პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სკოლის მასწავლებელთა 83%-მა პროფესიულ გამოცდაზე ზღვარი ვერ გადალახა
სკოლის მასწავლებელთა 83%-მა პროფესიულ გამოცდაზე ზღვარი ვერ გადალახა

სკო­ლის მას­წავ­ლე­ბელ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბამ მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ზღვა­რის გა­და­ლახ­ვა ვერც ამ­ჯე­რად მო­ა­ხერ­ხა. "ბიზ­ნეს­კონ­ტაქ­ტის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, პე­და­გოგ­თა ბოლო საგ­ნობ­რი­ვი გა­მოც­და მიმ­დი­ნა­რე წლის იან­ვარ­ში ჩა­ტარ­და, სა­დაც სულ 10 552 პრაქ­ტი­კო­სი პე­და­გო­გი და­რე­გის­ტრირ­და, მათ­გან ტეს­ტი­რე­ბა 6 477-მა გა­ი­ა­რა, მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ზღვა­რი კი, რო­მე­ლიც 60%-ით გა­ნი­სა­ზღვრე­ბო­და, 1 101-მა ანუ სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბის თით­ქმის 17%-მა გა­და­ლა­ხა.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის თა­ნახ­მად, ყვე­ლა­ზე სა­ვა­ლა­ლო შე­დე­გი და­წყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რის მას­წავ­ლებ­ლებს აქვთ. კერ­ძოდ, გა­მოც­და­ზე მი­სუ­ლი 1 167 პე­და­გო­გი­დან კომ­პე­ტენ­ცი­ის და­დას­ტუ­რე­ბა მხო­ლოდ 94-მა პე­და­გოგ­მა, ანუ და­ახ­ლო­ე­ბით 8%-მა შეძ­ლო.

381-დან მხო­ლოდ 26-მა, ანუ სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბის თით­ქმის 7%-მა ჩა­ა­ბა­რა მა­თე­მა­ტი­კის გა­მოც­და, რაც შე­ე­ხე­ბა ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის გა­მოც­დას, 317-დან ზღვა­რის გა­და­ლახ­ვა მხო­ლოდ 15%-მა მო­ა­ხერ­ხა. სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბის 9%-მა გა­და­ლა­ხა ზღვა­რი ბუ­ნე­ბის­მე­ტყვე­ლე­ბა­ში, 19%-მა ფი­ზი­კა­ში და თით­ქმის 17%-მა ქი­მი­ა­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა უცხო ენის გა­მოც­დას, ინ­გლი­სუ­რი ენის გა­მოც­და­ზე სულ 458 პე­და­გო­გი გა­ვი­და, სა­ი­და­ნაც ზღვა­რის გა­და­ლახ­ვა 83-მა შეძ­ლო, 29-დან 10-მა და­ამ­ტკი­ცა თა­ვის კომ­პე­ტენ­ცია გერ­მა­ნულ ენა­ში, რაც შე­ე­ხე­ბა რუ­სულს, ამ შემ­თხვე­ვა­ში ზღვა­რის გა­და­ლახ­ვა გა­მოც­და­ზე გა­სუ­ლი სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბის ნა­ხე­ვარ­ზე მეტ­მა შეძ­ლო. უნდა ით­ქვას, რომ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი 19 საგ­ნობ­რი­ვი გა­მოც­დი­დან რუ­სუ­ლი ენის 55%-იანი შე­დე­გი ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია.

"შე­დე­გე­ბი ნამ­დვი­ლად არ არის სა­ხარ­ბი­ე­ლო, მაგ­რამ უკე­თე­სი მო­ლო­დი­ნი არ იყო, გა­მომ­დი­ნა­რე იქე­დან, რომ წინა წლე­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი არ­სე­ბობს პრობ­ლე­მა. სა­ხელ­მწი­ფომ სის­ტე­მა თა­ვი­დან ბო­ლომ­დე შეც­ვა­ლა. შე­იქ­მნა სის­ტე­მა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ყვე­ლა მას­წავ­ლე­ბელს თა­ნაბ­რად ექ­ნე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბა, სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე მორ­გე­ბუ­ლი გა­დამ­ზა­დე­ბა გა­ი­ა­როს. ეს სის­ტე­მა 2015 წლის სექ­ტემ­ბრი­დან ამოქ­მედ­და და პირ­ვე­ლად 2016 წლის ზამ­თარ­ში ჩა­ტარ­და ტეს­ტი­რე­ბა. უნდა ვი­ცო­დეთ ისიც, რომ ტეს­ტის ჩა­ბა­რე­ბის უფ­ლე­ბა მას­წავ­ლე­ბელს აქვს კი­დევ სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და წე­ლი­წად­ში ორ­ჯერ გა­დამ­ზა­დე­ბის კვალ­დაკ­ვალ ისი­ნი შეძ­ლე­ბენ, ჩა­ა­ბა­რონ ტეს­ტი", - გა­ნა­ცხა­და გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრმა თა­მარ სა­ნი­კი­ძემ სა­კი­თხის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

სკოლის მასწავლებელთა 83%-მა პროფესიულ გამოცდაზე ზღვარი ვერ გადალახა

სკოლის მასწავლებელთა 83%-მა პროფესიულ გამოცდაზე ზღვარი ვერ გადალახა

სკოლის მასწავლებელთა უმრავლესობამ მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გადალახვა ვერც ამჯერად მოახერხა. "ბიზნესკონტაქტის" ინფორმაციით, პედაგოგთა ბოლო საგნობრივი გამოცდა მიმდინარე წლის იანვარში ჩატარდა, სადაც სულ 10 552 პრაქტიკოსი პედაგოგი დარეგისტრირდა, მათგან ტესტირება 6 477-მა გაიარა, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი კი, რომელიც 60%-ით განისაზღვრებოდა, 1 101-მა ანუ საერთო რაოდენობის თითქმის 17%-მა გადალახა.

ოფიციალური მონაცემების თანახმად, ყველაზე სავალალო შედეგი დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებს აქვთ. კერძოდ, გამოცდაზე მისული 1 167 პედაგოგიდან კომპეტენციის დადასტურება მხოლოდ 94-მა პედაგოგმა, ანუ დაახლოებით 8%-მა შეძლო.

381-დან მხოლოდ 26-მა, ანუ საერთო რაოდენობის თითქმის 7%-მა ჩააბარა მათემატიკის გამოცდა, რაც შეეხება ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას, 317-დან ზღვარის გადალახვა მხოლოდ 15%-მა მოახერხა. საერთო რაოდენობის 9%-მა გადალახა ზღვარი ბუნებისმეტყველებაში, 19%-მა ფიზიკაში და თითქმის 17%-მა ქიმიაში.

რაც შეეხება უცხო ენის გამოცდას, ინგლისური ენის გამოცდაზე სულ 458 პედაგოგი გავიდა, საიდანაც ზღვარის გადალახვა 83-მა შეძლო, 29-დან 10-მა დაამტკიცა თავის კომპეტენცია გერმანულ ენაში, რაც შეეხება რუსულს, ამ შემთხვევაში ზღვარის გადალახვა გამოცდაზე გასული საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტმა შეძლო. უნდა ითქვას, რომ ჩატარებული 19 საგნობრივი გამოცდიდან რუსული ენის 55%-იანი შედეგი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

"შედეგები ნამდვილად არ არის სახარბიელო, მაგრამ უკეთესი მოლოდინი არ იყო, გამომდინარე იქედან, რომ წინა წლებიდან მოყოლებული არსებობს პრობლემა. სახელმწიფომ სისტემა თავიდან ბოლომდე შეცვალა. შეიქმნა სისტემა, რომლის მიხედვითაც ყველა მასწავლებელს თანაბრად ექნება საშუალება, საჭიროებებზე მორგებული გადამზადება გაიაროს. ეს სისტემა 2015 წლის სექტემბრიდან ამოქმედდა და პირველად 2016 წლის ზამთარში ჩატარდა ტესტირება. უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ ტესტის ჩაბარების უფლება მასწავლებელს აქვს კიდევ სამი წლის განმავლობაში და წელიწადში ორჯერ გადამზადების კვალდაკვალ ისინი შეძლებენ, ჩააბარონ ტესტი", - განაცხადა განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ საკითხის კომენტირებისას.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია