საკულტო ფილმ "მატრიცას" რეჟისორმა ენდი ვაჩოვსკიმ განაცხადა, რომ ტრანსგენდერი ქალია და ამიერიდან ლილი ვაჩოვსკი ქვია. 4 წლის შემდეგ, იმ განცხადებიდან, რაც მისმა დედმამიშვილმა ლანა ვაჩოვსკიმ აღიარა, რომ ტრანსგენდერი ქალი იყო. ძმები ვაჩოვსკები ამჟამად დები ვაჩოვსკები არიან.
48 წლის ლილი ვაჩოვსკიმ განაცხადა, რომ მიიღო გადაწყვეტილება, სქესის შეცვლის ფაქტი გაეხმაურებინა. "ვიცოდი, რომ მომიწევდა ამ ფაქტის გახმაურება. როდესაც ტრანსგენდერი ხარ, რთულია ამის დამალვა. უბრალოდ, მინდოდა დრო მქონოდა, რომ თავი კომფორტულად მეგრძნო", - განაცხადა ლილიმ.
ლილი ვაჩოვსკის ცოლი ჰყავს, რომელთანაც მოუწია იმის აღიარება, რომ ტრანსგენდერი ქალი იყო. ვაჩოვსკების ფილმოგრაფია ითვლის ისეთ სურათებს, როგორიცაა ლეგენდარული "მატრიცა", Cloud Atlas. ისინი არიან სცენარისტები და პროდუსერები ფილმისა "ვი ვენდეტასთვის" და ამჟამად მუშაობენ ფანტასტიკურ სერიალ Sense8-ის მეორე სეზონზე.
მომზადებულია etonline.com-ს მიხედვით