პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საჰაერო ოპერაცია თარხან ბათირაშვილის ლიკვიდაციისთვის - მოკლულია თუ არა პანკისელი ტერორისტი?
საჰაერო ოპერაცია თარხან ბათირაშვილის ლიკვიდაციისთვის - მოკლულია თუ არა პანკისელი ტერორისტი?

"ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" ერთ-ერთი ლი­დე­რი, წარ­მო­შო­ბით პან­კი­სე­ლი ტე­რო­რის­ტი აბუ ომარ ალ-ში­შა­ნი, იგი­ვე თარ­ხან ბა­თი­რაშ­ვი­ლი შე­საძ­ლოა, მოკ­ლუ­ლი იყოს. და­სავ­ლურ მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, აბუ ომარ ალ-ში­შა­ნის ლიკ­ვი­და­ცი­ის­თვის, რო­მელ­საც ISIS-ის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე "გავ­ლე­ნი­ა­ნი მე­თა­უ­რის" რე­პუ­ტა­ცია ჰქონ­და, სა­ჰა­ე­რო ოპე­რა­ცია ჩა­ტარ­და.

იხი­ლეთ ვი­დეო| "ბამ­ბი­ოჟ­კა­ში მოყ­ვაო" - რა იცის ბა­თი­რაშ­ვი­ლის მა­მამ შვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ ხმებ­ზე

ბა­თი­რაშ­ვი­ლის შე­საძ­ლო ლიკ­ვი­და­ცი­ის შე­სა­ხებ კო­მენ­ტა­რი პენ­ტა­გონ­შიც გა­კეთ­და. და­სავ­ლუ­რი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პენ­ტა­გო­ნის ვა­რა­უ­დობს, რომ ბა­თი­რაშ­ვი­ლი შე­საძ­ლოა, აშშ-ის მიერ სი­რი­ა­ში პა­რას­კევს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ავი­ა­ი­ე­რიშს ემსხვერ­პლა, თუმ­ცა მისი ლიკ­ვი­და­ცი­ის შე­სა­ხებ და­ზუს­ტე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ამ დრო­ის­თვის არ არ­სე­ბობს და პენ­ტა­გო­ნი ინ­ცი­დენ­ტის დე­ტა­ლებს იკ­ვლევს.

პენ­ტა­გო­ნის პრესს­პი­კე­რის გან­ცხა­დე­ბით, თუკი ალ-ში­შა­ნის ლიკ­ვი­და­ცია და­დას­ტურ­და, ეს იმის ნი­შა­ნი იქ­ნე­ბა, რომ ე.წ. "ის­ლა­მურ სა­ხელ­მწი­ფოს" უცხო­ე­ლი მებ­რძო­ლე­ბის გა­და­ბი­რე­ბა გა­უ­ჭირ­დე­ბა.

თარ­ხან ბა­თი­რაშ­ვი­ლის ლიკ­ვი­და­ცი­ის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში ამ ეტაპ­ზე არ ადას­ტუ­რე­ბენ. რო­გორც ხე­ო­ბის მცხოვ­რებ­ლებ­მა "კუ­რი­ერს" გა­ნუ­ცხა­დეს, პან­კის­ში მსგავ­სი რამ არა­ვის გა­უ­გია. "არა­ნა­ი­რი ინ­ფორ­მა­ცია არ არის პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში. კა­ციშ­ვი­ლის­გან არ გა­მი­გია. აქ მამა ჰყავს, ისიც ავად­მყო­ფია. ჩემ­გან ცოტა მო­შო­რე­ბით ცხოვ­რობს და ბოლო ხა­ნებ­ში არც მი­ნა­ხავს. რაც შე­ე­ხე­ბა ბა­თი­რაშ­ვილს, მას­ზე მხო­ლოდ ის გა­მი­გია, რომ სი­რი­ა­ში რომ იმ­ყო­ფე­ბო­და, მაგ­რამ მის მერე სად წა­ვი­და, სად გა­იქ­ცა, აზ­რზე არ ვარ", - გა­ნა­ცხა­და პან­კი­სის ხე­ო­ბის იმამ­მა ომარ ხან­გოშ­ვილ­მა.

