საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჰიგიენა საუკუნეების წინ - შოკისმომგვრელი ფაქტები დაუბანელ მონარქებსა და დიდგვაროვნებზე
ჰიგიენა საუკუნეების წინ - შოკისმომგვრელი ფაქტები დაუბანელ მონარქებსა და დიდგვაროვნებზე

ცოტა ვინ­მე თუ წარ­მო­იდ­გენს, ჰი­გი­ე­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რა პრობ­ლე­მე­ბი იმა­ლე­ბო­და რო­კო­კოს ეპო­ქის ქალ­ბა­ტო­ნე­ბის ჰა­ე­რო­ვა­ნი კა­ბე­ბი­სა და რო­მან­ტი­კუ­ლი გა­რეგ­ნო­ბის უკან მე-19 სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში...

სულ რა­ღაც 150-200 წლის წინ, ოფ­ლის სუნ­თან გამ­კლა­ვე­ბა არც ისე მარ­ტი­ვი იყო. ინ­ტი­მუ­რი ად­გი­ლე­ბის რე­გუ­ლა­რუ­ლი და­ბა­ნა კი უშ­ვი­ლო­ბის მი­ზე­ზად ით­ვლე­ბო­და. თავ­ში იშ­ვი­ა­თად მოს­დი­ო­და ვინ­მეს აზ­რად ცხე­ლი აბა­ზა­ნის მი­ღე­ბა. ით­ვლე­ბო­და, რომ წყალ­თან ერ­თად, ორ­გა­ნიზ­მში ინ­ფექ­ცია იჭ­რე­ბო­და, რაც ასუს­ტებ­და ორ­გა­ნიზმს და ტი­ფის შეყ­რა მარ­ტი­ვი გახ­დე­ბო­და.

იხი­ლეთ სი­უ­ჟე­ტი PALITRATV.GE

რამ­დე­ნი­მე სა­უ­კუ­ნით ადრე, მა­გა­ლი­თად მე-15 სა­უ­კუ­ნე­ში, მო­ნარ­ქე­ბი მთე­ლი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მხო­ლოდ რამ­დენ­ჯერ­მე ბა­ნა­ობ­დნენ. მა­გა­ლი­თად, დე­დო­ფალ­მა იზა­ბე­ლამ ქორ­წი­ლის დღის­თვის ცხოვ­რე­ბა­ში მე­ო­რედ იბა­ნა­ვა, მა­ნამ­დე მხო­ლოდ ერთხელ, და­ბა­დე­ბის შემ­დეგ და­ბა­ნეს. ლუ­დო­ვი­კო ХIV-ს ბა­ნა­ო­ბა ექი­მებ­მა აი­ძუ­ლეს. მე-18 სა­უ­კუ­ნემ­დე და­ბა­ნას მხო­ლოდ ხე­ლე­ბი და პირი ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბო­და. თუმ­ცა, არც რე­გუ­ლა­რულ და­ბა­ნას უწევ­დნენ რე­კო­მენ­და­ცი­ას ექი­მე­ბი. ით­ვლე­ბო­და, რომ ეს თვა­ლე­ბის ან­თე­ბას და მხედ­ვე­ლო­ბის და­კარ­გვას იწ­ვევ­და.

სა­მა­გი­ე­როდ, იმ დროს დიდი წარ­მა­ტე­ბით სარ­გებ­ლობ­და ბა­ლა­ხე­ბის ნა­ყე­ნე­ბი, ვარ­დის­ფე­რი წყა­ლი და არო­მა­ტუ­ლი გამ­ხმა­რი ბა­ლა­ხე­ბით დამ­ზა­დე­ბუ­ლი პა­ტა­რა ბა­ლი­შე­ბი, რომ­ლებ­საც ტან­საც­მელ­ზე იმაგ­რებ­დნენ სუ­ნის გა­სა­ნე­იტ­რა­ლებ­ლად. ლუ­დო­ვი­კო ХIV-ს დროს სუ­ნა­მოს მე­ფის ბრძა­ნე­ბით მო­იხ­მარ­დნენ. სუ­ნა­მოს პკუ­რე­ბის გა­რე­შე სა­მე­ფო კარ­ზე გა­მო­ჩე­ნის უფ­ლე­ბა არა­ვის ჰქონ­და - სა­ჭი­რო იყო და­უ­ბა­ნე­ლი არის­ტოკ­რა­ტე­ბის სუ­ნის ჩახ­შო­ბა.

მე-18 სა­უ­კუ­ნე­ში გრან­დი­ო­ზუ­ლი ვარ­ცხნი­ლო­ბე­ბი გახ­და მო­დუ­რი. თმებს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი სტი­ლის­ტე­ბი რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში აყენ­დებ­დნენ. იმის­თვის, რომ ვარ­ცხნი­ლო­ბას ფორ­მე­ბი არ და­ე­კარ­გა, ლა­მაზ­მა­ნებს სპე­ცი­ა­ლურ თა­ვის და­სა­დე­ბებ­ზე ეძი­ნათ. ასე­თი ხე­ლოვ­ნე­ბის შე­დევ­რებს თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არ შლიდ­ნენ. ხშირ შემ­თხვე­ვა­ში ის ტი­ლე­ბის ბუ­დედ იქ­ცე­ო­და, რაც სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზიც კი ხდე­ბო­და. ტი­ლე­ბის­გან შე­წუ­ხე­ბუ­ლი არის­ტოკ­რა­ტე­ბი, თა­ვის მო­სა­ფხა­ნად სპე­ცი­ა­ლურ ჯო­ხებს იყე­ნებ­დნენ. აბ­რე­შუ­მის ქვე­და საც­ვლე­ბის გა­ჩე­ნის მი­ზე­ზა­დაც შე­იძ­ლე­ბა ტილი მი­ვიჩ­ნი­ოთ - პრი­ა­ლა ზე­და­პირ­ზე პა­რა­ზი­ტებს მო­ჭი­დე­ბა უჭირ­დათ.

მხო­ლოდ მე­ცხრა­მე­ტე სა­უ­კუ­ნე­ში, როცა სა­ბო­ლო­ოდ დად­გინ­და ბაქ­ტე­რი­ი­სა და ჭუ­ჭყის "წვლი­ლი" და­ა­ვა­დე­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში, და­ბა­ნამ რე­გუ­ლა­რუ­ლი სახე მი­ი­ღო. ან­ტი­პერ­სპე­რან­ტი, რო­მე­ლიც ოფ­ლის გა­მო­ყო­ფას შე­ამ­ცი­რებ­და, მხო­ლოდ 1903 წელს გა­მო­ი­გო­ნეს.

AMBEBI.GE-სთვის მო­ამ­ზა­და ეკა მე­ლი­ქი­ძემ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ჰიგიენა საუკუნეების წინ - შოკისმომგვრელი ფაქტები დაუბანელ მონარქებსა და დიდგვაროვნებზე

ჰიგიენა საუკუნეების წინ - შოკისმომგვრელი ფაქტები დაუბანელ მონარქებსა და დიდგვაროვნებზე

ცოტა ვინმე თუ წარმოიდგენს, ჰიგიენასთან დაკავშირებული რა პრობლემები იმალებოდა როკოკოს ეპოქის ქალბატონების ჰაეროვანი კაბებისა და რომანტიკული გარეგნობის უკან მე-19 საუკუნის დასაწყისში...

სულ რაღაც 150-200 წლის წინ, ოფლის სუნთან გამკლავება არც ისე მარტივი იყო. ინტიმური ადგილების რეგულარული დაბანა კი უშვილობის მიზეზად ითვლებოდა. თავში იშვიათად მოსდიოდა ვინმეს აზრად ცხელი აბაზანის მიღება. ითვლებოდა, რომ წყალთან ერთად, ორგანიზმში ინფექცია იჭრებოდა, რაც ასუსტებდა ორგანიზმს და ტიფის შეყრა მარტივი გახდებოდა.

იხილეთ სიუჟეტი PALITRATV.GE

რამდენიმე საუკუნით ადრე, მაგალითად მე-15 საუკუნეში, მონარქები მთელი ცხოვრების განმავლობაში მხოლოდ რამდენჯერმე ბანაობდნენ. მაგალითად, დედოფალმა იზაბელამ ქორწილის დღისთვის ცხოვრებაში მეორედ იბანავა, მანამდე მხოლოდ ერთხელ, დაბადების შემდეგ დაბანეს. ლუდოვიკო ХIV-ს ბანაობა ექიმებმა აიძულეს. მე-18 საუკუნემდე დაბანას მხოლოდ ხელები და პირი ექვემდებარებოდა. თუმცა, არც რეგულარულ დაბანას უწევდნენ რეკომენდაციას ექიმები. ითვლებოდა, რომ ეს თვალების ანთებას და მხედველობის დაკარგვას იწვევდა.

სამაგიეროდ, იმ დროს დიდი წარმატებით სარგებლობდა ბალახების ნაყენები, ვარდისფერი წყალი და არომატული გამხმარი ბალახებით დამზადებული პატარა ბალიშები, რომლებსაც ტანსაცმელზე იმაგრებდნენ სუნის გასანეიტრალებლად. ლუდოვიკო ХIV-ს დროს სუნამოს მეფის ბრძანებით მოიხმარდნენ. სუნამოს პკურების გარეშე სამეფო კარზე გამოჩენის უფლება არავის ჰქონდა - საჭირო იყო დაუბანელი არისტოკრატების სუნის ჩახშობა.

მე-18 საუკუნეში გრანდიოზული ვარცხნილობები გახდა მოდური. თმებს პროფესიონალი სტილისტები რამდენიმე საათის განმავლობაში აყენდებდნენ. იმისთვის, რომ ვარცხნილობას ფორმები არ დაეკარგა, ლამაზმანებს სპეციალურ თავის დასადებებზე ეძინათ. ასეთი ხელოვნების შედევრებს თვეების განმავლობაში არ შლიდნენ. ხშირ შემთხვევაში ის ტილების ბუდედ იქცეოდა, რაც სიკვდილის მიზეზიც კი ხდებოდა. ტილებისგან შეწუხებული არისტოკრატები, თავის მოსაფხანად სპეციალურ ჯოხებს იყენებდნენ. აბრეშუმის ქვედა საცვლების გაჩენის მიზეზადაც შეიძლება ტილი მივიჩნიოთ - პრიალა ზედაპირზე პარაზიტებს მოჭიდება უჭირდათ.

მხოლოდ მეცხრამეტე საუკუნეში, როცა საბოლოოდ დადგინდა ბაქტერიისა და ჭუჭყის "წვლილი" დაავადებების განვითარებაში, დაბანამ რეგულარული სახე მიიღო. ანტიპერსპერანტი, რომელიც ოფლის გამოყოფას შეამცირებდა, მხოლოდ 1903 წელს გამოიგონეს.

AMBEBI.GE-სთვის მოამზადა ეკა მელიქიძემ

"გზა სახლიდან სასწრაფოს მანქანამდე თავის ფეხით გაიარა..არავის გვიყურებდა... უკვე ვიცი რატომაც" - ქრისტინე იმედაძე გარდაცვლილ ბაბუას ემოციური პოსტით ემშვიდობება

საკუთარი პოლიცია, გოლფის კლუბი, კერძო სანაპირო - თეთრი სახლის შემდეგ ივანკა ტრამპი "მილიონრების ბუნკერში" ცხოვრებას გეგმავს (ფოტოები)

"ცოტა მაწვალა... მაგრამ, დღეს უკვე ერთად ვართ" - ჯეიჰუნ მუჰამედალი დაქორწინდა, ვინ არის მისი რჩეული?