საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რომელ ქვეყნებთან არ იმოქმედებს უვიზო რეჟიმი - ევროკომისია ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ინფორმაციას აქვეყნებს
რომელ ქვეყნებთან არ იმოქმედებს უვიზო რეჟიმი - ევროკომისია ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ინფორმაციას აქვეყნებს

ევ­რო­კო­მი­სი­ამ ოფი­ცი­ა­ლურ ვებგ­ვერ­დზე ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის სა­კი­თხზე ევ­რო­კავ­შირ-სა­ქარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია გა­მო­აქ­ვეყ­ნა. პრეს­რე­ლი­ზის თა­ნახ­მად, მას შემ­დეგ, რაც ევ­რო­კავ­ში­რის საბ­ჭო და ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტი აღ­ნიშ­ნულ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვას და­ამ­ტკი­ცე­ბენ, ბი­ო­მეტ­რი­უ­ლი პას­პორ­ტე­ბის მქო­ნე სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი შენ­გე­ნის ზო­ნის ქვეყ­ნებ­ში უვი­ზო მი­მოს­ვლით 180 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მაქ­სი­მა­ლუ­რი, 90 დღის ვა­დით ისარ­გებ­ლე­ბენ.

უვი­ზო რე­ჟი­მი გუ­ლის­ხმობს თა­ვი­სუ­ფალ გა­და­ად­გი­ლე­ბას შენ­გე­ნის ზო­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს ევ­რო­კავ­ში­რის 22 წევრ ქვე­ყა­ნას, ევ­რო­კავ­ში­რის 4 არა­წევრ ქვე­ყა­ნას და შენ­გე­ნის 4 კან­დი­დატ ქვე­ყა­ნას.

წევ­რი ქვეყ­ნე­ბი: ავ­სტრია, ბელ­გია, გერ­მა­ნია, და­ნია, ეს­პა­ნე­თი, ეს­ტო­ნე­თი, იტა­ლია, ლატ­ვია, ლიტ­ვა, ლუქ­სემ­ბურ­გი, მალ­ტა, ნი­დერ­ლან­დე­ბი, პო­ლო­ნე­თი, პორ­ტუ­გა­ლია, სა­ბერ­ძნე­თი, საფ­რან­გე­თი, სლო­ვე­ნია, სლო­ვა­კე­თი, უნ­გრე­თი, ფი­ნე­თი, შვე­დე­თი, ჩე­ხე­თი.

არა­წევ­რი ქვეყ­ნე­ბი: ის­ლან­დია, ლიხ­ტენშტე­ი­ნი, ნორ­ვე­გია და შვე­ი­ცა­რია;

კან­დი­და­ტი ქვეყ­ნე­ბი: ბულ­გა­რე­თი, კვიპ­რო­სი, რუ­მი­ნე­თი, ხორ­ვა­ტია;

გა­მო­ნაკ­ლისს წარ­მო­ად­გენს ევ­რო­კავ­ში­რის 2 წევ­რი ქვე­ყა­ნა: დიდი ბრი­ტა­ნე­თი და ირ­ლან­დია, რომ­ლებ­თა­ნაც სა­ვი­ზო რე­ჟი­მი შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლო-ევ­რო­კავ­შირს შო­რის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის სა­კი­თხზე 2012 წლის 4 ივ­ნისს და­ი­წყო, 2013 წლის 25 თე­ბერ­ვალს კი, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას სა­ვი­ზო რე­ჟი­მის ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის სა­მოქ­მე­დო გეგ­მა გა­და­ე­ცა. აღ­ნიშ­ნუ­ლი გეგ­მა შე­ი­ცავ­და მო­თხოვ­ნებს, რომ­ლე­ბიც ქარ­თულ მხა­რეს უვი­ზო რე­ჟი­მის და­წე­სე­ბის­თვის უნდა შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნა.

2015 წლის დე­კემ­ბერ­ში ევ­რო­კო­მი­სი­ამ და­დე­ბი­თად შე­ა­ფა­სა სა­მოქ­მე­დო გეგ­მის ფარ­გლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მიერ აღე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა და და­დე­ბი­თი რე­კო­მენ­და­ცია გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

რომელ ქვეყნებთან არ იმოქმედებს უვიზო რეჟიმი - ევროკომისია ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ინფორმაციას აქვეყნებს

რომელ ქვეყნებთან არ იმოქმედებს უვიზო რეჟიმი - ევროკომისია ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ინფორმაციას აქვეყნებს

ევროკომისიამ ოფიციალურ ვებგვერდზე ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ევროკავშირ-საქართველოს თანამშრომლობის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. პრესრელიზის თანახმად, მას შემდეგ, რაც ევროკავშირის საბჭო და ევროპარლამენტი აღნიშნულ საკანონმდებლო ინიციატივას დაამტკიცებენ, ბიომეტრიული პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლით 180 დღის განმავლობაში მაქსიმალური, 90 დღის ვადით ისარგებლებენ.

უვიზო რეჟიმი გულისხმობს თავისუფალ გადაადგილებას შენგენის ზონის ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანას, ევროკავშირის 4 არაწევრ ქვეყანას და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანას.

წევრი ქვეყნები: ავსტრია, ბელგია, გერმანია, დანია, ესპანეთი, ესტონეთი, იტალია, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, სლოვენია, სლოვაკეთი, უნგრეთი, ფინეთი, შვედეთი, ჩეხეთი.

არაწევრი ქვეყნები: ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია და შვეიცარია;

კანდიდატი ქვეყნები: ბულგარეთი, კვიპროსი, რუმინეთი, ხორვატია;

გამონაკლისს წარმოადგენს ევროკავშირის 2 წევრი ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი და ირლანდია, რომლებთანაც სავიზო რეჟიმი შენარჩუნდება.

საქართველო-ევროკავშირს შორის მოლაპარაკებები ვიზალიბერალიზაციის საკითხზე 2012 წლის 4 ივნისს დაიწყო, 2013 წლის 25 თებერვალს კი, საქართველოს ხელისუფლებას სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა გადაეცა. აღნიშნული გეგმა შეიცავდა მოთხოვნებს, რომლებიც ქართულ მხარეს უვიზო რეჟიმის დაწესებისთვის უნდა შეესრულებინა.

2015 წლის დეკემბერში ევროკომისიამ დადებითად შეაფასა სამოქმედო გეგმის ფარგლებში საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულება და დადებითი რეკომენდაცია გამოაქვეყნა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."