საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"წყეულ და შეჩვენებულ იქმნეს..." - ვინ არიან ცნობილი ქართველები, რომლებიც ბასილ მკალავიშვილმა ანათემას გადასცა
"წყეულ და შეჩვენებულ იქმნეს..." - ვინ არიან ცნობილი ქართველები, რომლებიც ბასილ მკალავიშვილმა ანათემას გადასცა

"წყე­ულ და შეჩ­ვე­ნე­ბულ იქ­მნეს ბო­კე­რია მე­უღ­ლით, გიგი თევ­ზა­ძე, ირაკ­ლი დე­ი­სა­ძე, ნი­ნია კა­კა­ბა­ძე, თეა თუთ­ბე­რი­ძე, ზაზა ბურ­ჭუ­ლა­ძე, ლაშა ბუ­ღა­ძე, ზუ­რაბ ქა­რუ­მი­ძე და ყვე­ლა ის პი­როვ­ნე­ბა, ვინც ებ­რძვის მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბას" - ვკი­თხუ­ლობთ ბა­სილ მკა­ლა­ვიშ­ვი­ლის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ მი­მარ­თვა­ში, რო­მე­ლიც მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ეკ­ლე­სი­ი­დან განკვე­თილ­მა სა­სუ­ლი­ე­რო პირ­მა 2016 წლის იან­ვარ­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა ფე­ის­ბუ­ქის პი­რად გვერ­დზე.

"მი­მარ­თვა ქარ­თვე­ლი ერი­სად­მი" საკ­მა­ოდ ვრცე­ლია და მას­ში მკა­ლა­ვიშ­ვი­ლი არა­მარ­ტო სა­ე­რო, არა­მედ სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებ­საც მი­მარ­თავს: "მივ­მარ­თავ სა­პატ­რი­არ­ქოს თბილ სა­ვარ­ძლებ­ში, ჯი­პებ­ში მო­კა­ლა­თე­ბულ სა­სუ­ლი­ე­რო პირთ - რა­ტომ გაქვთ პირ­ში წყა­ლი ჩა­გუ­ბე­ბუ­ლი. რა­ტომ არ ფიქ­რობთ იმა­ზე, რო­გორ გვი­გი­ნე­ბენ მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბას, თვით უფალს და ყვე­ლა სა­ეკ­ლე­სიო დღე­სას­წა­უ­ლებს, რა­ტომ არ მი­ა­გებთ სა­მა­გი­ე­როს სამ­შობ­ლოს მო­ღა­ლა­ტე­ებს: ნი­ნია, ირაკ­ლი კა­კა­ბა­ძე­ებს (ნი­ნია კა­კა­ბა­ძე მორ­წმუ­ნე­ებს ექ­სტრე­მის­ტებს და კერ­პთ­თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებს უწო­დებს), დე­ი­სა­ძეს, გიგი თევ­ზა­ძეს, ლაშა ბუ­ღა­ძეს, რატი ამაღ­ლო­ბელს, ბო­კე­რი­ა­სა და მის მე­უღ­ლეს. ესე­ნი და უამ­რა­ვი სხვე­ბი ხომ ქარ­თულ ეკ­ლე­სი­ას, სარ­წმუ­ნო­ე­ბას ებ­რძვი­ან. ხალ­ხი თქვენ შე­მოგ­ყუ­რებთ, რათა პა­სუ­ხი მი­ა­გოთ მათ უკი­დე­გა­ნო აღ­ვი­რახ­სნი­ლო­ბას. გარ­კვე­უ­ლი კომ­პრო­მა­ტე­ბის გამო დუმ­ხართ, რაც ღა­ლა­ტის ტოლ­ფა­სია" - წერს მკა­ლა­ვიშ­ვი­ლი მი­მარ­თვა­ში.

გლ­და­ნის ივე­რი­ის ღვთის­მშობ­ლის ტაძ­რის წი­ნამ­ძღვა­რი წე­რილ­ში პარ­ლა­მენ­ტის იმ წევ­რებ­საც მო­იხ­სე­ნი­ებს, რომ­ლე­ბიც "სარ­წმუ­ნო­ე­ბის მტრე­ბი და ამე­რი­კის ყურ­მოჭ­რი­ლი მო­ნე­ბი არი­ან". "არც ერთ პარ­ტი­ას ენ­დო­ბა ქარ­თვე­ლი ერი, ისე იქ­ცე­ვი­ან, ვერ გა­ი­გებ ვისი დაკ­ვე­თით მოქ­მე­დე­ბენ. ერთი კი ფაქ­ტია, რომ ისი­ნი არი­ან პი­რა­დი, დრო­ე­ბი­თი ცხოვ­რე­ბის მო­წყო­ბით და­კა­ვე­ბულ­ნი, სარ­წმუ­ნო­ე­ბა სა­ერ­თოდ არ აინ­ტე­რე­სებთ. ფაქ­ტი სა­ხე­ზეა, რომ სა­ხელ­მწი­ფოს მარ­თავს ათე­ის­ტი პარ­ტია რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბის სა­ხით. ყო­ვე­ლი­ვე ეს იმა­ზე მე­ტყვე­ლებს, რომ ღია ომი გა­მო­უ­ცხა­დეს მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბას, ერის ტრა­დი­ცი­ებს, წი­ნა­პარ­თა ნა­მოღ­ვა­წარს" - წე­რია მი­მარ­თვა­ში.

ვრცე­ლი წე­რი­ლის და­სას­რულს კი სა­სუ­ლი­ე­რო პირი საქ­მე­ზე გა­და­დის და ზე­მოთ­მოხ­სე­ნი­ე­ბულ პი­რებს ანა­თე­მა­ზე გა­დას­ცემს: "ეფე­სოს III მსოფ­ლიო კრე­ბის მე-7 კა­ნო­ნი გვამ­ცნობს: " ... ის, ვინც წინ აღუდ­გე­ბა ნი­კე­ის I მსოფ­ლიო კრე­ბის დად­გე­ნი­ლე­ბას და ებ­რძვის მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბას, ერის­კაც­ნი შეჩ­ვე­ნე­ბულ იქ­მნეს". მე ვი­სარ­გებ­ლებ მსოფ­ლიო კრე­ბე­ბის დად­გე­ნი­ლი დიდი სჯუ­ლის კა­ნო­ნით და ანა­თე­მას გა­დავ­ცემ სარ­წმუ­ნო­ე­ბის მო­ღა­ლა­ტე­ებს: წყე­ულ და შეჩ­ვენ­ბულ იქ­მნეს ბო­კე­რია მე­უღ­ლით, გიგი თევ­ზა­ძე, ირაკ­ლი დე­ი­სა­ძე, ნი­ნია კა­კა­ბა­ძე, თეა თუთ­ბე­რი­ძე, ზაზა ბურ­ჭუ­ლა­ძე, ლაშა ბუ­ღა­ძე, ზუ­რაბ ქა­რუ­მი­ძე და ყვე­ლა ის პი­როვ­ნე­ბა, ვინც ებ­რძვის მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბას. ანა­თე­მა ძა­ლა­შია 2016 წლის 14 იან­ვრი­დან, სა­ნამ პი­რა­დად არ მოვ­ლენ ეს პი­როვ­ნე­ბე­ბი ჩემ­თან და არ მო­ი­ნა­ნი­ე­ბენ თა­ვი­ანთ ცოდ­ვებს (რათა მო­მა­ვალ თა­ო­ბა­ზე არ გა­და­ვი­დეს)" - ვკი­თხუ­ლობთ მი­მარ­თვა­ში.

კო­მენ­ტა­რებ­ში მკა­ლა­ვიშ­ვი­ლის მრევ­ლის წევ­რე­ბი გა­მო­ფხიზ­ლე­ბის­კენ მო­უ­წო­დე­ბენ სა­ზო­გა­დო­ე­ბას და მხარ­და­ჭე­რას უცხა­დე­ბენ წი­ნამ­ძღვარს: "ანა­თე­მას გა­და­ე­ცით ვინც ბი­უ­ჯეტს შე­ეჩ­ვია.და ხრა­ვენ სა­პატ­რი­არ­ქოს ქო­ნე­ბა და­უ­რიგ­დეს გლა­ხაკთ ქრის­ტეს სა­ხე­ლით"; "სრუ­ლი სი­მარ­თლე 100%!!!"; "მა­მაო გე­ნაც­ვა­ლე ძლი­ერ სულ­ში გმერ­ტმა ამ­რავ­ლოს შე­ნის­თა­ნა მა­მა­ო­ე­ბი რომ ეშ­ვე­ლოს ქვე­ყა­ნას!" - წე­რენ კო­მენ­ტა­რებ­ში ბა­სილ მკა­ლა­ვიშ­ვი­ლის მიმ­დევ­რე­ბი.

წა­ი­კი­თხეთ: რას პა­სუ­ხო­ბენ "შეჩ­ვე­ნე­ბუ­ლი" თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი და თეა თუთ­ბე­რი­ძე ბა­სილ მკა­ლა­ვიშ­ვილს

გიული
0

დაგერხაათ ჭინკებოოო.მოიდა ბასილაააა.

"წყეულ და შეჩვენებულ იქმნეს..." - ვინ არიან ცნობილი ქართველები, რომლებიც ბასილ მკალავიშვილმა ანათემას გადასცა

"წყეულ და შეჩვენებულ იქმნეს..." - ვინ არიან ცნობილი ქართველები, რომლებიც ბასილ მკალავიშვილმა ანათემას გადასცა

"წყეულ და შეჩვენებულ იქმნეს ბოკერია მეუღლით, გიგი თევზაძე, ირაკლი დეისაძე, ნინია კაკაბაძე, თეა თუთბერიძე, ზაზა ბურჭულაძე, ლაშა ბუღაძე, ზურაბ ქარუმიძე და ყველა ის პიროვნება, ვინც ებრძვის მართლმადიდებლობას" - ვკითხულობთ ბასილ მკალავიშვილის მიერ გავრცელებულ მიმართვაში, რომელიც მართლმადიდებლური ეკლესიიდან განკვეთილმა სასულიერო პირმა 2016 წლის იანვარში გამოაქვეყნა ფეისბუქის პირად გვერდზე.

"მიმართვა ქართველი ერისადმი" საკმაოდ ვრცელია და მასში მკალავიშვილი არამარტო საერო, არამედ სასულიერო პირებსაც მიმართავს: "მივმართავ საპატრიარქოს თბილ სავარძლებში, ჯიპებში მოკალათებულ სასულიერო პირთ - რატომ გაქვთ პირში წყალი ჩაგუბებული. რატომ არ ფიქრობთ იმაზე, როგორ გვიგინებენ მართლმადიდებლობას, თვით უფალს და ყველა საეკლესიო დღესასწაულებს, რატომ არ მიაგებთ სამაგიეროს სამშობლოს მოღალატეებს: ნინია, ირაკლი კაკაბაძეებს (ნინია კაკაბაძე მორწმუნეებს ექსტრემისტებს და კერპთთაყვანისმცემლებს უწოდებს), დეისაძეს, გიგი თევზაძეს, ლაშა ბუღაძეს, რატი ამაღლობელს, ბოკერიასა და მის მეუღლეს. ესენი და უამრავი სხვები ხომ ქართულ ეკლესიას, სარწმუნოებას ებრძვიან. ხალხი თქვენ შემოგყურებთ, რათა პასუხი მიაგოთ მათ უკიდეგანო აღვირახსნილობას. გარკვეული კომპრომატების გამო დუმხართ, რაც ღალატის ტოლფასია" - წერს მკალავიშვილი მიმართვაში.

გლდანის ივერიის ღვთისმშობლის ტაძრის წინამძღვარი წერილში პარლამენტის იმ წევრებსაც მოიხსენიებს, რომლებიც "სარწმუნოების მტრები და ამერიკის ყურმოჭრილი მონები არიან". "არც ერთ პარტიას ენდობა ქართველი ერი, ისე იქცევიან, ვერ გაიგებ ვისი დაკვეთით მოქმედებენ. ერთი კი ფაქტია, რომ ისინი არიან პირადი, დროებითი ცხოვრების მოწყობით დაკავებულნი, სარწმუნოება საერთოდ არ აინტერესებთ. ფაქტი სახეზეა, რომ სახელმწიფოს მართავს ათეისტი პარტია რესპუბლიკელების სახით. ყოველივე ეს იმაზე მეტყველებს, რომ ღია ომი გამოუცხადეს მართლმადიდებლობას, ერის ტრადიციებს, წინაპართა ნამოღვაწარს" - წერია მიმართვაში.

ვრცელი წერილის დასასრულს კი სასულიერო პირი საქმეზე გადადის და ზემოთმოხსენიებულ პირებს ანათემაზე გადასცემს: "ეფესოს III მსოფლიო კრების მე-7 კანონი გვამცნობს: " ... ის, ვინც წინ აღუდგება ნიკეის I მსოფლიო კრების დადგენილებას და ებრძვის მართლმადიდებლობას, ერისკაცნი შეჩვენებულ იქმნეს". მე ვისარგებლებ მსოფლიო კრებების დადგენილი დიდი სჯულის კანონით და ანათემას გადავცემ სარწმუნოების მოღალატეებს: წყეულ და შეჩვენბულ იქმნეს ბოკერია მეუღლით, გიგი თევზაძე, ირაკლი დეისაძე, ნინია კაკაბაძე, თეა თუთბერიძე, ზაზა ბურჭულაძე, ლაშა ბუღაძე, ზურაბ ქარუმიძე და ყველა ის პიროვნება, ვინც ებრძვის მართლმადიდებლობას. ანათემა ძალაშია 2016 წლის 14 იანვრიდან, სანამ პირადად არ მოვლენ ეს პიროვნებები ჩემთან და არ მოინანიებენ თავიანთ ცოდვებს (რათა მომავალ თაობაზე არ გადავიდეს)" - ვკითხულობთ მიმართვაში.

კომენტარებში მკალავიშვილის მრევლის წევრები გამოფხიზლებისკენ მოუწოდებენ საზოგადოებას და მხარდაჭერას უცხადებენ წინამძღვარს: "ანათემას გადაეცით ვინც ბიუჯეტს შეეჩვია.და ხრავენ საპატრიარქოს ქონება დაურიგდეს გლახაკთ ქრისტეს სახელით"; "სრული სიმართლე 100%!!!"; "მამაო გენაცვალე ძლიერ სულში გმერტმა ამრავლოს შენისთანა მამაოები რომ ეშველოს ქვეყანას!" - წერენ კომენტარებში ბასილ მკალავიშვილის მიმდევრები.

წაიკითხეთ: რას პასუხობენ "შეჩვენებული" თამარ ჩერგოლეიშვილი და თეა თუთბერიძე ბასილ მკალავიშვილს