ცნობილი მსახიობი დასტინ ჰოფმანი გადაცემა "მიაკვლიე შენ ფესვებს" ეთერში ატირდა, როდესაც შეიტყო, რომ მისი დიდი ბებია საბჭოთა საკონცენტრაციო ბანაკიდან გამოიქცა, სანამ ამერიკაში დაიწყებდა ცხოვრებას.
ოსკაროსანმა მსახიობმა, რომელიც ებრაელი გახლავთ, პირველად შეიტყო მისი ბებია ლიბას წარსულის შესახებ. გადაცემა "ფესვებში" ცნობილი ადამიანების წინაპრების შესახებ ცნობებს აგროვებენ და შემდეგ მათ უმხელენ. ჰოფმანმა ამგვარად შეიტყო, რომ 1917 წელს მისი დიდი ბებია უკრაინიდან რუსეთში საკონცენტრაციო ბანაკში წაიყვანეს ბოლშევიკებმა. ის 53 წლის იყო, როდესაც ბანაკში მოხვდა და 5 წელი გაატარა იქ. აღმოსავლეთ ევროპიდან გადახვეწილი ებრაელების მსგავსად, ის ჯერ არგენტინაში, შემდეგ კი ამერიკაში ჩავიდა.
როგორც ჩანაწერები იტყობინება, ჰოფმანის დიდი ბებია 1930 წელს 60 წლის ასაკში ჩავიდა ამერიკაში. მას მარცხენა ხელი ამპუტირებული ჰქონდა, მხედველობა კი დაქვეითებული. ლიბა ოჯახთან ერთად ჩიკაგოში დამკვიდრდა, სანამ 1944 წელს 76 წლის ასაკში გარდაიცვლებოდა. "ფესვების" ამ გადაცემაში გამოაშკარავდა ჰოფმანის ებრაული წარმომავლობაც, რომელსაც მისი მშობლები საიდუმლოდ ინახავდნენ.
"ის გმირი იყო - განაცხადა დასტინ ჰოფმანმა დიდ ბებიაზე საუბრისას და ცრემლების შეკავება ვერ მოახერხა, - ხალხი მეკითხებოდა დღეს, რა ეროვნების ხარო და მე ვუპასუხე, ებრაელი ვარ-მეთქი. მე ებრაელი ვარ. ისინი ჩემ გამო გადარჩნენ, რომ დღეს აქ ვყოფილიყავი".