ამერიკის ყველაზე სექსუალური მსჯავრდებული ჯერემი მიკსი ციხიდან გაათავისუფლეს. როგორც მისი აგენტი და მენეჯერი ჯიმ ჯორდანი აცხადებს, ყოფილი პატიმარი ტანსაცმლის დიზაინით და მოდელობით დაკავდება.
მიკსი 2014 წლის ივნისში გახდა პოპულარული, როდესაც იარაღის უკანონო ტარებისთვის დააკავეს კალიფორნიაში. დაკავების დროს გადაღებულმა ფოტომ ინტერნეტი ააფეთქა და მიკსმა მრავალი ქალის გული დაიპყრო. როგორც მისი აგენტი აცხადებს, მიკსს ხუთი უმსხვილესი ტანსაცმლის ბრენდი სთავაზობს თანამშრომლობას. მისივე თქმით, ის ციხეში ბევრს ვარჯიშობდა, რომ ათლეტური აღნაგობა შეენარჩუნებინა. ამისთვის დღეში 1000 აზიდვას აკეთებდა.
"მიკსი მალე სამოდელო ბიზნესს დაიპყრობს. ჯერემი ლამაზი მამაკაცია. მისი გარეგნობა ყველასთვის თვალშისაცემია. მას მთელმა მსოფლიომ მიაქცია ყურადღება", - ამბობს ყოფილი პატიმრის და მომავალი მოდელის აგენტი.
მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვი
Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo