პოლიტიკა

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა პრინციპით არჩევენ პარკინგის ადგილებს თბილისში - მერიის პასუხი მრავალსართულიან პარკირებასა და ოფისებისთვის სივრცის გამოყოფაზე
რა პრინციპით არჩევენ პარკინგის ადგილებს თბილისში - მერიის პასუხი მრავალსართულიან პარკირებასა და ოფისებისთვის სივრცის გამოყოფაზე

დე­და­ქა­ლაქ­ში არ­სე­ბუ­ლი სა­ცო­ბე­ბი და სა­პარ­კინ­გე ად­გი­ლე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბის გან­სჯის სა­გა­ნია. რო­გორ ხდე­ბა თბი­ლის­ში მან­ქა­ნის გა­სა­ჩე­რე­ბე­ლი ად­გი­ლე­ბის გა­მო­ყო­ფა, რო­გორ ნა­წილ­დე­ბა მძღო­ლის და ფე­ხით მო­სი­ა­რუ­ლე­თა ინ­ტე­რე­სე­ბი. ამ და კი­დევ სხვა კი­თხვე­ბით მე­რი­ის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნელს ლილი ხმა­ლა­ძეს მივ­მარ­თეთ:

- რო­გორ და რა პრინ­ცი­პით მოხ­და თბი­ლის­ში პარ­კინ­გის ად­გი­ლე­ბის გა­მო­ყო­ფა?

- დე­და­ქა­ლა­ქის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა­თა პარ­კი­რე­ბის ად­გი­ლე­ბის გა­მო­ყო­ფის მი­ზან­შე­წო­ნი­ლო­ბის სა­კი­თხის გან­ხილ­ვი­სას გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იყო რამ­დე­ნი­მე გა­რე­მო­ე­ბა, კერ­ძოდ: საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ფაქ­ტო­რი (მათ შო­რის ქვე­ით­თა უსაფრ­თხო გა­და­ად­გი­ლე­ბა), ქუ­ჩის და ტრო­ტუ­ა­რის გე­ო­მეტ­რი­უ­ლი პა­რა­მეტ­რე­ბი და კონ­კრე­ტულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე პარ­კი­რე­ბის ად­გი­ლე­ბის არ­სე­ბო­ბის მიზ­ნობ­რი­ო­ბა. ტე­რი­ტო­რი­ის შერ­ჩე­ვის შემ­დეგ მოხ­და მისი შე­თან­ხმე­ბა ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ და სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებ­თან და ქა­ლაქ თბი­ლი­სის მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე დამ­ტკი­ცე­ბა (შე­სა­ბა­მი­სი ლო­კა­ცი­ის, დგო­მის მე­თო­დის, ად­გი­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის და შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე პი­რის­თვის გა­მო­ყო­ფი­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი ად­გი­ლე­ბის მდე­ბა­რე­ო­ბი­სა და რა­ო­დე­ნო­ბის მი­თი­თე­ბით).

- როცა ახა­ლი ად­გი­ლე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა დგე­ბა, რო­გორ ხდე­ბა პარ­კინ­გის ად­გი­ლე­ბის გა­მო­ყო­ფა დღეს?

- ქა­ლაქ თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რი­ის ტრან­სპორ­ტის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მიერ (მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მო­მარ­თვის სა­ფუძ­ველ­ზეც) ხდე­ბა კონ­კრე­ტუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ის შეს­წავ­ლა და სად­გო­მის მო­წყო­ბის მი­ზან­შე­წო­ნი­ლო­ბის სა­კი­თხის დად­გე­ნა. ისე­ვე რო­გორც უკვე დამ­ტკი­ცე­ბულ პარ­კი­რე­ბის ად­გი­ლებ­ზე, ასე­ვე ახა­ლი ად­გი­ლე­ბის გან­სა­ზღვრი­სას პარ­კი­რე­ბის ად­გი­ლე­ბის გა­მო­ყო­ფის მი­ზან­შე­წო­ნი­ლო­ბის სა­კი­თხის დად­გე­ნი­სას ვით­ვა­ლის­წი­ნებთ რამ­დე­ნი­მე გა­რე­მო­ე­ბას, რომ­ლე­ბიც ზე­მოთ უკვე მო­გახ­სე­ნეთ.

- რო­გორ ნა­წილ­დე­ბა ფე­ხით მო­სი­ა­რუ­ლე­თა და მძღო­ლე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი?

- ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მძღო­ლებ­სა და ფე­ხით მო­სი­ა­რუ­ლე­თა ინ­ტე­რე­სებს შო­რის უპი­რა­ტე­სო­ბა ენი­ჭე­ბა ქვე­ით­თა უსაფრ­თხო გა­და­ად­გი­ლე­ბას.

- რო­დე­საც ქა­ლა­ქის ცენ­ტრში დიდი ოფი­სი იხ­სნე­ბა და ოფისს თა­ვი­სი პარ­კინ­გის მიწა არ აქვს სა­კუთ­რე­ბა­ში, რო­გორ ხდე­ბა მათი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­თვის პარ­კინ­გის ად­გი­ლის გა­მო­ყო­ფა?

- თბი­ლის­ში ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა­თა პარ­კი­რე­ბა დაშ­ვე­ბუ­ლია სპე­ცი­ა­ლუ­რად გა­მო­ყო­ფილ ად­გი­ლებ­ზე, რომ­ლებ­ზეც და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლია შე­სა­ბა­მი­სი საგ­ზაო ნიშ­ნე­ბი დგო­მის ხერ­ხის მი­ნიშ­ნე­ბით და აგ­რეთ­ვე სა­ვალ ნა­წილ­ზე და­ტა­ნი­ლია საგ­ზაო მო­ნიშ­ვნა. ზემ­ოთხსე­ნე­ბულ ად­გი­ლებ­ზე ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა­თა გა­ჩე­რე­ბა შე­უძ­ლია ნე­ბის­მი­ერ პირს იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ გა­დახ­დი­ლია პარ­კი­რე­ბის სა­ფა­სუ­რი და და­ცუ­ლია დგო­მის ხერ­ხი. შე­სა­ბა­მი­სად, ექ­სკლუ­ზი­უ­რი უფ­ლე­ბის გა­ცე­მა ფი­ზი­კურ ან იუ­რი­დი­ულ პი­რებ­ზე არ ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

- ვალ­დე­ბუ­ლია თუ არა ორ­გა­ნი­ზა­ცია, ჰქონ­დეს პარ­კინ­გის ად­გი­ლი?

- აღ­ნიშ­ნუ­ლი ტი­პის ვალ­დე­ბუ­ლე­ბას დღეს მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა არ ით­ვა­ლის­წი­ნებს.

- ქა­ლა­ქის ცენ­ტრში ბევ­რი ასე­თი ოფი­სის არ­სე­ბო­ბა ქმნის თუ არა და­მა­ტე­ბით სა­ცო­ბის გაზ­რდის შან­სებს და თუ ქმნის, თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად რა გეგ­მა აქვს მე­რი­ას?

- თბი­ლი­სის მე­რია მუ­შა­ობს აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე.

- ქა­ლაქ­ში არ­სე­ბობს ე.წ. ხე­ლოვ­ნუ­რი კუნ­ძუ­ლე­ბი. რამ­დე­ნად ქმნი­ან ისი­ნი ავა­რი­ულ სი­ტუ­ა­ცი­ებს და სა­ცო­ბებს?

- ე.წ. "ხე­ლოვ­ნუ­რი (უსაფრ­თხო­ე­ბის) კუნ­ძუ­ლებ­ზე" ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის დგო­მა ან/და გა­ჩე­რე­ბა აკ­რძა­ლუ­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სად. ასეთ კუნ­ძუ­ლებ­ზე კა­ნონ­დარ­ღვე­ვით მდგა­რი ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა წარ­მო­ად­გენს საფრ­თხეს საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი­სათ­ვის.

- იყო სა­უ­ბა­რი მრა­ვალ­სარ­თუ­ლი­ან "პარ­კინგზე", რო­მე­ლიც იყო მე­რის იდეა, რა ეტაპ­ზეა ეგ გეგ­მა?

- დე­და­ქა­ლა­ქის მე­რია მუ­შა­ობს აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე.

ლადო გო­გო­ლა­ძე

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

რა პრინციპით არჩევენ პარკინგის ადგილებს თბილისში - მერიის პასუხი მრავალსართულიან პარკირებასა და ოფისებისთვის სივრცის გამოყოფაზე

რა პრინციპით არჩევენ პარკინგის ადგილებს თბილისში - მერიის პასუხი მრავალსართულიან პარკირებასა და ოფისებისთვის სივრცის გამოყოფაზე

დედაქალაქში არსებული საცობები და საპარკინგე ადგილები მოსახლეობის განსჯის საგანია. როგორ ხდება თბილისში მანქანის გასაჩერებელი ადგილების გამოყოფა, როგორ ნაწილდება მძღოლის და ფეხით მოსიარულეთა ინტერესები. ამ და კიდევ სხვა კითხვებით მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს ლილი ხმალაძეს მივმართეთ:

- როგორ და რა პრინციპით მოხდა თბილისში პარკინგის ადგილების გამოყოფა?

- დედაქალაქის ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებათა პარკირების ადგილების გამოყოფის მიზანშეწონილობის საკითხის განხილვისას გათვალისწინებული იყო რამდენიმე გარემოება, კერძოდ: საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ფაქტორი (მათ შორის ქვეითთა უსაფრთხო გადაადგილება), ქუჩის და ტროტუარის გეომეტრიული პარამეტრები და კონკრეტულ ტერიტორიაზე პარკირების ადგილების არსებობის მიზნობრიობა. ტერიტორიის შერჩევის შემდეგ მოხდა მისი შეთანხმება ადმინისტრაციულ და სამართალდამცავ ორგანოებთან და ქალაქ თბილისის მთავრობის სხდომაზე დამტკიცება (შესაბამისი ლოკაციის, დგომის მეთოდის, ადგილების რაოდენობის და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირისთვის გამოყოფილი სპეციალური ადგილების მდებარეობისა და რაოდენობის მითითებით).

- როცა ახალი ადგილების საჭიროება დგება, როგორ ხდება პარკინგის ადგილების გამოყოფა დღეს?

- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლების მიერ (მოქალაქეების და ორგანიზაციების მომართვის საფუძველზეც) ხდება კონკრეტული ტერიტორიის შესწავლა და სადგომის მოწყობის მიზანშეწონილობის საკითხის დადგენა. ისევე როგორც უკვე დამტკიცებულ პარკირების ადგილებზე, ასევე ახალი ადგილების განსაზღვრისას პარკირების ადგილების გამოყოფის მიზანშეწონილობის საკითხის დადგენისას ვითვალისწინებთ რამდენიმე გარემოებას, რომლებიც ზემოთ უკვე მოგახსენეთ.

- როგორ ნაწილდება ფეხით მოსიარულეთა და მძღოლების ინტერესები?

- ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლებსა და ფეხით მოსიარულეთა ინტერესებს შორის უპირატესობა ენიჭება ქვეითთა უსაფრთხო გადაადგილებას.

- როდესაც ქალაქის ცენტრში დიდი ოფისი იხსნება და ოფისს თავისი პარკინგის მიწა არ აქვს საკუთრებაში, როგორ ხდება მათი თანამშრომლებისთვის პარკინგის ადგილის გამოყოფა?

- თბილისში ავტოსატრანსპორტო საშუალებათა პარკირება დაშვებულია სპეციალურად გამოყოფილ ადგილებზე, რომლებზეც დამონტაჟებულია შესაბამისი საგზაო ნიშნები დგომის ხერხის მინიშნებით და აგრეთვე სავალ ნაწილზე დატანილია საგზაო მონიშვნა. ზემოთხსენებულ ადგილებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებათა გაჩერება შეუძლია ნებისმიერ პირს იმ შემთხვევაში, თუ გადახდილია პარკირების საფასური და დაცულია დგომის ხერხი. შესაბამისად, ექსკლუზიური უფლების გაცემა ფიზიკურ ან იურიდიულ პირებზე არ ხორციელდება.

- ვალდებულია თუ არა ორგანიზაცია, ჰქონდეს პარკინგის ადგილი?

- აღნიშნული ტიპის ვალდებულებას დღეს მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.

- ქალაქის ცენტრში ბევრი ასეთი ოფისის არსებობა ქმნის თუ არა დამატებით საცობის გაზრდის შანსებს და თუ ქმნის, თავიდან ასაცილებლად რა გეგმა აქვს მერიას?

- თბილისის მერია მუშაობს აღნიშნულ საკითხზე.

- ქალაქში არსებობს ე.წ. ხელოვნური კუნძულები. რამდენად ქმნიან ისინი ავარიულ სიტუაციებს და საცობებს?

- ე.წ. "ხელოვნური (უსაფრთხოების) კუნძულებზე" ავტოსატრანსპორტო საშუალებების დგომა ან/და გაჩერება აკრძალულია საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ასეთ კუნძულებზე კანონდარღვევით მდგარი ავტოსატრანსპორტო საშუალება წარმოადგენს საფრთხეს საგზაო მოძრაობის მონაწილეებისათვის.

- იყო საუბარი მრავალსართულიან "პარკინგზე", რომელიც იყო მერის იდეა, რა ეტაპზეა ეგ გეგმა?

- დედაქალაქის მერია მუშაობს აღნიშნულ საკითხზე.

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია