ქაღალდის ფული 1000 წელზე მეტი ხნის წინ გაჩნდა. მას მერე სხვადასხვა ქვეყნის კუპიურები სულ უფრო ემსგავსებოდა ერთმანეთს, მაგრამ ხანდახან დღემდე ჩნდება კუპიურები, რომლებიც გვაოცებს.
გერმანული ნოტგელდი ვირებით და ეშმაკებით
პირველი სამამულო ომის დროს და შემდეგ გერმანიას გადასახურდავებლად ფული არ ჰყოფნიდა, მერე კი ჰიპერინფლაცია დაიწყო. ამიტომ, რეიხსბანკმა დაუშვა რეგიონული ვალუტა - ნოტგელდი, "იძულებითი ფული". იგი ევროპის სხვა ქვეყნებშიც გაჩნდა, მაგრამ ყველაზე დიდი ბრუნვა მაინც გერმანიაში იყო. გერმანულ ნოტგელდს ადგილობრივი ხელისუფლება და ზოგიერთი მეწარმე უშვებდა, მას ქაღალდისგან, ფაიფურისგან და დაპრესილი ნახშირისგან ამზადებდნენ. კუპიურებზე ვირები და ეშმაკები იყო გამოსახული. ბანკნოტები ბრუნვიდან თანდათან ამოიღეს 1923-1924 წლებში, როდესაც ხელისუფლებამ მარკა და რეიხსმარკა შემოიღო.
შვეიცარული ფრანკი ხელოვნების მუშაკთა პორტრეტების გამოსახულებით
1990-იანი წლების მეორე ნახევარში შვეიცარიის ეროვნულმა ბანკმა კუპიურები შეცვალა - ისინი ვერტიკალური გახდა. ბანკნოტების ერთ მხარეს არქიტექტორ ლე კორბიუზეს, კომპოზიტორ ართურ ონეგერის, მხატვარ სოფი ტოიბერ-არპის, სკულპტორ ალბერტო ჯაკომეტის, მწერალ შარლ ფერდინანდ რამიუსა და კულტუროლოგ იაკობ ბურკჰარდის პორტრეტები იყო გამოსახული, მეორე მხარეს კი - მათი ბიოგრაფია.
სამოური ტალა მხიარული ფერებით
2008 წელს პაწაწინა სახელმწიფო ტალამ ახალი ბანკნოტები გამოუშვა. მათზე პეიზაჟები, ბავშვები, რაგბის ნაკრები, ცენტრობანკის შენობა, ტაძარი და ბელადი მალიეტოა ტანუმაფილი ll იყო გამოსახული. მაგრამ ყველაზე საინტერესო ბანკნოტის ფერებია: ატმისფერი, მკვეთრი ყვითელი, იასამნისფერი, ფირუზისფერი... მოკლედ, უდარდელი მხარის მხიარული ფერები.