Faceამბები
საზოგადოება

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოსახლეობის წიგნიერების დონით საქართველო მსოფლიოში 51-ე ადგილზეა
მოსახლეობის წიგნიერების დონით საქართველო მსოფლიოში 51-ე ადგილზეა

ახა­ლი კვლე­ვის მი­ხედ­ვით, რომ­ლის მი­ზა­ნიც მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით წიგ­ნი­ე­რე­ბის დო­ნის გან­სა­ზღვრაა, პირ­ველ ად­გილს რე­ი­ტინ­გში ფი­ნე­თი იკა­ვებს. კვლე­ვა კო­ნექ­ტი­კუ­ტის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­მა ჩა­ა­ტა­რა და მისი ავ­ტო­რი ჯონ მი­ლე­რია. World's Most Literate Nations კვლე­ვა­ში 61 ქვეყ­ნის მო­ნა­ცე­მე­ბია გა­ა­ნა­ლი­ზე­ბუ­ლი და მისი მი­ხედ­ვით წიგ­ნი­ე­რე­ბის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ნორ­დი­კულ ქვეყ­ნებ­შია.

რაც შე­ე­ხე­ბა კრი­ტე­რი­უ­მებს, რო­მელ­თა სა­ფუძ­ველ­ზეც რე­ი­ტინ­გი დგე­ბა, ესე­ნია: წერა-კი­თხვის გავ­რცე­ლე­ბის დონე ქვე­ყა­ნა­ში, ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბი­სა და ინ­ტერ­ნე­ტის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა, ტეს­ტებ­ში სტუ­დენ­ტე­ბის და მოს­წავ­ლე­ე­ბის ნაჩ­ვე­ნე­ბი შე­დე­გე­ბი. ასე­ვე, ე.წ. "წიგ­ნი­ე­რე­ბის ქცე­ვა", რო­მე­ლიც მთა­ვა­რი გან­მსა­ზღვრე­ლია, რო­გორც ცალ­კე­უ­ლი პი­როვ­ნე­ბის წარ­მა­ტე­ბის, ასე­ვე - ერის ცოდ­ნა­ზე დამ­ყა­რე­ბუ­ლი ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბის, რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის გლო­ბა­ლურ მო­მა­ვალს გან­სა­ზღვრავს.

კვლე­ვა­ში მო­ნა­წი­ლე 61 ქვე­ყა­ნას შო­რის, პირ­ველ ად­გილ­ზე ფი­ნე­თი მოხ­ვდა, ბოლო ად­გი­ლი - ბოც­ვა­ნას ხვდა წი­ლად. პირ­ვე­ლი ექ­ვსე­უ­ლი ნორ­დი­კუ­ლი ქვეყ­ნე­ბი­თაა და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი და მხო­ლოდ მეშ­ვი­დე ად­გილს იკა­ვებს აშშ. სა­ქარ­თვე­ლო კი კომ­პლექ­სუ­რი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბით, წიგ­ნი­ე­რე­ბის რე­ი­ტინ­გში 51-ე ად­გილ­ზეა. რაც შე­ე­ხე­ბა მე­ზო­ბელ ქვეყ­ნებს: 50-ე ად­გილ­ზეა თურ­ქე­თი, ხოლო რუ­სე­თი - 27-ზე.

ქვეყ­ნე­ბის ვრცე­ლი სია ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა:

მომ­ზა­დე­ბუ­ლია washingtonpost.com-ის მი­ხედ­ვით

Georgia ranks 51-st among Most Literate Nations in the world

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

მოსახლეობის წიგნიერების დონით საქართველო მსოფლიოში 51-ე ადგილზეა

მოსახლეობის წიგნიერების დონით საქართველო მსოფლიოში 51-ე ადგილზეა

ახალი კვლევის მიხედვით, რომლის მიზანიც მსოფლიოს მასშტაბით წიგნიერების დონის განსაზღვრაა, პირველ ადგილს რეიტინგში ფინეთი იკავებს. კვლევა კონექტიკუტის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ჩაატარა და მისი ავტორი ჯონ მილერია. World's Most Literate Nations კვლევაში 61 ქვეყნის მონაცემებია გაანალიზებული და მისი მიხედვით წიგნიერების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ნორდიკულ ქვეყნებშია.

რაც შეეხება კრიტერიუმებს, რომელთა საფუძველზეც რეიტინგი დგება, ესენია: წერა-კითხვის გავრცელების დონე ქვეყანაში, ბიბლიოთეკებისა და ინტერნეტის ხელმისაწვდომობა, ტესტებში სტუდენტების და მოსწავლეების ნაჩვენები შედეგები. ასევე, ე.წ. "წიგნიერების ქცევა", რომელიც მთავარი განმსაზღვრელია, როგორც ცალკეული პიროვნების წარმატების, ასევე - ერის ცოდნაზე დამყარებული ეკონომიკის განვითარების, რაც საზოგადოების გლობალურ მომავალს განსაზღვრავს.

კვლევაში მონაწილე 61 ქვეყანას შორის, პირველ ადგილზე ფინეთი მოხვდა, ბოლო ადგილი - ბოცვანას ხვდა წილად. პირველი ექვსეული ნორდიკული ქვეყნებითაა დაკომპლექტებული და მხოლოდ მეშვიდე ადგილს იკავებს აშშ. საქართველო კი კომპლექსური მაჩვენებლებით, წიგნიერების რეიტინგში 51-ე ადგილზეა. რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს: 50-ე ადგილზეა თურქეთი, ხოლო რუსეთი - 27-ზე.

ქვეყნების ვრცელი სია ასე გამოიყურება:

მომზადებულია washingtonpost.com-ის მიხედვით

Georgia ranks 51-st among Most Literate Nations in the world

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