სამართალი
პოლიტიკა

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გოგი თოფაძის განცხადებებში პოლიტიკურ გააზრებას ემოციები სჭარბობს - გია ვოლსკი
გოგი თოფაძის განცხადებებში პოლიტიკურ გააზრებას ემოციები სჭარბობს - გია ვოლსკი

გოგი თო­ფა­ძის გან­ცხა­დე­ბებ­ში პო­ლი­ტი­კურ გა­აზ­რე­ბას ემო­ცი­ე­ბი სჭარ­ბობს, - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა ფრაქ­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თავ­მჯდო­მა­რე გია ვოლ­სკი თურ­ქეთ­თან და­კავ­ში­რე­ბით გოგი თო­ფა­ძის მიერ პარ­ლა­მენ­ტის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი კო­მი­ტე­ტე­ბის სხდო­მა­ზე გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბას.

"ეს იყო ემო­ცი­უ­რი გან­ცხა­დე­ბა, რომ­ლის უკან პო­ლი­ტი­კა არ დგას, თუმ­ცა ვფიქ­რობ, რომ პო­ლი­ტი­კოსს პო­ლი­ტი­კურ თე­მებ­ზე სა­უბ­რი­სას მეტი და­ფიქ­რე­ბა მარ­თებს. მით უფრო მა­შინ, როცა ქვეყ­ნის სტრა­ტე­გი­ულ პარტნი­ორ­სა და კე­თილ მე­ზო­ბელ­ზე სა­უბ­რობს", - გა­ნუ­ცხა­და "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გია ვოლ­სკიმ.

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა გოგი თო­ფა­ძემ დღეს, პარ­ლა­მენ­ტში ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრ კახა კა­ლა­ძის სა­კო­მი­ტე­ტო მოს­მე­ნი­სას უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მოთ­ქვა იმის გამო, რომ რუ­სე­თის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ოკუ­პა­ცი­ის გამო "გა­ზპ­რომ­თან" თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სა­კი­თხზე ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ნე­გა­ტი­უ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვს. თო­ფა­ძის თქმით, ეს გა­უ­გე­ბა­რია იმ ფონ­ზე, როცა უამ­რა­ვი "ნა­გა­ვი შე­მოგ­ვაქვს" თურ­ქე­თი­დან, რო­მელ­საც "ჩვე­ნი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი და­კა­ვე­ბუ­ლი" აქვს. "თურ­ქე­თი­დან, რომ ამ­დე­ნი ნა­გა­ვი შე­მო­აქვთ, იქ არ არის ჩვე­ნი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი და­კა­ვე­ბუ­ლი?, – გა­ნა­ცხა­და გოგი თო­ფა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

გოგი თოფაძის განცხადებებში პოლიტიკურ გააზრებას ემოციები სჭარბობს - გია ვოლსკი

გოგი თოფაძის განცხადებებში პოლიტიკურ გააზრებას ემოციები სჭარბობს - გია ვოლსკი

გოგი თოფაძის განცხადებებში პოლიტიკურ გააზრებას ემოციები სჭარბობს, - ასე ეხმაურება ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გია ვოლსკი თურქეთთან დაკავშირებით გოგი თოფაძის მიერ პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას.

"ეს იყო ემოციური განცხადება, რომლის უკან პოლიტიკა არ დგას, თუმცა ვფიქრობ, რომ პოლიტიკოსს პოლიტიკურ თემებზე საუბრისას მეტი დაფიქრება მართებს. მით უფრო მაშინ, როცა ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორსა და კეთილ მეზობელზე საუბრობს", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" გია ვოლსკიმ.

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა გოგი თოფაძემ დღეს, პარლამენტში ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის საკომიტეტო მოსმენისას უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის გამო "გაზპრომთან" თანამშრომლობის საკითხზე ქართულ საზოგადოებას ნეგატიური დამოკიდებულება აქვს. თოფაძის თქმით, ეს გაუგებარია იმ ფონზე, როცა უამრავი "ნაგავი შემოგვაქვს" თურქეთიდან, რომელსაც "ჩვენი ტერიტორიები დაკავებული" აქვს. "თურქეთიდან, რომ ამდენი ნაგავი შემოაქვთ, იქ არ არის ჩვენი ტერიტორიები დაკავებული?, – განაცხადა გოგი თოფაძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."