საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სექტემბრიდან ხმაურისთვის 150 ლარით დაჯარიმდებით
სექტემბრიდან ხმაურისთვის 150 ლარით დაჯარიმდებით

ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის კო­მი­ტეტ­მა მხა­რი და­უ­ჭი­რა კა­ნონპ­რო­ექტს, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ხმა­უ­რი სა­ქარ­თვე­ლოს მთელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე დას­ჯა­დი ხდე­ბა. ცვლი­ლე­ბე­ბი შე­დის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექსში და ფი­ზი­კუ­რი პირი ხმა­უ­რის შემ­თხვე­ვა­ში და­ჯა­რიმ­დე­ბა 150 ლა­რით, ხოლო იუ­რი­დი­უ­ლი პირი 1 000 ლა­რით. წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მე­ო­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში კი ჯა­რი­მა ორ­მაგ­დე­ბა.

კა­ნონპ­რო­ექ­ტის ინი­ცი­ა­ტო­რი საკ­რე­ბუ­ლოს დე­პუ­ტა­ტი თედო კო­ბა­ხი­ძეა. რო­გორც კო­ბა­ხი­ძემ პარ­ლა­მენ­ტის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის კო­მი­ტე­ტის სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და, მას იმე­დი აქვს, რომ კა­ნონპ­რო­ექ­ტი კა­ნო­ნის სა­ხეს სა­გა­ზა­ფხუ­ლო სე­სი­ა­ზე მი­ი­ღებს და 1-ლი სექ­ტემ­ბრი­დან უკვე ხმა­უ­რი სა­ქარ­თვე­ლოს მთელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე დას­ჯა­დი გახ­დე­ბა.

"ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის კო­მი­ტეტ­მა იმ­სჯე­ლა ჩემ კა­ნონპ­რო­ექტთან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მე­ლიც ეხე­ბა ხმა­ურს. პარ­ლა­მენ­ტში ინი­ცი­ა­ტო­რი იქ­ნე­ბა ამ კა­ნონპ­რო­ექ­ტის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის კო­მი­ტე­ტი და რამ­დე­ნა­დაც ჩემ­თვის ცნო­ბი­ლია, იუ­რი­დი­უ­ლი და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის კო­მი­ტე­ტე­ბი სა­კო­მი­ტე­ტო მოს­მე­ნებ­ზე გა­ნი­ხი­ლა­ვენ აღ­ნიშ­ნულ სა­კითხს, რი­თაც ხმა­უ­რი ხდე­ბა დას­ჯა­დი რო­გორც დღის, ასე­ვე ღა­მის სა­ა­თებ­ში. შე­მო­დის სან­ქცი­ე­ბი ფი­ზი­კურ და იუ­რი­დი­ულ პი­რებ­ზე. დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე ერ­თა­დერ­თი შე­ნიშ­ვნა რაც ჰქონ­დათ დე­პუ­ტა­ტებს, ეს ეხე­ბო­და პირ­ველ ჯერ­ზე გაფრ­თხი­ლე­ბას, რა­საც მე და­ვე­თან­ხმე. იმე­დია სა­გა­ზა­ფხუ­ლო სე­სი­ა­ზე ეს ყვე­ლა­ფე­რი იქ­ნე­ბა კა­ნო­ნის სა­ხით წარ­მოდ­გე­ნი­ლი და პირ­ვე­ლი სექ­ტემ­ბრი­დან ხმა­უ­რი სა­ქარ­თვე­ლოს მთელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე დას­ჯა­დი გახ­დე­ბა", - გა­ნა­ცხა­და თედო კო­ბა­ხი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, კა­ნო­ნის აღ­სრუ­ლე­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი იქ­ნე­ბა შს სა­მი­ნის­ტროს სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტი, რო­მელ­საც შე­სა­ბა­მი­სი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბაც ექ­ნე­ბა.

Noise to become punishable in Georgia

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

სექტემბრიდან ხმაურისთვის 150 ლარით დაჯარიმდებით

სექტემბრიდან ხმაურისთვის 150 ლარით დაჯარიმდებით

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც ხმაური საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დასჯადი ხდება. ცვლილებები შედის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და ფიზიკური პირი ხმაურის შემთხვევაში დაჯარიმდება 150 ლარით, ხოლო იურიდიული პირი 1 000 ლარით. წლის განმავლობაში გამეორების შემთხვევაში კი ჯარიმა ორმაგდება.

კანონპროექტის ინიციატორი საკრებულოს დეპუტატი თედო კობახიძეა. როგორც კობახიძემ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, მას იმედი აქვს, რომ კანონპროექტი კანონის სახეს საგაზაფხულო სესიაზე მიიღებს და 1-ლი სექტემბრიდან უკვე ხმაური საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დასჯადი გახდება.

"ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა იმსჯელა ჩემ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ხმაურს. პარლამენტში ინიციატორი იქნება ამ კანონპროექტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, იურიდიული და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტები საკომიტეტო მოსმენებზე განიხილავენ აღნიშნულ საკითხს, რითაც ხმაური ხდება დასჯადი როგორც დღის, ასევე ღამის საათებში. შემოდის სანქციები ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე. დღევანდელ სხდომაზე ერთადერთი შენიშვნა რაც ჰქონდათ დეპუტატებს, ეს ეხებოდა პირველ ჯერზე გაფრთხილებას, რასაც მე დავეთანხმე. იმედია საგაზაფხულო სესიაზე ეს ყველაფერი იქნება კანონის სახით წარმოდგენილი და პირველი სექტემბრიდან ხმაური საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დასჯადი გახდება", - განაცხადა თედო კობახიძემ.

მისივე თქმით, კანონის აღსრულებაზე პასუხისმგებელი იქნება შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, რომელსაც შესაბამისი აღჭურვილობაც ექნება.

Noise to become punishable in Georgia

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია