მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
21 მარტს თბილისის ოპერის თეატრში პიანისტი ლიზა ლეონსკაია სიმფონიურ ორკესტრს 90 წლის იუბილეს მიულოცავს!
21 მარტს თბილისის ოპერის თეატრში პიანისტი ლიზა ლეონსკაია სიმფონიურ ორკესტრს 90 წლის იუბილეს მიულოცავს!

"ლიზა ლე­ონ­სკა­ი­ას­თან დაკ­ვრა და ჩვენს ორ­კესტრთან მისი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ჩემი დიდი ხნის ოც­ნე­ბა იყო" - წერს ფე­ის­ბუ­ქის პი­რად გვერ­დზე დი­რი­ჟო­რი ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლი და ლე­გენ­და­რუ­ლი პი­ა­ნის­ტის თბი­ლი­სურ ვი­ზიტს აა­ნონ­სებს:

"პირ­ვე­ლად მის კონ­ცერტს სტუ­დენ­ტო­ბი­სას და­ვეს­წა­რი ვე­ნის ფი­ლარ­მო­ნი­ულ ორ­კესტრთან ერ­თად, შემ­დეგ კი ნიუ იორკ ფი­ლარ­მო­ნიკ­თან ერ­თად მო­ვის­მი­ნე კურტ მა­ზუ­რის დი­რი­ჟო­რო­ბით... თბი­ლის­ში და­ი­ბა­და და მისი პირ­ვე­ლი კონ­ცერ­ტი სწო­რედ ჩვენს ორ­კესტრთან ერ­თად შედ­გა 1957 წელს, როცა ჯერ მხო­ლოდ 11 წლის იყო, მოს­კო­ვის კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის დას­რუ­ლე­ბი­სა და არა­ერთ კონ­კურ­სზე უმაღ­ლე­სი პრე­მი­ე­ბის მო­პო­ვე­ბის შემ­დეგ ვე­ნა­ში გას­ტროლ­ზე მყო­ფი (1978) ემიგ­რა­ცი­ა­ში დარ­ჩა და უარი თქვა საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში დაბ­რუ­ნე­ბა­ზე. სულ მალე მო­იხ­ვე­ჭა ევ­რო­პა­სა და ამე­რი­კა­ში დიდი სა­ხე­ლი, ამავდრო­უ­ლად ასე­ვე მუ­სი­კის ლე­გენ­დას ოლეგ კა­განს გაჰ­ყვა ცო­ლად, ხოლო დიდ­მა სვი­ა­ტოს­ლავ რიხ­ტერ­მა თა­ვი­სი უკა­ნას­კნე­ლი პრო­ექ­ტი (მო­ცარ­ტის სა­ფორ­ტე­პი­ა­ნო დუ­ე­ტე­ბი) სწო­რედ ლიზა ლე­ონ­სკა­ი­ა­სან ერ­თად გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. დღეს მას ავ­სტრი­ელ პი­ა­ნის­ტად მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ (2006 წელს ავ­სტრი­ის მთავ­რო­ბამ მას უმაღ­ლე­სი სა­ხელ­მწი­ფო ორ­დე­ნი მი­ა­ნი­ჭა) და თბი­ლი­სის შემ­დგომ ვენა მისი ცხოვ­რე­ბის მთა­ვარ ქა­ლა­ქად დარ­ჩა. სხვა­თა­შო­რის, შე­საძ­ლოა ბევ­რმა არ იცის, რომ კი­დევ ერ­თმა ლე­გენ­დამ იო­სებ ბროც­კიმ მისი რამ­დე­ნი­მე შე­დევ­რი ლიზა ლე­ონ­სკა­ი­ას მი­უ­ძღვნა...

2015 წელს დიდი პი­ა­ნის­ტი 70 წლის გახ­და და მისი კონ­ცერ­ტი ასე­ვე იუ­ბი­ლარ 90 წლის ეროვ­ნულ სიმ­ფო­ნი­ურ ორ­კესტრთან ძალ­ზედ სიმ­ბო­ლუ­რია. მის ყვე­ლა კონ­ცერ­ტზე (და ასე­თი ალ­ბათ ათი ათას­ზე მე­ტია) ბუკ­ლე­ტებ­სა თუ პროგ­რა­მებ­ში და­ბეჭ­დილ ბი­ოგ­რა­ფი­ულ მო­ნა­ცე­მებ­ში ყველ­გან წე­რია, რომ ის ჩვენ ქა­ლაქ­ში და­ი­ბა­და და მისი პირ­ვე­ლი კონ­ცერ­ტიც ქარ­თულ სიმ­ფო­ნი­ურ ორ­კესტრთან შედ­გა... თით­ქმის 6 ათე­უ­ლი წლის შემ­დეგ თბი­ლი­სის ოპე­რა­ში კი­დევ ერთხელ გა­და­ეკ­ვე­თე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო სიმ­ფო­ნი­უ­რი ორ­კესტრი და შე­უ­და­რე­ბე­ლი ლიზა ლე­ონ­სკა­ია ერ­თმა­ნეთს! იმე­დია პუბ­ლი­კის და თა­ვად ლი­ზას მო­ლო­დინს ორ­კესტრის დღე­ვან­დე­ლი შე­მად­გენ­ლო­ბა ღირ­სე­უ­ლად გა­ა­მარ­თლებს!

P.S. დიდი მად­ლო­ბა ჩვე­ნი მუ­სი­კა­ლუ­რი ცენ­ტრის სამ­ხატ­ვრო საბ­ჭოს სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რეს, ჩვენს გია ყან­ჩელს, ვი­ნა­ი­დან ლი­ზას სწო­რედ მას­თან სტუმ­რო­ბი­სას შევ­ხვდით ან­ტვერ­პენ­ში და იქვე დავ­გეგ­მეთ ბე­თჰო­ვე­ნის სა­ფორ­ტე­პი­ა­ნო კონ­ცერ­ტის შეს­რუ­ლე­ბა!"

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები

21 მარტს თბილისის ოპერის თეატრში პიანისტი ლიზა ლეონსკაია სიმფონიურ ორკესტრს 90 წლის იუბილეს მიულოცავს!

21 მარტს თბილისის ოპერის თეატრში პიანისტი ლიზა ლეონსკაია სიმფონიურ ორკესტრს 90 წლის იუბილეს მიულოცავს!

"ლიზა ლეონსკაიასთან დაკვრა და ჩვენს ორკესტრთან მისი თანამშრომლობა ჩემი დიდი ხნის ოცნება იყო" - წერს ფეისბუქის პირად გვერდზე დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი და ლეგენდარული პიანისტის თბილისურ ვიზიტს აანონსებს:

"პირველად მის კონცერტს სტუდენტობისას დავესწარი ვენის ფილარმონიულ ორკესტრთან ერთად, შემდეგ კი ნიუ იორკ ფილარმონიკთან ერთად მოვისმინე კურტ მაზურის დირიჟორობით... თბილისში დაიბადა და მისი პირველი კონცერტი სწორედ ჩვენს ორკესტრთან ერთად შედგა 1957 წელს, როცა ჯერ მხოლოდ 11 წლის იყო, მოსკოვის კონსერვატორიის დასრულებისა და არაერთ კონკურსზე უმაღლესი პრემიების მოპოვების შემდეგ ვენაში გასტროლზე მყოფი (1978) ემიგრაციაში დარჩა და უარი თქვა საბჭოთა კავშირში დაბრუნებაზე. სულ მალე მოიხვეჭა ევროპასა და ამერიკაში დიდი სახელი, ამავდროულად ასევე მუსიკის ლეგენდას ოლეგ კაგანს გაჰყვა ცოლად, ხოლო დიდმა სვიატოსლავ რიხტერმა თავისი უკანასკნელი პროექტი (მოცარტის საფორტეპიანო დუეტები) სწორედ ლიზა ლეონსკაიასან ერთად განახორციელა. დღეს მას ავსტრიელ პიანისტად მოიხსენიებენ (2006 წელს ავსტრიის მთავრობამ მას უმაღლესი სახელმწიფო ორდენი მიანიჭა) და თბილისის შემდგომ ვენა მისი ცხოვრების მთავარ ქალაქად დარჩა. სხვათაშორის, შესაძლოა ბევრმა არ იცის, რომ კიდევ ერთმა ლეგენდამ იოსებ ბროცკიმ მისი რამდენიმე შედევრი ლიზა ლეონსკაიას მიუძღვნა...

2015 წელს დიდი პიანისტი 70 წლის გახდა და მისი კონცერტი ასევე იუბილარ 90 წლის ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ძალზედ სიმბოლურია. მის ყველა კონცერტზე (და ასეთი ალბათ ათი ათასზე მეტია) ბუკლეტებსა თუ პროგრამებში დაბეჭდილ ბიოგრაფიულ მონაცემებში ყველგან წერია, რომ ის ჩვენ ქალაქში დაიბადა და მისი პირველი კონცერტიც ქართულ სიმფონიურ ორკესტრთან შედგა... თითქმის 6 ათეული წლის შემდეგ თბილისის ოპერაში კიდევ ერთხელ გადაეკვეთება საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი და შეუდარებელი ლიზა ლეონსკაია ერთმანეთს! იმედია პუბლიკის და თავად ლიზას მოლოდინს ორკესტრის დღევანდელი შემადგენლობა ღირსეულად გაამართლებს!

P.S. დიდი მადლობა ჩვენი მუსიკალური ცენტრის სამხატვრო საბჭოს საპატიო თავმჯდომარეს, ჩვენს გია ყანჩელს, ვინაიდან ლიზას სწორედ მასთან სტუმრობისას შევხვდით ანტვერპენში და იქვე დავგეგმეთ ბეთჰოვენის საფორტეპიანო კონცერტის შესრულება!"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"