა და განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა.