თბილისის ერთ-ერთი სკოლის ხუთმა მოსწავლემ თვითდაზიანება მიიყენა - რა კომენტარს აკეთებს სკოლა და შსს

თბილისის ერთ-ერთი სკოლის ხუთმა მოსწავლემ თვითდაზიანება მიიყენა - რა კომენტარს აკეთებს სკოლა და შსს

თბილისში, გლდანის რაიონის ერთ-ერთი სკოლის ხუთმა მოსწავლემ სხეულზე თვითდაზიანებები მიიყენა. არსებული ინფორმაციით, მეშვიდეკლასელებმა - ერთმა ბიჭმა და ოთხმა გოგონამ ხელებზე დაზიანებები რამდენიმე დღის წინ, საღამოს საათებში, სახლში მიიყენეს.

AMBEBI.GE-ს ჟურნალისტი ვითარებაში გასარკვევად სკოლაში მივიდა. უფროსკლასელების უმრავლესობისთვის მომხდარი ინციდენტის შესახებ ცნობილია. მათი ნაწილი აღნიშნულ ფაქტს გარკვეულ სექტასა და რიტუალს უკავშირებს. ბავშვების ინფორმაციით, მათ გაიგეს, რომ მეშვიდეკლასელებმა ვენები გადაიჭრეს, კატებს აწამებენ და შესაძლოა, გარკვეულ სექტას წარმოადგენენ. ნაწილის თქმით კი, მოსწავლეებმა ერთმანეთს მიაყენეს დაზიანებები.

რაიმე რიტუალთან კავშირს გამორიცხავს სკოლის დირექტორი. როგორც მან AMBEBI.GE-სთან საუბრისას აღნიშნა, ერთმა გოგონამ სახლში ხელი ნემსით, მეორემ კი რკინის სახაზავით დაიზიანა. მისი ინფორმაციით, გოგონების აღნიშნული ქმედება "თამაშისმაგვარი" საქციელით არის გამოწვეული და მოსწავლეებს მხოლოდ ნაფხაჭნები აქვთ. ქმედების მოტივი დირექტორისთვის უცნობია. მისი თქმით, ბავშვებს მიზეზებზე საუბარი არ სურთ.

სკოლის დირექტორმა აღნიშნულ მოსწავლეებთან და მათ დამრიგებელთან გასაუბრებაზე უარი გვითხრა. მისი თქმით, მომხდარის შესახებ ინფორმირებულია მანდატურის სამსახური და ბავშვები ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ სწავლას.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მოსწავლეების მიერ ვენების გადაჭრის ფაქტს არ ადასტურებენ, თუმცა ამბობენ, რომ ბავშვებს ხელებზე ნაკაწრები სხვადასხვა დროს აქვთ მიღებული. მათი თქმით, მომხდარზე გამოძიება არ დაწყებულა, რადგან დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება, თუმცა მოსწავლეები და მათი მშობლები პოლიციაში გასაუბრების მიზნით არიან დაბარებულნი.

ანა მარშანია

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია