Faceამბები
პოლიტიკა

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნადია სავჩენკო - უკრაინის ეროვნული გმირი და პუტინის პირადი პატიმარი
ნადია სავჩენკო - უკრაინის ეროვნული გმირი და პუტინის პირადი პატიმარი

3 მარტს უკ­რა­ი­ნელ­მა მფრი­ნავ­მა ნა­დია სავ­ჩენ­კომ მშრა­ლი შიმ­ში­ლო­ბა გა­მო­ა­ცხა­და. 2-წლი­ან წი­ნას­წარ პა­ტიმ­რო­ბა­ში მყოფ­მა სავ­ჩენ­კომ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მას შემ­დეგ მი­ი­ღო, რაც მისი საქ­მის გან­ხილ­ვა რუ­სე­თის დო­ნეც­კის სა­სა­მარ­თლომ 9 მარ­ტამ­დე გა­და­დო და სავ­ჩენ­კოს სა­ბო­ლოო სი­ტყვით გა­მოს­ვლის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მის­ცა.

იხი­ლეთ სი­უ­ჟე­ტი PALITRATV.GE-ზე

ნა­დეჟ­და სავ­ჩენ­კო 1981 წლის 11 მა­ისს, კი­ევ­ში და­ი­ბა­და. სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ მი­ი­ღო დი­ზა­ი­ნე­რის სპე­ცი­ა­ლო­ბა. სწავ­ლობ­და კი­ე­ვის ნა­ცი­ო­ნა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე. ერთ წე­ლი­წად­ში უკ­რა­ი­ნის სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბის სამ­სა­ხურ­ში გა­და­ი­ნაც­ვლა. 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, უკ­რა­ი­ნის მშვი­დო­ბის­მყო­ფელ­თა კონ­ტი­გენ­ტთან ერ­თად ერაყ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ი­ღო უფ­რო­სი ლე­ი­ტე­ნან­ტის წო­დე­ბა და გახ­და "Ми-24"-ის შტურ­მან-ოპე­რა­ტო­რი.

სავ­ჩენ­კო 2014 წლი­დან არის უკ­რა­ი­ნის უმაღ­ლე­სი რა­დას დე­პუ­ტა­ტი, მუდ­მი­ვი დე­ლე­გა­ცი­ის წევ­რი ევ­რო­პის საბ­ჭოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ა­ში, უკ­რა­ი­ნის სა­ხალ­ხო გმი­რი. 2014 წლი­დან იმ­ყო­ფე­ბა ვო­რო­ნე­ჟის წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბის იზო­ლა­ტორ­ში. დღემ­დე ელო­დე­ბა სა­სა­მარ­თლოს გა­ნა­ჩენს...

უკ­რა­ი­ნუ­ლი მხა­რის ვერ­სია

2014 წლის 8 ივ­ლისს ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ნა­დეჟ­და სავ­ჩენ­კო იმ­ყო­ფე­ბო­და რუ­სე­თის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის ქვეშ, ვო­რო­ნე­ჟის წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბის სა­კან­ში. სავ­ჩენ­კოს თქმით, ის ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით თავ­ზე ტომ­რი­თა და ხელ­ბორ­კი­ლე­ბით გა­იყ­ვა­ნეს უკ­რი­ა­ნის ტე­რი­ტო­რი­ი­დან.

2014 წლის 30 ოქ­ტომ­ბერს უკ­რი­ა­ნის გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ იგორ პლოტ­ნი­კევ­სა და ალექ­სან­დრა პო­პო­ვას ბრა­ლი უკ­რა­ი­ნე­ლი მფრი­ნა­ვის გა­ტა­ცე­ბა­ში დას­დეს. პრკუ­რა­ტუ­რის დას­კვნის თა­ნახ­მად, 2014 წლის 17 ივ­ნისს მათ გა­ნა­ხო­რი­ცი­ლეს თავ­დას­ხმა ბა­ტა­ლი­ონ "აი­დარ­ზე" , ტყვედ წა­მო­იყ­ვა­ნეს სავ­ჩენ­კო და გა­იყ­ვა­ნეს უკ­რა­ი­ნი­დან. გა­ტა­ცე­ბა­ში რუსი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი ფი­გუ­რი­რებ­დნენ გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ნადია სავჩენკო - უკრაინის ეროვნული გმირი და პუტინის პირადი პატიმარი

ნადია სავჩენკო - უკრაინის ეროვნული გმირი და პუტინის პირადი პატიმარი

3 მარტს უკრაინელმა მფრინავმა ნადია სავჩენკომ მშრალი შიმშილობა გამოაცხადა. 2-წლიან წინასწარ პატიმრობაში მყოფმა სავჩენკომ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მისი საქმის განხილვა რუსეთის დონეცკის სასამართლომ 9 მარტამდე გადადო და სავჩენკოს საბოლოო სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცა.

იხილეთ სიუჟეტი PALITRATV.GE-ზე

ნადეჟდა სავჩენკო 1981 წლის 11 მაისს, კიევში დაიბადა. სკოლის დამთავრების შემდეგ მიიღო დიზაინერის სპეციალობა. სწავლობდა კიევის ნაციონალურ უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. ერთ წელიწადში უკრაინის სამხედრო ძალების სამსახურში გადაინაცვლა. 6 თვის განმავლობაში, უკრაინის მშვიდობისმყოფელთა კონტიგენტთან ერთად ერაყში იმყოფებოდა. წლების განმავლობაში მიიღო უფროსი ლეიტენანტის წოდება და გახდა "Ми-24"-ის შტურმან-ოპერატორი.

სავჩენკო 2014 წლიდან არის უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი, მუდმივი დელეგაციის წევრი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, უკრაინის სახალხო გმირი. 2014 წლიდან იმყოფება ვორონეჟის წინასწარი პატიმრობის იზოლატორში. დღემდე ელოდება სასამართლოს განაჩენს...

უკრაინული მხარის ვერსია

2014 წლის 8 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ნადეჟდა სავჩენკო იმყოფებოდა რუსეთის ზედამხედველობის ქვეშ, ვორონეჟის წინასწარი პატიმრობის საკანში. სავჩენკოს თქმით, ის ძალის გამოყენებით თავზე ტომრითა და ხელბორკილებით გაიყვანეს უკრიანის ტერიტორიიდან.

2014 წლის 30 ოქტომბერს უკრიანის გენერალურმა პროკურატურამ იგორ პლოტნიკევსა და ალექსანდრა პოპოვას ბრალი უკრაინელი მფრინავის გატაცებაში დასდეს. პრკურატურის დასკვნის თანახმად, 2014 წლის 17 ივნისს მათ განახორიცილეს თავდასხმა ბატალიონ "აიდარზე" , ტყვედ წამოიყვანეს სავჩენკო და გაიყვანეს უკრაინიდან. გატაცებაში რუსი მაღალჩინოსნები ფიგურირებდნენ განაგრძეთ კითხვა

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა