თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სენატის სხდომა გადაიდება. სამომავლოდ კი სხდომას სტუდენტებიც დაესწრებიან. აღნიშნული შეთავაზება სტუდენტებმა უნივერსიტეტის ადმინისტრაციისგან მიიღეს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" უნივერსიტეტის სენატის წევრმა თამარ პაიჭაძემ განუცხადა, სენატის შემდეგ სხდომაზე, რომელსაც სტუდენტებიც დაესწრებიან, საუბარი იქნება კონკრეტულ კანდიდატურებზე. მისივე თქმით, უნივერსიტეტის კანცლერის არჩევნები სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ დაინიშნება.
ჯერჯერობით უცნობია, დათანხმდებიან თუ არა შეთავაზებას სტუდენტები. აქცია ამ დროისთვის კვლავ გრძელდება.
როგორც ცნობილია, უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი კანცლერის პოსტზე წარდგენილი გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურის მოხსნას ითხოვს.