სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
მოზაიკა
Faceამბები
საზოგადოება
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ელით ევროკავშირის ქვეყნებში არალეგალურად მცხოვრებ ქართველებს უვიზო რეჟიმის პირობებში
რა ელით ევროკავშირის ქვეყნებში არალეგალურად მცხოვრებ ქართველებს უვიზო რეჟიმის პირობებში

ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტი დღეს უყ­რის კენ­ჭს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის უვი­ზო მი­მოს­ვლის რე­ჟი­მის შე­მო­ღე­ბას.

12 იან­ვარს ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის სა­მო­ქა­ლა­ქო თა­ვი­სუფ­ლე­ბა­თა, მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბი­სა და სა­ში­ნაო საქ­მე­თა კო­მი­ტეტ­მა (LIBE) სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის უვი­ზო მი­მოს­ვლას მხა­რი და­უ­ჭი­რა. კენ­ჭისყრა­ში 45-მა დე­პუ­ტატ­მა მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. აქე­დან 42-მა სა­ქარ­თვე­ლოს ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ას მხა­რი და­უ­ჭი­რა, 2-მა წი­ნა­აღ­მდეგ მის­ცა ხმა, 1-მა კი თავი შე­ი­კა­ვა.

2016 წლის 13 დე­კემ­ბერს ევ­რო­კავ­ში­რის საბ­ჭოს მუდ­მი­ვი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის კო­მი­ტეტ­მა (Coreper) და­ა­დას­ტუ­რა ევ­რო­კავ­ში­რის საბ­ჭოს მიერ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტთან მიღ­წე­უ­ლი შე­თან­ხმე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის მი­ნი­ჭე­ბის სა­კი­თხზე.

უვი­ზო მი­მოს­ვლის რე­ჟი­მის შე­მო­ღე­ბა ნიშ­ნავს, რომ ბი­ო­მეტ­რი­უ­ლი პას­პორ­ტე­ბის მქო­ნე სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი შენ­გე­ნის ზო­ნის ქვეყ­ნებ­ში უვი­ზო მი­მოს­ვლით 180 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მაქ­სი­მა­ლუ­რი, 90 დღის ვა­დით ისარ­გებ­ლე­ბენ.

უვი­ზო რე­ჟი­მი გუ­ლის­ხმობს თა­ვი­სუ­ფალ გა­და­ად­გი­ლე­ბას შენ­გე­ნის ზო­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს ევ­რო­კავ­ში­რის 22 წევრ ქვე­ყა­ნას, ევ­რო­კავ­ში­რის 4 არა­წევრ ქვე­ყა­ნას და შენ­გე­ნის 4 კან­დი­დატ ქვე­ყა­ნას.

სა­ზღვარ­გა­რეთ მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლე­ბის თხოვ­ნით, AMBEBI.GE და­ინ­ტე­რეს­და, უვი­ზო რე­ჟი­მის ამოქ­მე­დე­ბის შემ­დეგ ამოქ­მედ­დე­ბა თუ არა რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წესი სა­ქარ­თვე­ლო­დან ევ­რო­კავ­ში­რის წევრ ქვეყ­ნებ­ში არა­ლე­გა­ლუ­რად წა­სუ­ლი ქარ­თვე­ლე­ბის­თვის. რო­გორც სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გან­გვი­მარ­ტეს, არა­ლე­გა­ლუ­რად წა­სუ­ლი ქარ­თვე­ლე­ბის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წესი არ ამოქ­მედ­დე­ბა და ასე­თი პი­რე­ბის არა­ლე­გა­ლუ­რად ყოფ­ნის აღ­მო­ჩე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, ისი­ნი გა­ძე­ვე­ბულ იქ­ნე­ბი­ან ქვეყ­ნი­დან და აეკ­რძა­ლე­ბათ შენ­გე­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შეს­ვლა უვი­ზო რე­ჟი­მის მი­უ­ხე­და­ვად.

"უვი­ზო რე­ჟი­მით სარ­გებ­ლო­ბას შეძ­ლე­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ფლო­ბენ ბი­ო­მეტ­რი­ულ პას­პორ­ტს. უვი­ზო მი­მოს­ვლის რე­ჟი­მი გავ­რცელ­დე­ბა მხო­ლოდ მოკ­ლე­ვა­დი­ან ვი­ზი­ტებ­ზე, რაც ნიშ­ნავს იმას, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეს უფ­ლე­ბა ექ­ნე­ბა დაჰ­ყოს ევ­რო­კავ­ში­რის/შენ­გე­ნის წევ­რი შე­სა­ბა­მი­სი ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ნე­ბის­მი­ე­რი 180 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­უ­მე­ტეს 90 დღი­სა. 90-დღი­ან პე­რი­ოდ­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია მრა­ვალ­ჯე­რა­დი შეს­ვლა ევ­რო­კავ­ში­რის/შენ­გე­ნის წევ­რი ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, მაგ­რამ ვი­ზი­ტის ხან­გრძლი­ვო­ბა არ უნდა აღე­მა­ტე­ბო­დეს ჯამ­ში 90 დღეს უკა­ნას­კნე­ლი 180 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში. უვი­ზო მი­მოს­ვლის რე­ჟი­მი არ შე­ე­ხე­ბა გრძელ­ვა­დი­ან ვი­ზი­ტებს, მა­გა­ლი­თად, უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის ან და­საქ­მე­ბის მიზ­ნით.

ევ­რო­კავ­ში­რის/შენ­გე­ნის წევ­რი ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ხან­გრძლი­ვი პე­რი­ო­დით გამ­გზავ­რე­ბის სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში, ისევ იმოქ­მე­დებს სა­ვი­ზო რე­ჟი­მი და სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა ვი­ზის მი­სა­ღე­ბად უნდა მი­მარ­თონ სა­ქარ­თვე­ლო­ში აკ­რე­დი­ტე­ბულ შე­სა­ბა­მი­სი ქვეყ­ნის სა­კონ­სუ­ლოს. ევ­რო­კავ­ში­რის/შენ­გე­ნის წევრ ქვეყ­ნებ­ში ყოფ­ნის 90 დღის (180 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში) ვა­დის გას­ვლამ­დე სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქემ უნდა და­ტო­ვოს შენ­გე­ნის ტე­რი­ტო­რია. ამ ქვეყ­ნებ­ში 90 დღე გა­დაბ­მუ­ლად ყოფ­ნის შემ­თხვე­ვა­ში ხე­ლახ­ლა გამ­გზავ­რე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა შენ­გე­ნის ზო­ნის და­ტო­ვე­ბი­დან 90 დღის გას­ვლის შემ­დეგ.

90-დღი­ა­ნი ვა­დის გა­და­ცი­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ევ­რო­კავ­ში­რის/შენ­გე­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ყოფ­ნა ჩა­ით­ვლე­ბა არა­ლე­გა­ლუ­რად. ასე­თი პირი გა­ძე­ვე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ქვეყ­ნი­დან და აეკ­რძა­ლე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის/შენ­გე­ნის წევ­რი ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შეს­ვლა 5 წლამ­დე ვა­დით. ყო­ვე­ლი­ვე ზე­მოთთ­ქმუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც უკვე იმ­ყო­ფე­ბი­ან არა­ლე­გა­ლუ­რად ევ­რო­კავ­ში­რის/შენ­გე­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, უვი­ზო მი­მოს­ვლის რე­ჟი­მით ვერ ისარ­გებ­ლე­ბენ და მათ­ზე არა­ვი­თა­რი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წესი არ გავ­რცელ­დე­ბა. ასე­თი პი­რე­ბის არა­ლე­გა­ლუ­რად ყოფ­ნის აღ­მო­ჩე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, ისი­ნი გა­ძე­ვე­ბულ იქ­ნე­ბი­ან ქვეყ­ნი­დან და აეკ­რძა­ლე­ბათ შენ­გე­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შეს­ვლა უვი­ზო მი­მოს­ვლის რე­ჟი­მის მი­უ­ხე­და­ვად", - გა­ნუ­ცხა­დეს AMBEBI.GE-ს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში.

ამას­თან, იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი უცხო­ეთ­ში არა­ლე­გა­ლუ­რად მცხოვ­რებ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს ურ­ჩევს, თუ შე­საძ­ლე­ბე­ლია თა­ვი­ან­თი ვი­თა­რე­ბის და­კა­ნო­ნე­ბა მო­ახ­დი­ნონ, თუ არა, მა­შინ უვი­ზო მი­მოს­ვლის ამოქ­მე­დე­ბის შემ­დეგ კა­ნო­ნი­ე­რად შე­ვიდ­ნენ ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნებ­ში.

"ყვე­ლას შეგ­ხვედ­რი­ათ ალ­ბათ ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე, რო­მე­ლიც არა­ლე­გა­ლუ­რად ცხოვ­რობს ევ­რო­კავ­ში­რის ქვე­ყა­ნა­ში. ყო­ფი­ლა ისე­თი ტრა­გი­კუ­ლი სი­ტუ­ა­ცია, რო­დე­საც იმის ში­შით, რომ თუ სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­დე­ბა, უკან ვე­ღარ შევა, სა­კუ­თა­რი ოჯა­ხის წევ­რის გას­ვე­ნე­ბა­შიც არ ჩა­მო­სუ­ლა. პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი იქ­ნე­ბო­და ის, რომ ალ­ბათ იმ ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც ისი­ნი არი­ან, სას­წრა­ფოდ გა­დად­გან ნა­ბი­ჯე­ბი და თა­ვი­ან­თი ვი­თა­რე­ბის და­კა­ნო­ნე­ბა მო­ახ­დი­ნონ თუ ეს შე­საძ­ლე­ბე­ლია. თუ ეს შე­უძ­ლე­ბე­ლია, მა­შინ შე­ე­ცა­დონ, რომ უკვე რო­დე­საც დად­გე­ბა უვი­ზოდ მი­მოს­ვლის დღე, ახალ პი­რო­ბებ­ში კა­ნო­ნი­ე­რად შე­ვიდ­ნენ ევ­რო­კავ­ში­რის ქვე­ყა­ნა­ში. თუმ­ცა პრობ­ლე­მა ის არის, რომ უვი­ზოდ მი­მოს­ვლა არ ნიშ­ნავს ევ­რო­კავ­ში­რის ქვე­ყა­ნა­ში ცხოვ­რე­ბას", - გა­ნა­ცხა­და წუ­ლუ­კი­ან­მა.

თეა ბე­ჟი­ტაშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

რა ელით ევროკავშირის ქვეყნებში არალეგალურად მცხოვრებ ქართველებს უვიზო რეჟიმის პირობებში

რა ელით ევროკავშირის ქვეყნებში არალეგალურად მცხოვრებ ქართველებს უვიზო რეჟიმის პირობებში

ევროპარლამენტი დღეს უყრის კენჭს საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას.

12 იანვარს ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტმა (LIBE) საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლას მხარი დაუჭირა. კენჭისყრაში 45-მა დეპუტატმა მიიღო მონაწილეობა. აქედან 42-მა საქართველოს ვიზალიბერალიზაციას მხარი დაუჭირა, 2-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, 1-მა კი თავი შეიკავა.

2016 წლის 13 დეკემბერს ევროკავშირის საბჭოს მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტმა (Coreper) დაადასტურა ევროკავშირის საბჭოს მიერ ევროპარლამენტთან მიღწეული შეთანხმება საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხზე.

უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღება ნიშნავს, რომ ბიომეტრიული პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლით 180 დღის განმავლობაში მაქსიმალური, 90 დღის ვადით ისარგებლებენ.

უვიზო რეჟიმი გულისხმობს თავისუფალ გადაადგილებას შენგენის ზონის ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანას, ევროკავშირის 4 არაწევრ ქვეყანას და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანას.

საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველების თხოვნით, AMBEBI.GE დაინტერესდა, უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ ამოქმედდება თუ არა რაიმე განსაკუთრებული წესი საქართველოდან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არალეგალურად წასული ქართველებისთვის. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში განგვიმარტეს, არალეგალურად წასული ქართველებისთვის განსაკუთრებული წესი არ ამოქმედდება და ასეთი პირების არალეგალურად ყოფნის აღმოჩენის შემთხვევაში, ისინი გაძევებულ იქნებიან ქვეყნიდან და აეკრძალებათ შენგენის ტერიტორიაზე შესვლა უვიზო რეჟიმის მიუხედავად.

"უვიზო რეჟიმით სარგებლობას შეძლებენ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ ბიომეტრიულ პასპორტს. უვიზო მიმოსვლის რეჟიმი გავრცელდება მხოლოდ მოკლევადიან ვიზიტებზე, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მოქალაქეს უფლება ექნება დაჰყოს ევროკავშირის/შენგენის წევრი შესაბამისი ქვეყნის ტერიტორიაზე ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში არაუმეტეს 90 დღისა. 90-დღიან პერიოდში შესაძლებელია მრავალჯერადი შესვლა ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე, მაგრამ ვიზიტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს ჯამში 90 დღეს უკანასკნელი 180 დღის განმავლობაში. უვიზო მიმოსვლის რეჟიმი არ შეეხება გრძელვადიან ვიზიტებს, მაგალითად, უმაღლესი განათლების მიღების ან დასაქმების მიზნით.

ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე ხანგრძლივი პერიოდით გამგზავრების სურვილის შემთხვევაში, ისევ იმოქმედებს სავიზო რეჟიმი და საქართველოს მოქალაქეებმა ვიზის მისაღებად უნდა მიმართონ საქართველოში აკრედიტებულ შესაბამისი ქვეყნის საკონსულოს. ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში ყოფნის 90 დღის (180 დღის განმავლობაში) ვადის გასვლამდე საქართველოს მოქალაქემ უნდა დატოვოს შენგენის ტერიტორია. ამ ქვეყნებში 90 დღე გადაბმულად ყოფნის შემთხვევაში ხელახლა გამგზავრება შესაძლებელი იქნება შენგენის ზონის დატოვებიდან 90 დღის გასვლის შემდეგ.

90-დღიანი ვადის გადაცილების შემთხვევაში, ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე ყოფნა ჩაითვლება არალეგალურად. ასეთი პირი გაძევებული იქნება ქვეყნიდან და აეკრძალება ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა 5 წლამდე ვადით. ყოველივე ზემოთთქმულიდან გამომდინარე, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც უკვე იმყოფებიან არალეგალურად ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე, უვიზო მიმოსვლის რეჟიმით ვერ ისარგებლებენ და მათზე არავითარი განსაკუთრებული წესი არ გავრცელდება. ასეთი პირების არალეგალურად ყოფნის აღმოჩენის შემთხვევაში, ისინი გაძევებულ იქნებიან ქვეყნიდან და აეკრძალებათ შენგენის ტერიტორიაზე შესვლა უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მიუხედავად", - განუცხადეს AMBEBI.GE-ს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ამასთან, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უცხოეთში არალეგალურად მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს ურჩევს, თუ შესაძლებელია თავიანთი ვითარების დაკანონება მოახდინონ, თუ არა, მაშინ უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ კანონიერად შევიდნენ ევროკავშირის ქვეყნებში.

"ყველას შეგხვედრიათ ალბათ ჩვენი მოქალაქე, რომელიც არალეგალურად ცხოვრობს ევროკავშირის ქვეყანაში. ყოფილა ისეთი ტრაგიკული სიტუაცია, როდესაც იმის შიშით, რომ თუ საქართველოში დაბრუნდება, უკან ვეღარ შევა, საკუთარი ოჯახის წევრის გასვენებაშიც არ ჩამოსულა. პირველი ნაბიჯი იქნებოდა ის, რომ ალბათ იმ ქვეყანაში, სადაც ისინი არიან, სასწრაფოდ გადადგან ნაბიჯები და თავიანთი ვითარების დაკანონება მოახდინონ თუ ეს შესაძლებელია. თუ ეს შეუძლებელია, მაშინ შეეცადონ, რომ უკვე როდესაც დადგება უვიზოდ მიმოსვლის დღე, ახალ პირობებში კანონიერად შევიდნენ ევროკავშირის ქვეყანაში. თუმცა პრობლემა ის არის, რომ უვიზოდ მიმოსვლა არ ნიშნავს ევროკავშირის ქვეყანაში ცხოვრებას", - განაცხადა წულუკიანმა.

თეა ბეჟიტაშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია