საზოგადოება
Faceამბები

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„ვერ შევეგუები უსამართლობას... 21 მარტს მწვავე საგანგებო განცხადებას გავაკეთებ“ - ნიკოლოზ რაჭველი მთავრობის წევრებს მიმართავს
„ვერ შევეგუები უსამართლობას... 21 მარტს მწვავე საგანგებო განცხადებას გავაკეთებ“ - ნიკოლოზ რაჭველი მთავრობის წევრებს მიმართავს

დი­რი­ჟო­რი ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, პრე­ზი­დენ­ტის და კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრის­გან ელო­დე­ბა პა­სუხს, იზი­ა­რე­ბენ თუ არა ვახ­ტანგ კა­ხი­ძის მო­საზ­რე­ბას ეროვ­ნუ­ლი სიმ­ფო­ნი­უ­რი ორ­კესტრის წევ­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. შე­სა­ბა­მის მი­მარ­თვას რაჭ­ვე­ლი "ფე­ის­ბუქ­ზე" ავ­რცე­ლებს.

"ჩემო ძვირ­ფა­სო გულ­შე­მატ­კივ­რე­ბო, მინ­და იცო­დეთ, რომ მე და სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი სიმ­ფო­ნი­უ­რი ორ­კესტრის წევ­რე­ბი დღემ­დე ვე­ლით ძალ­ზედ მნიშ­ვნე­ლო­ვან პა­სუ­ხებს:

1. ვახ­ტანგ კა­ხი­ძეს მივ­მარ­თეთ სა­ტე­ლე­ვი­ზიო ეთე­რის მეშ­ვე­ო­ბით, რომ თუ იგი ჩემს მი­მართ პი­რა­დი ან­ტი­პა­თი­ის გამო არ აძ­ლევს ეროვ­ნულ ორ­კესტრს თბი­ლის­ში არ­სე­ბულ ერ­თა­დერთ სიმ­ფო­ნი­ურ დარ­ბაზ­ში კონ­ცერ­ტე­ბის ჩა­ტა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას (ცხა­დია მა­ნამ­დე ვიდ­რე ჩვე­ნი შე­ნო­ბა გა­რე­მონტდე­ბა) მე მზად ვარ აღ­ნიშ­ნულ დარ­ბაზ­ში თა­ვად არ ვი­დი­რი­ჟო­რო და მხო­ლოდ მოწ­ვე­უ­ლი დი­რი­ჟო­რე­ბით გა­მარ­თოს ორ­კესტრმა სე­ზო­ნუ­რი კონ­ცერ­ტე­ბი! ამით შე­საძ­ლოა კომ­პრო­მის­ზე წა­ვი­დეს დარ­ბა­ზის ად­მი­ნის­ტრა­ცია, ხოლო ეროვ­ნუ­ლი ორ­კესტრის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ნა­ყო­ფი­ე­რი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პრო­ცე­სი­სათ­ვის, ისე­ვე რო­გორც სა­პა­ტიო სო­ლის­ტთა და დი­რი­ჟორ­თა მას­პინ­ძლო­ბი­სათ­ვის სიმ­ფო­ნი­უ­რი მუ­სი­კის დარ­ბაზ­ში დაკ­ვრა სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია!!!

2. ევ­გე­ნი მი­ქე­ლა­ძის სა­ხე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი ცენ­ტრის უკ­ლებ­ლივ ყვე­ლა თა­ნამ­შრო­მელს გვა­ინ­ტე­რე­სებს სა­ხელ­მწი­ფოს მეს­ვე­უ­რე­ბი (მთავ­რო­ბის წევ­რე­ბი, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, პრე­ზი­დენ­ტი, კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრი) იზი­ა­რე­ბენ თუ არა ვახ­ტანგ კა­ხი­ძის სა­ჯა­როდ გა­მოთ­ქმულ მო­საზ­რე­ბებს, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც მას მი­აჩ­ნია, რომ თბი­ლი­სის სიმ­ფო­ნი­უ­რი მუ­სი­კის ერ­თა­დერ­თი პრო­ფე­სი­უ­ლი დარ­ბა­ზი (რო­მე­ლიც არ არის კერ­ძო და არის სა­ხელ­მწი­ფოს სა­კუთ­რე­ბა) სა­მუ­და­მოდ უნდა იყოს და­კე­ტი­ლი ეროვ­ნუ­ლი სიმ­ფო­ნი­უ­რი ორ­კესტრი­სათ­ვის. (შე­გახ­სე­ნებთ მის ძი­რი­თად არ­გუ­მენ­ტებს: ეროვ­ნუ­ლი სიმ­ფო­ნი­უ­რი ორ­კესტრი არის არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლი სტუ­დენ­ტე­ბის­გან და­კომ­ლექ­ტე­ბუ­ლი კო­ლექ­ტი­ვი და მათი შეს­რუ­ლე­ბის დონე აღ­ნიშ­ნულ დარ­ბა­ზის შე­მოქ­მე­დე­ბით სტან­დარ­ტებს ვერ აკ­მა­ყო­ფი­ლებს, თუმ­ცა აქვე შე­გახ­სე­ნებთ რომ ჩვენ­მა ორ­კესტრმა სულ ახ­ლა­ხანს წარ­მა­ტე­ბუ­ლი კონ­ცერ­ტე­ბი გა­მარ­თა პა­რი­ზის სალ პლე­ი­ელ-ში, ბერ­ლი­ნის კონ­ცერ­ტჰა­უზ­ში, ბრი­უ­სე­ლის ხე­ლოვ­ნე­ბის ცენ­ტრში, სტრას­ბურ­გის სიმ­ფო­ნი­ურ დარ­ბაზ­ში, პე­ტერ­ბურ­გის ფი­ლარ­მო­ნი­ა­სა და ტა­ლი­ნის სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ­ში; ეროვ­ნულ ორ­კესტრს ხელ­მძღვა­ნე­ლობს პი­როვ­ნე­ბა, "რომ­ლის იმ სცე­ნა­ზე დი­რი­ჟო­რის ამ­პლუ­ა­ში გა­მო­ჩე­ნა არის პრო­ფე­სი­ის დის­კრე­დი­ტა­ცია და ჯან­სუღ კა­ხი­ძის ხსოვ­ნის შე­უ­რა­ცხყო­ფა" (ცი­ტა­ტა ვ. კა­ხი­ძის კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრი­სად­მი გაგ­ზავ­ნი­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი წე­რი­ლი­დან ჩემს შე­სა­ხებ); სხვა სიმ­ფო­ნი­უ­რი ორ­კესტრე­ბის პრობ­ლე­მე­ბი სრუ­ლე­ბით არ არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და სხვ.)

იმე­დია ამ ორ სა­კი­თხზე 21 მარ­ტამ­დე მი­ვი­ღებთ პა­სუხს, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში 21 მარტს ოპე­რის თე­ატ­რში ჩვე­ნი გალა კონ­ცერ­ტის დას­რუ­ლე­ბი­სას გა­ვა­კე­თებთ საკ­მა­ოდ მწვა­ვე სა­გან­გე­ბო გან­ცხა­დე­ბას შე­სა­ბა­მი­სი ქმე­დე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით!

