საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქმიანი დილა" და "ბიზნეს-კონტაქტი" შპს "მაესტროს" ეთერში აღარ გავა - ლევან გაჩეჩილაძის და გიორგი ისაკაძის შეხვედრა დასრულდა
"საქმიანი დილა" და "ბიზნეს-კონტაქტი" შპს "მაესტროს" ეთერში აღარ გავა - ლევან გაჩეჩილაძის და გიორგი ისაკაძის შეხვედრა დასრულდა

ჩვენ გვექ­ნე­ბა ყვე­ლა­ნა­ი­რი მცდე­ლო­ბა, რომ საქ­მი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბის დას­რუ­ლე­ბა მოხ­დეს მაქ­სი­მა­ლუ­რად ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­რად, - ამის შე­სა­ხებ ტე­ლე­კომ­პა­ნია "მა­ესტროს" გა­და­ცე­მე­ბის, "საქ­მი­ა­ნი დი­ლის" და "ბიზ­ნეს-კონ­ტაქ­ტის" და­მა­არ­სე­ბელ­მა და ხელ­მძღვა­ნელ­მა გი­ორ­გი ისა­კა­ძემ ლე­ვან გა­ჩე­ჩი­ლა­ძეს­თან შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც გი­ორ­გი ისა­კა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, მისი გა­და­ცე­მე­ბი შპს "მა­ესტროს" ეთერ­ში აღარ გავა, თუმ­ცა ის გა­და­ცე­მე­ბის და­ხურ­ვას არ აპი­რებს.

"ლე­ვან­მა, რო­გორც შპს "მა­ესტროს" გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა მო­ინ­დო­მა შეხ­ვედ­რა. მან იცის ჩვე­ნი გან­წყო­ბა. ის კარ­გად იც­ნობს "მა­ესტროს" ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის გან­ცხა­დე­ბებს. ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, ისე­ვე, რო­გორც "ბიზ­ნეს-კონ­ტაქ­ტი" და "საქ­მი­ა­ნი დილა" რჩე­ბი­ან ამ გან­ცხა­დე­ბე­ბის ერ­თგუ­ლი. ჩვენ ეს პრო­ექ­ტე­ბი და­ვი­წყეთ მაკა ასა­თი­ან­თან და კოტე გო­გე­ლი­ას­თან ერ­თად. მე ამის გან­მე­ო­რე­ბა მო­მი­წია ბა­ტონ ლე­ვან­თან. ჩვენ შევ­თან­ხმდით, რომ გვექ­ნე­ბა ყვე­ლა­ნა­ი­რი მცდე­ლო­ბა, რათა საქ­მი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბის დას­რუ­ლე­ბა მოხ­დეს მაქ­სი­მა­ლუ­რად ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლად. "ბიზ­ნეს-კონ­ტაქ­ტი" და "საქ­მი­ა­ნი დილა", ასე­ვე "ანა­ლი­ტი­კა" ეთერ­ში იქ­ნე­ბა. რა ფორ­მით მოხ­დე­ბა და რო­გორ ეს გა­მოჩ­ნდე­ბა. ლე­ვან­მა მი­ი­ღო დას­ტუ­რი იმა­ზე, რომ ჩვენ თა­ნამ­შრომ­ლო­ბას არ ვგეგ­მავთ შპს "სტუ­დია მა­ესტროს­თან", თუმ­ცა ეს ყვე­ლა­ფე­რი მოხ­დე­ბა საქ­მი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ისა­კა­ძემ შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ.

შეხ­ვედ­რა ტე­ლე­კომ­პა­ნია "მა­ესტროს­თან" მდე­ბა­რე კა­ფე­ში გა­ი­მარ­თა და მას­ში არ­ხის ფი­ნან­სუ­რი დი­რექ­ტო­რი თე­ი­მუ­რაზ გა­ჩე­ჩი­ლა­ძე, გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი ლე­ვან გა­ჩე­ჩი­ლა­ძე, მისი ად­ვო­კა­ტი ნა­ნუ­კა ჭკუ­ა­სე­ლი და გა­და­ცე­მე­ბის, "საქ­მი­ა­ნი დი­ლის" და "ბიზ­ნეს-კონ­ტაქ­ტის" ხელ­მძღვა­ნე­ლი გი­ორ­გი ისა­კა­ძე მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"საქმიანი დილა" და "ბიზნეს-კონტაქტი" შპს "მაესტროს" ეთერში აღარ გავა - ლევან გაჩეჩილაძის და გიორგი ისაკაძის შეხვედრა დასრულდა

"საქმიანი დილა" და "ბიზნეს-კონტაქტი" შპს "მაესტროს" ეთერში აღარ გავა - ლევან გაჩეჩილაძის და გიორგი ისაკაძის შეხვედრა დასრულდა

ჩვენ გვექნება ყველანაირი მცდელობა, რომ საქმიანი ურთიერთობის დასრულება მოხდეს მაქსიმალურად ცივილიზებურად, - ამის შესახებ ტელეკომპანია "მაესტროს" გადაცემების, "საქმიანი დილის" და "ბიზნეს-კონტაქტის" დამაარსებელმა და ხელმძღვანელმა გიორგი ისაკაძემ ლევან გაჩეჩილაძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც გიორგი ისაკაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მისი გადაცემები შპს "მაესტროს" ეთერში აღარ გავა, თუმცა ის გადაცემების დახურვას არ აპირებს.

"ლევანმა, როგორც შპს "მაესტროს" გენერალურმა დირექტორმა მოინდომა შეხვედრა. მან იცის ჩვენი განწყობა. ის კარგად იცნობს "მაესტროს" ჟურნალისტების განცხადებებს. ჟურნალისტები, ისევე, როგორც "ბიზნეს-კონტაქტი" და "საქმიანი დილა" რჩებიან ამ განცხადებების ერთგული. ჩვენ ეს პროექტები დავიწყეთ მაკა ასათიანთან და კოტე გოგელიასთან ერთად. მე ამის განმეორება მომიწია ბატონ ლევანთან. ჩვენ შევთანხმდით, რომ გვექნება ყველანაირი მცდელობა, რათა საქმიანი ურთიერთობის დასრულება მოხდეს მაქსიმალურად ცივილიზებულად. "ბიზნეს-კონტაქტი" და "საქმიანი დილა", ასევე "ანალიტიკა" ეთერში იქნება. რა ფორმით მოხდება და როგორ ეს გამოჩნდება. ლევანმა მიიღო დასტური იმაზე, რომ ჩვენ თანამშრომლობას არ ვგეგმავთ შპს "სტუდია მაესტროსთან", თუმცა ეს ყველაფერი მოხდება საქმიანი ურთიერთობიდან გამომდინარე", - განაცხადა გიორგი ისაკაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

შეხვედრა ტელეკომპანია "მაესტროსთან" მდებარე კაფეში გაიმართა და მასში არხის ფინანსური დირექტორი თეიმურაზ გაჩეჩილაძე, გენერალური დირექტორი ლევან გაჩეჩილაძე, მისი ადვოკატი ნანუკა ჭკუასელი და გადაცემების, "საქმიანი დილის" და "ბიზნეს-კონტაქტის" ხელმძღვანელი გიორგი ისაკაძე მონაწილეობდნენ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."