საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აცრილი ცხოველის ნაკბენიც საშიშია!" - რომელი ცხოველის ნაკაწრია ყველაზე საშიში და რა უნდა იცოდეთ აუცილებლად!
"აცრილი ცხოველის ნაკბენიც საშიშია!" - რომელი ცხოველის ნაკაწრია ყველაზე საშიში და რა უნდა იცოდეთ აუცილებლად!

რა არის ცოფი? რო­მე­ლი ცხო­ვე­ლის ნა­კაწ­რი/კბე­ნა არის სა­ში­ში ადა­მი­ა­ნის­თვის? რა უნდა ვქნათ, თუ აც­რილ­მა ცხო­ველ­მა დაგ­ვკაწ­რა ან გვი­კ­ბი­ნა? - ამ და სხვა მე­ტად სა­ყუ­რა­დღე­ბო შე­კი­თხვებ­ზე პე­დი­ატ­რი­უ­ლი პრი­ვატ კლი­ნი­კის პე­დი­ატ­რი ქი­რურგ-რა­ბი­ო­ლო­გი მე­დეა ვა­ლაშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა.

- ცოფი, ანუ ჰიდრო­ფო­ბია, ტე­ტა­ნუს­თან ერ­თად მწვა­ვე ქი­რურ­გი­უ­ლი ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­აა, რო­მე­ლიც მიმ­დი­ნა­რე­ობს ცენ­ტრა­ლუ­რი ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბით და, რო­გორც წესი, სიკ­ვდი­ლით მთავ­რდე­ბა. მისი თა­ვი­დან აცი­ლე­ბის ერ­თა­დერ­თი გზა ან­ტი­რა­ბი­უ­ლი (ცო­ფის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო) აც­რე­ბის დრო­უ­ლი და კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ჩა­ტა­რე­ბაა.

სხვა ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის­გან გან­სხა­ვე­ბით, ცოფი თით­ქმის არ ვრცელ­დე­ბა, რად­გან ამ და­ა­ვა­დე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე სპე­ცი­ფი­კუ­რი პრო­ფი­ლაქ­ტი­კის მე­თო­დი საკ­მა­ოდ ეფექ­ტუ­რია და ცოფი გვხვდე­ბა მხო­ლოდ იმ პი­რებ­ში, რომ­ლებ­საც არ ჩა­უ­ტა­რე­ბი­ათ ან­ტი­რა­ბი­უ­ლი აც­რე­ბი, ან ჩა­ი­ტა­რეს, მაგ­რამ არას­რულ­ყო­ფი­ლად.

ადა­მი­ა­ნის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით სა­შიშ­ნი არი­ან: ღა­მუ­რე­ბი, ზა­ზუ­ნე­ბი, ვირ­თხე­ბი, მა­წან­წა­ლა ძაღ­ლე­ბი და კა­ტე­ბი, მგე­ლი, ტურა, მე­ლი­ე­ბი, მა­ი­მუ­ნი, ენო­ტი, ასე­ვე კუ, ზღარ­ბი, ციყ­ვი, კურ­დღე­ლი, ცხე­ნი, ვირი და სხვა

- რო­გორ, რა გზე­ბით აღ­წევს ინ­ფექ­ცია ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მში?

- ცოფი - გა­და­დის და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ან ვირუ­სის მა­ტა­რე­ბე­ლი ცხო­ვე­ლი­დან ადა­მი­ან­ზე. თუ ასეთ­მა ცხო­ველ­მა ადა­მი­ა­ნი დაკბი­ნა, და­კაწ­რა, ალო­კა ჭრი­ლო­ბა­ზე, ალო­კა ლორ­წო­ვან გარსზე, და­დორ­ბლა და­ზი­ა­ნე­ბულ კან­ზე – ამ გზე­ბით აღ­წევს ცოფი ორ­გა­ნიზ­მში.

რე­ა­ლუ­რი შემ­თხვე­ვა: 2015 წელს, ქუ­თა­ის­ში ძაღ­ლმა თვალ­ზე ალო­კა 7 წლის ბავ­შვი, მშობ­ლებ­მა არ წა­იყ­ვა­ნეს აც­რა­ზე, ბავ­შვი და­ი­ღუ­პა.

ჰა­ერ­წვე­თო­ვა­ნი გზით - იშ­ვი­ა­თია, მხო­ლოდ გა­მოქ­ვა­ბუ­ლებ­ში, სა­დაც ბუ­დო­ბენ ცო­ფით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ღა­მუ­რე­ბი. გა­ცი­ლე­ბით იშ­ვი­ა­თია ადა­მი­ა­ნებს შო­რის ურ­თი­ერ­თდა­ინ­ფი­ცი­რე­ბა. ცო­ფით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის უხვი ნერ­წყვით და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი კა­ნის ინ­ფი­ცი­რე­ბის შე­დე­გად და­საშ­ვე­ბია ერთი ადა­მი­ა­ნი­დან მე­ო­რე­ზე ცო­ფის გავ­რცე­ლე­ბა, რის გა­მოც უნდა ჩა­ტარ­დეს ან­ტი­რა­ბი­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა.

- რო­მე­ლი ცხო­ვე­ლის ნა­კაწ­რი/კბე­ნა არის სა­ში­ში ადა­მი­ა­ნის­თვის?

- ადა­მი­ა­ნის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით სა­შიშ­ნი არი­ან: ღა­მუ­რე­ბი, ზა­ზუ­ნე­ბი, ვირ­თხე­ბი, მა­წან­წა­ლა ძაღ­ლე­ბი და კა­ტე­ბი, მგე­ლი, ტურა, მე­ლი­ე­ბი, მა­ი­მუ­ნი, ენო­ტი, ასე­ვე კუ, ზღარ­ბი, ციყ­ვი, კურ­დღე­ლი, ცხე­ნი, ვირი და სხვა.

- თუ ცხო­ვე­ლი აც­რი­ლია, მა­ინც სა­ში­შია მისი ნა­ჩხაპ­ნი? ნაკ­ბე­ნი?

- კი. უკვე 2 წე­ლია ცხო­ვე­ლის აც­რი­ლო­ბას არ ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, გან­სა­კუთ­რე­ბით ბავ­შვებ­ში.

რე­ა­ლუ­რი შემ­თხვე­ვა: 1 წლის წინ, თემ­ქა­ზე, სა­კუ­თა­რი, აც­რი­ლი და ყვე­ლა­ნა­ი­რად მოვ­ლი­ლი ძაღ­ლის ნაკ­ბე­ნის გამო გარ­და­იც­ვა­ლა ექი­მი. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

"აცრილი ცხოველის ნაკბენიც საშიშია!" - რომელი ცხოველის ნაკაწრია ყველაზე საშიში და რა უნდა იცოდეთ აუცილებლად!

"აცრილი ცხოველის ნაკბენიც საშიშია!" - რომელი ცხოველის ნაკაწრია ყველაზე საშიში და რა უნდა იცოდეთ აუცილებლად!

რა არის ცოფი? რომელი ცხოველის ნაკაწრი/კბენა არის საშიში ადამიანისთვის? რა უნდა ვქნათ, თუ აცრილმა ცხოველმა დაგვკაწრა ან გვიკბინა? - ამ და სხვა მეტად საყურადღებო შეკითხვებზე პედიატრიული პრივატ კლინიკის პედიატრი ქირურგ-რაბიოლოგი მედეა ვალაშვილი გვესაუბრება.

- ცოფი, ანუ ჰიდროფობია, ტეტანუსთან ერთად მწვავე ქირურგიული ვირუსული ინფექციაა, რომელიც მიმდინარეობს ცენტრალური ნერვული სისტემის მძიმე დაზიანებით და, როგორც წესი, სიკვდილით მთავრდება. მისი თავიდან აცილების ერთადერთი გზა ანტირაბიული (ცოფის საწინააღმდეგო) აცრების დროული და კვალიფიციური ჩატარებაა.

სხვა ინფექციური დაავადებებისგან განსხავებით, ცოფი თითქმის არ ვრცელდება, რადგან ამ დაავადების თანამედროვე სპეციფიკური პროფილაქტიკის მეთოდი საკმაოდ ეფექტურია და ცოფი გვხვდება მხოლოდ იმ პირებში, რომლებსაც არ ჩაუტარებიათ ანტირაბიული აცრები, ან ჩაიტარეს, მაგრამ არასრულყოფილად.

ადამიანისთვის განსაკუთრებით საშიშნი არიან: ღამურები, ზაზუნები, ვირთხები, მაწანწალა ძაღლები და კატები, მგელი, ტურა, მელიები, მაიმუნი, ენოტი, ასევე კუ, ზღარბი, ციყვი, კურდღელი, ცხენი, ვირი და სხვა

- როგორ, რა გზებით აღწევს ინფექცია ადამიანის ორგანიზმში?

- ცოფი - გადადის დაავადებული ან ვირუსის მატარებელი ცხოველიდან ადამიანზე. თუ ასეთმა ცხოველმა ადამიანი დაკბინა, დაკაწრა, ალოკა ჭრილობაზე, ალოკა ლორწოვან გარსზე, დადორბლა დაზიანებულ კანზე – ამ გზებით აღწევს ცოფი ორგანიზმში.

რეალური შემთხვევა: 2015 წელს, ქუთაისში ძაღლმა თვალზე ალოკა 7 წლის ბავშვი, მშობლებმა არ წაიყვანეს აცრაზე, ბავშვი დაიღუპა.

ჰაერწვეთოვანი გზით - იშვიათია, მხოლოდ გამოქვაბულებში, სადაც ბუდობენ ცოფით ინფიცირებული ღამურები. გაცილებით იშვიათია ადამიანებს შორის ურთიერთდაინფიცირება. ცოფით დაავადებული ადამიანის უხვი ნერწყვით დაზიანებული კანის ინფიცირების შედეგად დასაშვებია ერთი ადამიანიდან მეორეზე ცოფის გავრცელება, რის გამოც უნდა ჩატარდეს ანტირაბიული მკურნალობა.

- რომელი ცხოველის ნაკაწრი/კბენა არის საშიში ადამიანისთვის?

- ადამიანისთვის განსაკუთრებით საშიშნი არიან: ღამურები, ზაზუნები, ვირთხები, მაწანწალა ძაღლები და კატები, მგელი, ტურა, მელიები, მაიმუნი, ენოტი, ასევე კუ, ზღარბი, ციყვი, კურდღელი, ცხენი, ვირი და სხვა.

- თუ ცხოველი აცრილია, მაინც საშიშია მისი ნაჩხაპნი? ნაკბენი?

- კი. უკვე 2 წელია ცხოველის აცრილობას არ ვითვალისწინებთ, განსაკუთრებით ბავშვებში.

რეალური შემთხვევა: 1 წლის წინ, თემქაზე, საკუთარი, აცრილი და ყველანაირად მოვლილი ძაღლის ნაკბენის გამო გარდაიცვალა ექიმი. წაიკითხეთ სრულად

"16 წლის ვიყავი, მამა და დედა რომ დაშორდნენ, რთული დრო იყო" - თეონა აქუბარდია ოჯახის წევრებზე, რთულ 90-იანებსა და პირველ ნაბიჯებზე პოლიტიკაში

18:00 საათის მონაცემებით, "ფაიზერის" ვაქცინაზე 134 400-მდე ადამიანი დარეგისტრირდა

“16-დან 18 წლამდე პირების “ფაიზერით“ ვაქცინაციისას მშობლის, ან მეურვის თანხმობა იქნება საჭირო” - თამარ გაბუნია