P.S. პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას მხო­ლოდ კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს არ ვა­კის­რებთ, ვი­ნა­ი­დან აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­სტი­ტუ­ცია რო­გორც ჩანს იუ­რი­დი­უ­ლად არ ყოფ­ნის სა­კი­თხის მოგ­ვა­რე­ბას, ხოლო მი­ნის­ტრის მი­მართ პა­ტი­ვის­ცე­მა არ აღ­მოჩ­ნდა საკ­მა­რი­სი, რომ ჩვენ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მისი არა­ერ­თი თხოვ­ნა გა­ეთ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­ნა თბი­ლი­სის მუ­სი­კა­ლურ-კულ­ტუ­რუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელს. კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრი და სა­მი­ნის­ტრო ნამ­დვი­ლა­დაა მონ­დო­მე­ბუ­ლი აღ­ნიშ­ნუ­ლი პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა­ში, სწო­რედ მათი დიდი მონ­დო­მე­ბის შე­დე­გია ის რომ ჩვენ­თვის გა­მო­ი­ნა­ხა რამ­დე­ნი­მე თა­რი­ღი ოპე­რა­ში (სამ­წუ­ხა­როდ მათი სა­მუ­შაო პრო­ცე­სის შე­ფერ­ხე­ბის ხარ­ჯზე), რო­მე­ლიც აკუს­ტი­კუ­რად არ აკ­მა­ყო­ფი­ლებს სიმ­ფო­ნი­უ­რი მუ­სი­კის ჟღე­რა­დო­ბის სტან­დარ­ტებს და ქმე­დით ფა­ზა­ში გა­და­ვი­და ჩვენ­თვის შე­ნო­ბის რე­კონ­სტრუქ­ცი­ის სა­კი­თხი, რის გა­მოც უდი­დეს მად­ლო­ბას ვუხ­დით მი­ხე­ილ გი­ორ­გა­ძეს და მის გუნდს! თუმ­ცა მათ­და­მი მე­გობ­რო­ბის და პა­ტი­ვის­ცე­მის მი­უ­ხე­და­ვად მე და ჩემი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი გუნ­დი ვე­რაფ­რით შე­ვე­გუ­ე­ბით უსა­მარ­თლო­ბას, რო­მე­ლიც გამ­ყა­რე­ბუ­ლია ცი­ლის­წა­მე­ბი­თა და შე­უ­რა­ცხყო­ფით, რომ­ლის მომსწრე­ნიც სამ­წუ­ხა­როდ უკვე არა­ერ­თხელ გავ­ხდით...", - წერს რაჭ­ვე­ლი.

„ვერ შევეგუები უსამართლობას... 21 მარტს მწვავე საგანგებო განცხადებას გავაკეთებ“ - ნიკოლოზ რაჭველი მთავრობის წევრებს მიმართავს

„ვერ შევეგუები უსამართლობას... 21 მარტს მწვავე საგანგებო განცხადებას გავაკეთებ“ - ნიკოლოზ რაჭველი მთავრობის წევრებს მიმართავს

დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი პრემიერ-მინისტრის, პრეზიდენტის და კულტურის მინისტრისგან ელოდება პასუხს, იზიარებენ თუ არა ვახტანგ კახიძის მოსაზრებას ეროვნული სიმფონიური ორკესტრის წევრებთან დაკავშირებით. შესაბამის მიმართვას რაჭველი "ფეისბუქზე" ავრცელებს.

"ჩემო ძვირფასო გულშემატკივრებო, მინდა იცოდეთ, რომ მე და საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის წევრები დღემდე ველით ძალზედ მნიშვნელოვან პასუხებს:

1. ვახტანგ კახიძეს მივმართეთ სატელევიზიო ეთერის მეშვეობით, რომ თუ იგი ჩემს მიმართ პირადი ანტიპათიის გამო არ აძლევს ეროვნულ ორკესტრს თბილისში არსებულ ერთადერთ სიმფონიურ დარბაზში კონცერტების ჩატარების საშუალებას (ცხადია მანამდე ვიდრე ჩვენი შენობა გარემონტდება) მე მზად ვარ აღნიშნულ დარბაზში თავად არ ვიდირიჟორო და მხოლოდ მოწვეული დირიჟორებით გამართოს ორკესტრმა სეზონური კონცერტები! ამით შესაძლოა კომპრომისზე წავიდეს დარბაზის ადმინისტრაცია, ხოლო ეროვნული ორკესტრის განვითარებისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი პროცესისათვის, ისევე როგორც საპატიო სოლისტთა და დირიჟორთა მასპინძლობისათვის სიმფონიური მუსიკის დარბაზში დაკვრა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია!!!

2. ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული მუსიკალური ცენტრის უკლებლივ ყველა თანამშრომელს გვაინტერესებს სახელმწიფოს მესვეურები (მთავრობის წევრები, პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, კულტურის მინისტრი) იზიარებენ თუ არა ვახტანგ კახიძის საჯაროდ გამოთქმულ მოსაზრებებს, რომლის მიხედვითაც მას მიაჩნია, რომ თბილისის სიმფონიური მუსიკის ერთადერთი პროფესიული დარბაზი (რომელიც არ არის კერძო და არის სახელმწიფოს საკუთრება) სამუდამოდ უნდა იყოს დაკეტილი ეროვნული სიმფონიური ორკესტრისათვის. (შეგახსენებთ მის ძირითად არგუმენტებს: ეროვნული სიმფონიური ორკესტრი არის არაპროფესიონალი სტუდენტებისგან დაკომლექტებული კოლექტივი და მათი შესრულების დონე აღნიშნულ დარბაზის შემოქმედებით სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს, თუმცა აქვე შეგახსენებთ რომ ჩვენმა ორკესტრმა სულ ახლახანს წარმატებული კონცერტები გამართა პარიზის სალ პლეიელ-ში, ბერლინის კონცერტჰაუზში, ბრიუსელის ხელოვნების ცენტრში, სტრასბურგის სიმფონიურ დარბაზში, პეტერბურგის ფილარმონიასა და ტალინის საკონცერტო დარბაზში; ეროვნულ ორკესტრს ხელმძღვანელობს პიროვნება, "რომლის იმ სცენაზე დირიჟორის ამპლუაში გამოჩენა არის პროფესიის დისკრედიტაცია და ჯანსუღ კახიძის ხსოვნის შეურაცხყოფა" (ციტატა ვ. კახიძის კულტურის მინისტრისადმი გაგზავნილი ოფიციალური წერილიდან ჩემს შესახებ); სხვა სიმფონიური ორკესტრების პრობლემები სრულებით არ არის მნიშვნელოვანი და სხვ.)

იმედია ამ ორ საკითხზე 21 მარტამდე მივიღებთ პასუხს, წინააღმდეგ შემთხვევაში 21 მარტს ოპერის თეატრში ჩვენი გალა კონცერტის დასრულებისას გავაკეთებთ საკმაოდ მწვავე საგანგებო განცხადებას შესაბამისი ქმედებების გათვალისწინებით!

P.S. პასუხისმგებლობას მხოლოდ კულტურის სამინისტროს არ ვაკისრებთ, ვინაიდან აღნიშნული ინსტიტუცია როგორც ჩანს იურიდიულად არ ყოფნის საკითხის მოგვარებას, ხოლო მინისტრის მიმართ პატივისცემა არ აღმოჩნდა საკმარისი, რომ ჩვენთან დაკავშირებული მისი არაერთი თხოვნა გაეთვალისწინებინა თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის ხელმძღვანელს. კულტურის მინისტრი და სამინისტრო ნამდვილადაა მონდომებული აღნიშნული პრობლემის მოგვარებაში, სწორედ მათი დიდი მონდომების შედეგია ის რომ ჩვენთვის გამოინახა რამდენიმე თარიღი ოპერაში (სამწუხაროდ მათი სამუშაო პროცესის შეფერხების ხარჯზე), რომელიც აკუსტიკურად არ აკმაყოფილებს სიმფონიური მუსიკის ჟღერადობის სტანდარტებს და ქმედით ფაზაში გადავიდა ჩვენთვის შენობის რეკონსტრუქციის საკითხი, რის გამოც უდიდეს მადლობას ვუხდით მიხეილ გიორგაძეს და მის გუნდს! თუმცა მათდამი მეგობრობის და პატივისცემის მიუხედავად მე და ჩემი შემოქმედებითი გუნდი ვერაფრით შევეგუებით უსამართლობას, რომელიც გამყარებულია ცილისწამებითა და შეურაცხყოფით, რომლის მომსწრენიც სამწუხაროდ უკვე არაერთხელ გავხდით...", - წერს რაჭველი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს