მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პინგვინები, აქლემი და კენგურუ - თბილისის ზოოპარკს მალე ახალი ბინადრები ეყოლება
პინგვინები, აქლემი და კენგურუ - თბილისის ზოოპარკს მალე ახალი ბინადრები ეყოლება

თბი­ლი­სის ზო­ო­პარკს მალე ახა­ლი ბი­ნად­რე­ბი ეყო­ლე­ბა. სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბის ზო­ო­პარ­კე­ბის მიერ სა­ჩუქ­რად გად­მო­ცე­მულ ცხო­ვე­ლებს დე­და­ქა­ლა­ქის ზო­ო­პარ­კი გა­ზა­ფხუ­ლის ბო­ლოს მი­ი­ღებს.

რო­გორც AMBEBI.GE-ს თბი­ლი­სის ზო­ო­პარ­კის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა მზია შა­რა­ში­ძემ გა­ნუ­ცხა­და, გა­ზა­ფხუ­ლის ბო­ლოს ჩა­მო­იყ­ვა­ნენ 24 პინგვინს, რომ­ლე­ბიც ბრის­ტო­ლის ზო­ო­პარ­კმა უკვე აჩუ­ქა თბი­ლი­სის ზო­ო­პარკს, თუმ­ცა მათი ჩა­მოყ­ვა­ნა ჯერ ვერ ხერ­ხდე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა პინგვი­ნებს, რომ­ლე­ბიც წყალ­დი­დო­ბის შემ­დეგ სხვა­დას­ხვა ად­გი­ლებ­ში იპო­ვეს და ვო­ლი­ე­რებ­ში და­ა­ბი­ნა­ვეს, ყვე­ლა მათ­გა­ნი და­ი­ღუ­პა. ამას­თან, წლე­ბის შემ­დეგ პირ­ვე­ლად, თბი­ლი­სის ზო­ო­პარ­კის სტუმ­რე­ბი აქ­ლე­მის ნახ­ვა­საც შეძ­ლე­ბენ. ვილი რი­გი­დან თბი­ლის­ში მალე გა­მო­ემ­გზავ­რე­ბა.

"რი­გის ზო­ო­პარ­კმა გვა­ჩუ­ქა ცხო­ვე­ლე­ბი, კერ­ძოდ, მარ­ტის ბო­ლომ­დე ვე­ლო­დე­ბით ორ თუ­თი­ყუშს (ჩა­ბუ­ლი­სი და ფი­ლი­პი­ნა), აქ­ლემს და რამ­დე­ნი­მე ლა­მას. ვე­ლო­დე­ბით ასე­ვე მა­ი­მუ­ნებს, რო­მელ­თა ვო­ლი­ე­რე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა სრულ­დე­ბა. გარ­და ამი­სა, სა­მო­მავ­ლოდ ვე­ლო­დე­ბით კენ­გუ­რუ­ებს. მი­დის მო­ლა­პა­რა­კე­ბა ვე­ფხვებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, უბ­რა­ლოდ ჯერ არ შეგ­ვირ­ჩე­ვია, რო­მელს წა­მო­ვიყ­ვანთ", - გვი­თხრა მზია შა­რა­ში­ძემ. მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ზო­გა­დად, ევ­რო­პის ზო­ო­პარ­კებ­ში მი­ღე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კაა ცხო­ვე­ლე­ბის გაც­ვლა, თუმ­ცა თბი­ლი­სის ზო­ო­პარ­კი ამ­ჯე­რად ყვე­ლა მათ­განს სა­ჩუქ­რად მი­ი­ღებს.

შა­რა­ში­ძის გან­ცხა­დე­ბით, რი­გის ზო­ო­პარ­კმა არა მხო­ლოდ ცხო­ვე­ლე­ბით და­ა­სა­ჩუქ­რა თბი­ლი­სის ზო­ო­პარ­კი, არა­მედ რი­გის დუ­მამ მათი ტრან­სპორ­ტი­რე­ბის­თვის 15 ათა­სი ევრო გა­მო­ყო.

თბი­ლი­სის 13 ივ­ნი­სის სტი­ქი­ის შე­დე­გად, ზო­ო­პარ­კის ტე­რი­ტო­რი­ის დიდი ნა­წი­ლი გა­ნად­გურ­და, აღარ არ­სე­ბობს ვო­ლი­ე­რე­ბი, ზო­ო­პარ­კის 600-მდე ბი­ნა­და­რი­დან კი ნა­ხე­ვარ­ზე მეტი და­ი­ღუ­პა.

ინგა მუ­რუ­სი­ძე

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

პინგვინები, აქლემი და კენგურუ - თბილისის ზოოპარკს მალე ახალი ბინადრები ეყოლება

პინგვინები, აქლემი და კენგურუ - თბილისის ზოოპარკს მალე ახალი ბინადრები ეყოლება

თბილისის ზოოპარკს მალე ახალი ბინადრები ეყოლება. სხვადასხვა ქვეყნების ზოოპარკების მიერ საჩუქრად გადმოცემულ ცხოველებს დედაქალაქის ზოოპარკი გაზაფხულის ბოლოს მიიღებს.

როგორც AMBEBI.GE-ს თბილისის ზოოპარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მზია შარაშიძემ განუცხადა, გაზაფხულის ბოლოს ჩამოიყვანენ 24 პინგვინს, რომლებიც ბრისტოლის ზოოპარკმა უკვე აჩუქა თბილისის ზოოპარკს, თუმცა მათი ჩამოყვანა ჯერ ვერ ხერხდება. რაც შეეხება პინგვინებს, რომლებიც წყალდიდობის შემდეგ სხვადასხვა ადგილებში იპოვეს და ვოლიერებში დააბინავეს, ყველა მათგანი დაიღუპა. ამასთან, წლების შემდეგ პირველად, თბილისის ზოოპარკის სტუმრები აქლემის ნახვასაც შეძლებენ. ვილი რიგიდან თბილისში მალე გამოემგზავრება.

"რიგის ზოოპარკმა გვაჩუქა ცხოველები, კერძოდ, მარტის ბოლომდე ველოდებით ორ თუთიყუშს (ჩაბულისი და ფილიპინა), აქლემს და რამდენიმე ლამას. ველოდებით ასევე მაიმუნებს, რომელთა ვოლიერების მშენებლობა სრულდება. გარდა ამისა, სამომავლოდ ველოდებით კენგურუებს. მიდის მოლაპარაკება ვეფხვებთან დაკავშირებით, უბრალოდ ჯერ არ შეგვირჩევია, რომელს წამოვიყვანთ", - გვითხრა მზია შარაშიძემ. მისივე ინფორმაციით, ზოგადად, ევროპის ზოოპარკებში მიღებული პრაქტიკაა ცხოველების გაცვლა, თუმცა თბილისის ზოოპარკი ამჯერად ყველა მათგანს საჩუქრად მიიღებს.

შარაშიძის განცხადებით, რიგის ზოოპარკმა არა მხოლოდ ცხოველებით დაასაჩუქრა თბილისის ზოოპარკი, არამედ რიგის დუმამ მათი ტრანსპორტირებისთვის 15 ათასი ევრო გამოყო.

თბილისის 13 ივნისის სტიქიის შედეგად, ზოოპარკის ტერიტორიის დიდი ნაწილი განადგურდა, აღარ არსებობს ვოლიერები, ზოოპარკის 600-მდე ბინადარიდან კი ნახევარზე მეტი დაიღუპა.

ინგა მურუსიძე

AMBEBI.GE

რა საფრთხეს შეიცავს ტორტზე ყუნწიანი მარწყვი - ინფექციონისტი მოსახლეობას აფრთხილებს

რატომ დაასახლეს თბილისის ზოოპარკში დათვები და მგლები ერთად - ადმინისტრაცია განმარტებას აკეთებს

"ნიღბები და სოციალური დისტანცირება..." - პაატა იმნაძე განმარტავს, რა მოეთხოვებათ მოქალაქეებს საზოგადოებრივ ტრანსპორტში