პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფრედერიკ ბეგბედერის შეხვედრა ქართველ მკითხველთან და "99 ფრანკის" სპეციალური გამოცემა
ფრედერიკ ბეგბედერის შეხვედრა ქართველ მკითხველთან და "99 ფრანკის" სპეციალური გამოცემა

რამ­დე­ნი­მე დღე­ში თბი­ლისს ცნო­ბი­ლი ფრან­გი მწე­რა­ლი ფრე­დე­რიკ ბეგ­ბე­დე­რი ეს­ტუმ­რე­ბა. ქარ­თველ მკი­თხველს ავ­ტორ­თან შეხ­ვედ­რის უნი­კა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა ეძ­ლე­ვა - 11 მარტს 15:30 სა­ა­თი­დან 17:00 სა­ა­თამ­დე "ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რე­ა­ში" ფრე­დე­რიკ ბეგ­ბე­დე­რი მათ შე­კი­თხვებს უპა­სუ­ხებს და ავ­ტოგ­რა­ფებს და­ა­რი­გებს.

ავ­ტო­რის ვი­ზიტ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L" გა­მოს­ცემს ბეგ­ბე­დე­რის საქ­ვეყ­ნოდ აღი­ა­რე­ბუ­ლი წიგ­ნის - "99 ფრან­კის" სპე­ცი­ა­ლურ ვერ­სი­ას, რომ­ლის შე­ძე­ნას 10 მარ­ტი­დან შეძ­ლებთ წიგ­ნის მა­ღა­ზი­ებ­ში და ვი­ზი­ტის დღეს "ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რე­ა­ში".

"პა­ლიტ­რა L" ფრე­დე­რიკ ბეგ­ბე­დე­რის წიგ­ნებს 2012 წლი­დან გა­მოს­ცემს. უკვე გა­მო­ი­ცა: "99 ფრან­კი", რო­მე­ლიც შე­ვი­და სე­რი­ა­ში, "50 წიგ­ნი, რო­მე­ლიც უნდა წა­ი­კი­თხო, სა­ნამ ცო­ცხა­ლი ხარ", ცალ­კე­ულ გა­მო­ცე­მე­ბად გა­მო­ვი­და "Windows On The World", "სა­ბო­ლოო აღ­წე­რა ჩა­მო­ფა­სე­ბამ­დე", "მიშ­ვე­ლე, ბო­დი­ში" . ბეგ­ბე­დე­რის სამ­ტო­მე­უ­ლი გა­მო­ი­ცა "ჩემი რჩე­უ­ლი მსოფ­ლი­ოს" ფარ­გლებ­შიც. მას­ში შე­ვი­და წიგ­ნე­ბი: "ფრან­გუ­ლი რო­მა­ნი", "99 ფრან­კი", "მო­სიყ­ვა­რუ­ლე ეგო­ის­ტი","Windows On The World".

თა­ნა­მედ­რო­ვე ფრან­გი მწე­რა­ლი, ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კრი­ტი­კო­სი და გა­მომ­ცე­მე­ლი ფრე­დე­რიკ ბეგ­ბე­დე­რი და­ი­ბა­და 1965 წელს საფ­რან­გეთ­ში. თა­ვის ოჯახს ძა­ლი­ან ბურ­ჟუ­ა­ზი­ულს უწო­დებს და ამ­ბობს, რომ ამ ფე­ნის­გან გა­მო­ყო­ფა მო­ი­სურ­ვა. გა­მო­ე­ყო კი­დეც თა­ვი­სი სკან­და­ლუ­რი რო­მა­ნით - 2000 წელს გა­მო­ი­ცა ბეგ­ბე­დე­რის ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი "99 ფრან­კი" , რო­მელ­საც მა­ლე­ვე მოყ­ვა ავ­ტო­რის აღი­ა­რე­ბა, თუმ­ცა რო­მა­ნის სი­უ­ჟე­ტი­სა და მას­ში ასა­ხუ­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე რე­ა­ლო­ბის გამო ბეგ­ბე­დე­რი სა­რეკ­ლა­მო სა­ა­გენ­ტო­დან და­ი­თხო­ვეს. "99 ფრან­კის" სხვა­დას­ხვა ენა­ზე თარ­გმნამ­დე მხო­ლოდ საფ­რან­გეთ­ში 400 000 ეგ­ზემპლა­რი გა­ი­ყი­და.

ფრე­დე­რიკ ბეგ­ბე­დე­რი სა­ქარ­თვე­ლოს "ჟურ­ნა­ლი 12"-ის რე­დაქ­ტო­რის, ოლგა ბაბ­ლუ­ა­ნის მოწ­ვე­ვით ეს­ტუმ­რე­ბა. ვი­ზი­ტის ფარ­გლებ­ში, 11 მარტს, ავ­ტო­რი გა­მარ­თავს პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ას მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი­სათ­ვის და მწე­რალ­თა სახ­ლში და­ხუ­რულ შეხ­ვედ­რა­ზე შეხ­ვდე­ბა ქარ­თველ მწერ­ლებს. 12 მარტს გა­ი­მარ­თე­ბა მისი ახა­ლი ფილ­მის "სიყ­ვა­რუ­ლი ცო­ცხლობს 3 წე­ლის" ჩვე­ნე­ბა.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ფრედერიკ ბეგბედერის შეხვედრა ქართველ მკითხველთან და "99 ფრანკის" სპეციალური გამოცემა

ფრედერიკ ბეგბედერის შეხვედრა ქართველ მკითხველთან და "99 ფრანკის" სპეციალური გამოცემა

რამდენიმე დღეში თბილისს ცნობილი ფრანგი მწერალი ფრედერიკ ბეგბედერი ესტუმრება. ქართველ მკითხველს ავტორთან შეხვედრის უნიკალური შესაძლებლობა ეძლევა - 11 მარტს 15:30 საათიდან 17:00 საათამდე "ბიბლუსი გალერეაში" ფრედერიკ ბეგბედერი მათ შეკითხვებს უპასუხებს და ავტოგრაფებს დაარიგებს.

ავტორის ვიზიტთან დაკავშირებით გამომცემლობა "პალიტრა L" გამოსცემს ბეგბედერის საქვეყნოდ აღიარებული წიგნის - "99 ფრანკის" სპეციალურ ვერსიას, რომლის შეძენას 10 მარტიდან შეძლებთ წიგნის მაღაზიებში და ვიზიტის დღეს "ბიბლუსი გალერეაში".

"პალიტრა L" ფრედერიკ ბეგბედერის წიგნებს 2012 წლიდან გამოსცემს. უკვე გამოიცა: "99 ფრანკი", რომელიც შევიდა სერიაში, "50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ", ცალკეულ გამოცემებად გამოვიდა "Windows On The World", "საბოლოო აღწერა ჩამოფასებამდე", "მიშველე, ბოდიში" . ბეგბედერის სამტომეული გამოიცა "ჩემი რჩეული მსოფლიოს" ფარგლებშიც. მასში შევიდა წიგნები: "ფრანგული რომანი", "99 ფრანკი", "მოსიყვარულე ეგოისტი","Windows On The World".

თანამედროვე ფრანგი მწერალი, ლიტერატურული კრიტიკოსი და გამომცემელი ფრედერიკ ბეგბედერი დაიბადა 1965 წელს საფრანგეთში. თავის ოჯახს ძალიან ბურჟუაზიულს უწოდებს და ამბობს, რომ ამ ფენისგან გამოყოფა მოისურვა. გამოეყო კიდეც თავისი სკანდალური რომანით - 2000 წელს გამოიცა ბეგბედერის ყველაზე ცნობილი ნაწარმოები "99 ფრანკი" , რომელსაც მალევე მოყვა ავტორის აღიარება, თუმცა რომანის სიუჟეტისა და მასში ასახული თანამედროვე რეალობის გამო ბეგბედერი სარეკლამო სააგენტოდან დაითხოვეს. "99 ფრანკის" სხვადასხვა ენაზე თარგმნამდე მხოლოდ საფრანგეთში 400 000 ეგზემპლარი გაიყიდა.

ფრედერიკ ბეგბედერი საქართველოს "ჟურნალი 12"-ის რედაქტორის, ოლგა ბაბლუანის მოწვევით ესტუმრება. ვიზიტის ფარგლებში, 11 მარტს, ავტორი გამართავს პრესკონფერენციას მედიის წარმომადგენლებისათვის და მწერალთა სახლში დახურულ შეხვედრაზე შეხვდება ქართველ მწერლებს. 12 მარტს გაიმართება მისი ახალი ფილმის "სიყვარული ცოცხლობს 3 წელის" ჩვენება.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს