პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კალაძე, "გაზპრომი" და "ნაციონალები" - ენერგეტიკის მინისტრის ხმაურიანი მოსმენა პარლამენტში
კალაძე, "გაზპრომი" და "ნაციონალები" - ენერგეტიკის მინისტრის ხმაურიანი მოსმენა პარლამენტში

თით­ქმის სამი სა­ა­თია პარ­ლა­მენ­ტში კახა კა­ლა­ძეს უს­მე­ნენ. დარ­გობ­რი­ვი ეკო­ნო­მი­კის და სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა კო­მი­ტე­ტე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სხდო­მა­ზე ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრი მო­ად­გი­ლე­ებ­თან - მა­რი­ამ ვა­ლიშ­ვილ­თან, ილია ელოშ­ვილ­სა და ირაკ­ლი ხმა­ლა­ძეს­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბა.

პარ­ლა­მენ­ტში მი­ნის­ტრის მოს­მე­ნა კა­მა­თის ფონ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს. უმ­ცი­რე­სო­ბის წევ­რებ­მა შე­კი­თხვე­ბი "გა­ზპ­რომ­თან" და "სო­კარ­თან" მიმ­დი­ნა­რე მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის თა­ო­ბა­ზე დას­ვეს. კახა კა­ლა­ძეს მი­მარ­თეს, ვინ იტყუ­ე­ბო­და - თა­ვად, როცა ამ­ბობ­და, რომ "სო­კა­რი" სა­ქარ­თვე­ლოს და­მა­ტე­ბით გაზ­მო­მა­მა­რა­გე­ბას ვერ უზ­რუნ­ველ­ყოფ­და, თუ "სო­კა­რის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ირ­წმუ­ნე­ბოდ­ნენ, რომ კომ­პა­ნი­ას გა­ზის მი­წო­დე­ბით მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს უზ­რუნ­ველ­ყო­ფა შე­ეძ­ლო.

ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით უმ­რავ­ლე­სო­ბის ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა გია ვოლ­სკიმ აღ­ნიშ­ნა, რომ ოპო­ზი­ცი­ას იქეთ­კენ მიჰ­ყავს სა­უ­ბა­რი, თუ რო­გორ გა­ბე­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ "სო­კარ­თან" მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის წარ­მა­ტე­ბით დას­რუ­ლე­ბა. "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რის გოკა გა­ბაშ­ვი­ლის სა­პა­სუ­ხო გან­ცხა­დე­ბა კი იყო ის, რომ "სო­კარ­თან" მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის წარ­მა­ტე­ბით დას­რუ­ლე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის აქ­ტი­უ­რო­ბის და ზე­წო­ლის შე­დე­გად მოხ­და.

ვოლ­სკიმ ოპო­ნენ­ტებს მი­მარ­თა, ნუ წარ­მო­ა­ჩე­ნენ სა­კითხს იმ­დაგ­ვა­რად, თით­ქოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ცალ­კეა, ხოლო ოპო­ზი­ცია და სა­ზო­გა­დო­ე­ბა ცალ­კე. მის­მა ამ პო­ზი­ცი­ამ კა­მა­თი გა­მო­იწ­ვია, რის შემ­დე­გაც ვოლ­სკიმ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მო­ძა­რო­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლებს მი­მარ­თა გა­ჩე­რე­ბუ­ლიყ­ვნენ და არ ეყა­ყა­ნათ (ნა­ხეთ ვი­დეო) ამა­ზე პა­სუ­ხად დე­პუ­ტატ­მა ხა­თუ­ნა გო­გო­რიშ­ვილ­მა გია ვოლ­სკის ურ­ჩია, რომ ყა­ყა­ნი უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში მო­ი­კი­თხოს.

ამას­თან, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რი ხა­თუ­ნა გო­გო­რიშ­ვი­ლი და­ინ­ტე­რეს­და, რა­ტომ მა­ლავ­და კახა კა­ლა­ძე "გა­ზპ­რო­მის" ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბებს. დე­პუ­ტატ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ მი­ლერ­თან შეხ­ვედ­რის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი არც მთავ­რო­ბის წევ­რე­ბი არ ყო­ფი­ლან, რად­გან მსგავ­სი შეხ­ვედ­რის გა­მარ­თვას ისი­ნიც უარ­ყოფ­დნენ: "გა­ზპ­რომ­თან" სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი გახ­და რუ­სუ­ლი პრე­სი­დან, მას შემ­დეგ რაც 2015 წლის 25 სექ­ტემ­ბერს გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ "გა­ზპ­რო­მის" ხელ­მძღვა­ნე­ლი ალექ­სეი მი­ლე­რი და სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრი კახა კა­ლა­ძე ხვდე­ბოდ­ნენ ერ­თმა­ნეთს ბრი­უ­სელ­ში და ეს შეხ­ვედ­რა წინა დღეს უკვე გა­მარ­თუ­ლი იყო. რა­ტომ მა­ლავ­დით ამ მო­ლა­პა­რა­კე­ბებს, რა­ტომ არ იყო წი­ნას­წარ ცნო­ბი­ლი, თუ ეს იყო ქვეყ­ნის­თვის ისე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხი, რო­გორც ამას შემ­დეგ ხსნი­დით. ის რომ ახლა აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­დაბ­რუ­ნე­ბუ­ლად ლა­პა­რა­კობთ, რა­საც ლა­პა­რა­კობ­დით "გა­ზპ­რომ­თან", აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ რე­სურ­სებ­თან და "სო­კარ­თან" და­კავ­ში­რე­ბით, ეს ხომ ყვე­ლამ ვი­ცით, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ზე­წო­ლის შე­დე­გად მიღ­წე­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბია", - გა­ნა­ცხა­და გო­გო­რიშ­ვილ­მა.

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბის დე­პუ­ტა­ტი ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრმა სიც­რუ­ე­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა და აღ­ნიშ­ნა, რომ "გა­ზპ­რო­მის" ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას­თან შეხ­ვედ­რის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მის­მა უწყე­ბა­მაც გა­ავ­რცე­ლა და სა­ზო­გა­დო­ე­ბას ამ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია, მხო­ლოდ რუ­სუ­ლი პრე­სი­დან არ შე­უ­ტყვია.

რო­გორც კა­ლა­ძემ მოს­მე­ნა­ზე გა­ნა­ცხა­და, "გა­ზპ­რომ­თან" ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში გა­ფორმ­დე­ბა."ჩვე­ნი წი­ნა­და­დე­ბა გაჟ­ღე­რე­ბუ­ლია უკვე და გა­და­ვუგ­ზავ­ნეთ კი­დეც ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ში­ნა­არ­სი. შე­თან­ხმე­ბა სი­ტყვი­ე­რად მიღ­წე­უ­ლია ანუ ჩვენ ვრჩე­ბით იგი­ვე პო­ზი­ცი­ა­ზე, რაც ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო - მი­ვი­ღებთ ბუ­ნებ­რივ აირს 10% ნედ­ლე­უ­ლის სა­ხით", - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრმა "სო­კარ­თან" მიღ­წე­ულ შე­თან­ხმე­ბა­ზეც ისა­უბ­რა და მას "მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი" უწო­და. "ბოლო თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გაზ­მო­მა­რა­გე­ბა იყო ძა­ლი­ან აქ­ტუ­ა­ლუ­რი თემა. ენერ­გე­ტი­კის სა­მი­ნის­ტრო რამ­დე­ნი­მე ფრონტზე ახორ­ცი­ე­ლებ­და მო­ლა­პა­რა­კე­ბებს იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ მომ­ხდა­რი­ყო ქვეყ­ნის ბუ­ნებ­რი­ვი აი­რით უზ­რუნ­ველ­ყო­ფა და ის მო­თხოვ­ნა, რაც დღეს სა­ქარ­თვე­ლო­შია, ყო­ფი­ლი­ყო დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბუ­ლი. წინა კვი­რას მოხ­და ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შე­თან­ხმე­ბის გა­ფორ­მე­ბა კომ­პა­ნია "სო­კარ­თან" და ეს არის მი­სა­სალ­მე­ბე­ლი. მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ყვე­ლა თა­ნამ­შრო­მელს, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­რი­ამ ვა­ლიშ­ვილს, რო­მე­ლიც ჩარ­თუ­ლი იყო ამ მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში. ეს არ იყო მარ­ტი­ვი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი, ეს იყო მრა­ვალ­თვი­ა­ნი პრო­ცე­სი. მთა­ვა­რი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არის, რომ ჩვენ მი­ვაღ­წი­ეთ სა­ბო­ლოო შე­დეგს, რო­მე­ლიც ჩვე­ნი ქვეყ­ნის თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქის­თვის არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი", - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

კალაძე, "გაზპრომი" და "ნაციონალები" - ენერგეტიკის მინისტრის ხმაურიანი მოსმენა პარლამენტში

კალაძე, "გაზპრომი" და "ნაციონალები" - ენერგეტიკის მინისტრის ხმაურიანი მოსმენა პარლამენტში

თითქმის სამი საათია პარლამენტში კახა კალაძეს უსმენენ. დარგობრივი ეკონომიკის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ენერგეტიკის მინისტრი მოადგილეებთან - მარიამ ვალიშვილთან, ილია ელოშვილსა და ირაკლი ხმალაძესთან ერთად იმყოფება.

პარლამენტში მინისტრის მოსმენა კამათის ფონზე მიმდინარეობს. უმცირესობის წევრებმა შეკითხვები "გაზპრომთან" და "სოკართან" მიმდინარე მოლაპარაკებების თაობაზე დასვეს. კახა კალაძეს მიმართეს, ვინ იტყუებოდა - თავად, როცა ამბობდა, რომ "სოკარი" საქართველოს დამატებით გაზმომამარაგებას ვერ უზრუნველყოფდა, თუ "სოკარის" წარმომადგენლები, რომლებიც ირწმუნებოდნენ, რომ კომპანიას გაზის მიწოდებით მთელი საქართველოს უზრუნველყოფა შეეძლო.

ამასთან დაკავშირებით უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ აღნიშნა, რომ ოპოზიციას იქეთკენ მიჰყავს საუბარი, თუ როგორ გაბედა ხელისუფლებამ "სოკართან" მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება. "ნაციონალური მოძრაობის" წევრის გოკა გაბაშვილის საპასუხო განცხადება კი იყო ის, რომ "სოკართან" მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება საზოგადოების აქტიურობის და ზეწოლის შედეგად მოხდა.

ვოლსკიმ ოპონენტებს მიმართა, ნუ წარმოაჩენენ საკითხს იმდაგვარად, თითქოს ხელისუფლება ცალკეა, ხოლო ოპოზიცია და საზოგადოება ცალკე. მისმა ამ პოზიციამ კამათი გამოიწვია, რის შემდეგაც ვოლსკიმ "ნაციონალური მოძარობის" წარმომადგენლებს მიმართა გაჩერებულიყვნენ და არ ეყაყანათ (ნახეთ ვიდეო) ამაზე პასუხად დეპუტატმა ხათუნა გოგორიშვილმა გია ვოლსკის ურჩია, რომ ყაყანი უმრავლესობაში მოიკითხოს.

ამასთან, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხათუნა გოგორიშვილი დაინტერესდა, რატომ მალავდა კახა კალაძე "გაზპრომის" ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებს. დეპუტატმა აღნიშნა, რომ მილერთან შეხვედრის შესახებ ინფორმირებული არც მთავრობის წევრები არ ყოფილან, რადგან მსგავსი შეხვედრის გამართვას ისინიც უარყოფდნენ: "გაზპრომთან" საქართველოს მთავრობის მოლაპარაკებები საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა რუსული პრესიდან, მას შემდეგ რაც 2015 წლის 25 სექტემბერს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "გაზპრომის" ხელმძღვანელი ალექსეი მილერი და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ხვდებოდნენ ერთმანეთს ბრიუსელში და ეს შეხვედრა წინა დღეს უკვე გამართული იყო. რატომ მალავდით ამ მოლაპარაკებებს, რატომ არ იყო წინასწარ ცნობილი, თუ ეს იყო ქვეყნისთვის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორც ამას შემდეგ ხსნიდით. ის რომ ახლა აბსოლუტურად გადაბრუნებულად ლაპარაკობთ, რასაც ლაპარაკობდით "გაზპრომთან", აზერბაიჯანულ რესურსებთან და "სოკართან" დაკავშირებით, ეს ხომ ყველამ ვიცით, საზოგადოების ზეწოლის შედეგად მიღწეული ცვლილებებია", - განაცხადა გოგორიშვილმა.

საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატი ენერგეტიკის მინისტრმა სიცრუეში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ "გაზპრომის" ხელმძღვანელობასთან შეხვედრის შესახებ ინფორმაცია მისმა უწყებამაც გაავრცელა და საზოგადოებას ამ მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაცია, მხოლოდ რუსული პრესიდან არ შეუტყვია.

როგორც კალაძემ მოსმენაზე განაცხადა, "გაზპრომთან" ხელშეკრულება უახლოეს დღეებში გაფორმდება."ჩვენი წინადადება გაჟღერებულია უკვე და გადავუგზავნეთ კიდეც ხელშეკრულების შინაარსი. შეთანხმება სიტყვიერად მიღწეულია ანუ ჩვენ ვრჩებით იგივე პოზიციაზე, რაც ბოლო წლების განმავლობაში იყო - მივიღებთ ბუნებრივ აირს 10% ნედლეულის სახით", - განაცხადა კალაძემ.

ენერგეტიკის მინისტრმა "სოკართან" მიღწეულ შეთანხმებაზეც ისაუბრა და მას "მნიშვნელოვანი" უწოდა. "ბოლო თვეების განმავლობაში გაზმომარაგება იყო ძალიან აქტუალური თემა. ენერგეტიკის სამინისტრო რამდენიმე ფრონტზე ახორციელებდა მოლაპარაკებებს იმასთან დაკავშირებით, რომ მომხდარიყო ქვეყნის ბუნებრივი აირით უზრუნველყოფა და ის მოთხოვნა, რაც დღეს საქართველოშია, ყოფილიყო დაკმაყოფილებული. წინა კვირას მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმების გაფორმება კომპანია "სოკართან" და ეს არის მისასალმებელი. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა თანამშრომელს, განსაკუთრებით მარიამ ვალიშვილს, რომელიც ჩართული იყო ამ მოლაპარაკებებში. ეს არ იყო მარტივი მოლაპარაკებები, ეს იყო მრავალთვიანი პროცესი. მთავარი და მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენ მივაღწიეთ საბოლოო შედეგს, რომელიც ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის არის მნიშვნელოვანი", - განაცხადა კალაძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."