შემზარავი არსებები, რომლებიც სინამდვილეში ადამიანებს არ ერჩიან

შემზარავი არსებები, რომლებიც სინამდვილეში ადამიანებს არ ერჩიან

ადამიანებს ყოველთვის გვეშინია იმის, რის შესახებაც არაფერი ვიცით. ყოველი ჩვენგანი 100%-ით დარწმუნებულია, რომ ეს ხუთი არსება ძალიან საშიშია და მათთან შეხება ფატალურ შედეგებს იწვევს. სინამდვილეში, ასე სულაც არ არის. წარმოგიდგენთ აბსოლუტურად უწყინარ არსებებს, რომლებსაც უფრო მეტად ეშინიათ ჩვენი, ვიდრე ჩვენ - მათი.

ღამურები

ცნობილები თავიანთი ბასრი ეშვებით და იმით, რომ ამ ეშვებით ღამღამობით თავიანთი მსხვერპლის სისხლს სვამენ. სინამდვილეში, ეს სისხლისმწოველები უპირატესობას ანიჭებენ თხებს და სხვა შინაურ ცხოველებს, ადამიანს საკვებად "არ განიხილავენ".

ტარანტულა

ტარანტულები ყველაზე დიდი ობობები არიან მსოფლიოში, რომლებსაც ყველაზე დიდი ეშვები აქვთ. სინამდვილეში კი მათ ადამიანები სულ არ აღელვებთ. სხვა ულტრაშხამიანი ობობებისგან განსხვავებით, ტარანტულას ნაკბენისგან მიყენებული ზიანი ფუტკრის ნაკბენის ექვივალენტურია.

ყორანი

თუ მკვდარი არ ხართ, მაშინ არც არაფერია საშიში, ყორნებს ცოცხალი არსებები არ აინტერესებთ.

გიგანტური ზვიგენი

თავის შემზარავი სახელის და გარეგნობის მიუხედავად, გიგანტური ზვიგენები წყალმცენარეებით იკვებებიან.

გიგანტური აფრიკული მუხლუხო

ეს ჯიში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მრავალფეხა მწერია მსოფლიოში და მიუხედავად იმისა, რომ მის დანახვაზე იფიქრებთ, რომ სადღაც უნდა შეგიძვრეთ და თქვენი შიგნეულობით გამოძღეს, სინამდვილეში ისინი ძალიან მეგობრულები არიან.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს