ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის დედა ლია შამუგია, ქალიშვილის დედამთილს ლილი მინდიკაურს მიმართავს. მაგდა პაპიძის დის, ლანა პაპიძის "ფეისბუქის" გვერდზე გამოქვეყნებულ ვრცელ პოსტში, შამუგია მინდიკაურს მისი და მისი ოჯახის წევრების შეურაცხყოფისათვის ბოდიშის მოხდას და საქვეყნოდ პასუხისგებას მოითხოვს:
"ლილი იმედია კითხულობ ჩემს სიტყვებს (ვსარგებლობ ჩემი, შვილის ფეისბუქით )არ შემიძლია არ გამოვეხმაურო ყველა შენს ინტერვიუს, სადაც უტიფრად ეხები ჩემს ოჯახს და გავიწყდება სამწუხაროდ ან განგებ ივიწყებ ჩემს დამოკიდებულებას ჩემი შვილიშვილების მიმართ!! რა ნამუსით ლაპარაკობ ამხელა სიცრუეს, მაშინ როდესაც ძალაინ კარგად იცი, როგორი ბებია ვიყავი მე ჩემი თორნიკეს მიმართ და როგორი დედა ვარ დღემდე!! მგონი ვხვდები, ამ ყველაფერს შენ რატომაც ლაპარაკობ ჩემი ოჯახის წინააღმდეგ... ამიტომ მაგდას და ლანას დედა, თორნიკეს და ლიზის ბებო, გიწვევ სახალხოდ გაიმეორო ყველა ის სიტყვა, რაც გამოიყენე ინტერვიუებში ჩემი ოჯახის წინააღმდეგ!!! გაეცი ყველა ჩემს კითხვას პასუხი, არ გაინტერესებს რას შეგეკითხები?? ყველა შენს ნალაპარაკებზე პასუხს გამცემ!!!
შენს გულში ჩაიხედე ლილი და ისე გაიმართლე თავი. რა ნამუსით ლაპარაკობ ამხელა სიცრუეს ჩემს ოჯახზე?! მგონი გათავისებული არ გაქვს რამხელა ტრაგედიასთან გვაქვს საქმე. ტყუილებისთვის გცხელა? სირცხვილი ლილი შენი, თუმცა მეტს რას უნდა მოველოდე ქალისგან, რომელსაც პირველივე სამძიმრის დღეს ერთი ცრემლი არ ჩამოგიგდია, გაოგნებული გიყურებდი და ვერ ვხსნიდი შენს საქციელს! შორიდან, მაგრამ ყველაფერს ვადევნებ თვალს და ზუსტად შენმა ინტერვიუებმა ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი დასვა მომხდარზე! ამიტომ სრული პასუხისმგებლობით გადავწყვიტე, ხალხის წინაშე გაიმეორო და პასუხი გამცე ყველა იმ შეურაცხყოფაზე, რაც პირადად მე და ჩემს ოჯახს მოაყენე!!! მე უკვე ძალიან კარგად ვხვდები ყველაფერს და გიპირისპირდები ნებისმიერ დროს! სიტყვა "ნაბოდვარი" შენგან ხშირად გამიგია და ქუჩური ტერმინოლოგიით არ დავიწყებ შენს ინტერვიუებზე გამოკიდებას, მე თავმოყვარეობა მაქვს!! ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი კითხვა მაქვს პირადად შენთან მომხდარი ტრაგედიის ღამესთან დაკავშირებით!!" ლია შამუგია - წერს პაპიძის დედა მოკლული ომარ ქაფიაშილის დედისადმი ფეისბუქ-მიმართვაში.
"კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში ლილი მინდიკაურმა ჟურნალისტს განუცხადა, რომ ლანა პაპიძე დედას ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა, რაზეც ლანა პაპიძემ უპასუხა: "დედამ ისე გაგვზარდა, ხმამაღალი სიტყვა არ გვითქვამს ერთმანეთისთვის და ლილი ჩემზე ამბობს, დედას სცემდაო! ერთი კვირით ადრე ომარმა ლილის წაასწრო სიგარეტზე და ისე სცემა, სისხლი ანთხევინა. მთელი უბანი ფეხზე იდგა".