ხე­ო­ბის კი­დევ ერთი მკვიდ­რის, ახ­ლუ­დინ ჟა­კა­ლა­ე­ვის თქმი­თაც, ბა­თი­რაშ­ვი­ლის ლიკ­ვი­და­ცი­ის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია გა­ი­გეს, თუმ­ცა, "რო­გორც უთხრეს, ვერ ადას­ტუ­რე­ბენ".

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ამე­რი­კის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენტს თარ­ხან ბა­თი­რაშ­ვი­ლი ტე­რო­რის­ტე­ბის სი­ა­ში ჰყავ­და შეყ­ვა­ნი­ლი და მის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ნაც­ვლოდ 5 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი ჰქონ­და და­წე­სე­ბუ­ლი.

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: რამ­დენ­ჯერ მოკ­ლეს თარ­ხან ბა­თი­რაშ­ვი­ლი - "უკ­ვდა­ვი" პან­კი­სე­ლი ტე­რო­რის­ტის და­უ­დას­ტუ­რე­ბე­ლი სიკ­ვდი­ლის ქრო­ნი­კა

საჰაერო ოპერაცია თარხან ბათირაშვილის ლიკვიდაციისთვის - მოკლულია თუ არა პანკისელი ტერორისტი?

საჰაერო ოპერაცია თარხან ბათირაშვილის ლიკვიდაციისთვის - მოკლულია თუ არა პანკისელი ტერორისტი?

"ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი ლიდერი, წარმოშობით პანკისელი ტერორისტი აბუ ომარ ალ-შიშანი, იგივე თარხან ბათირაშვილი შესაძლოა, მოკლული იყოს. დასავლურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აბუ ომარ ალ-შიშანის ლიკვიდაციისთვის, რომელსაც ISIS-ის ერთ-ერთ ყველაზე "გავლენიანი მეთაურის" რეპუტაცია ჰქონდა, საჰაერო ოპერაცია ჩატარდა.

იხილეთ ვიდეო| "ბამბიოჟკაში მოყვაო" - რა იცის ბათირაშვილის მამამ შვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებულ ხმებზე

ბათირაშვილის შესაძლო ლიკვიდაციის შესახებ კომენტარი პენტაგონშიც გაკეთდა. დასავლური მედიის ინფორმაციით, პენტაგონის ვარაუდობს, რომ ბათირაშვილი შესაძლოა, აშშ-ის მიერ სირიაში პარასკევს განხორციელებულ ავიაიერიშს ემსხვერპლა, თუმცა მისი ლიკვიდაციის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია ამ დროისთვის არ არსებობს და პენტაგონი ინციდენტის დეტალებს იკვლევს.

პენტაგონის პრესსპიკერის განცხადებით, თუკი ალ-შიშანის ლიკვიდაცია დადასტურდა, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ ე.წ. "ისლამურ სახელმწიფოს" უცხოელი მებრძოლების გადაბირება გაუჭირდება.

თარხან ბათირაშვილის ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაციას პანკისის ხეობაში ამ ეტაპზე არ ადასტურებენ. როგორც ხეობის მცხოვრებლებმა "კურიერს" განუცხადეს, პანკისში მსგავსი რამ არავის გაუგია. "არანაირი ინფორმაცია არ არის პანკისის ხეობაში. კაციშვილისგან არ გამიგია. აქ მამა ჰყავს, ისიც ავადმყოფია. ჩემგან ცოტა მოშორებით ცხოვრობს და ბოლო ხანებში არც მინახავს. რაც შეეხება ბათირაშვილს, მასზე მხოლოდ ის გამიგია, რომ სირიაში რომ იმყოფებოდა, მაგრამ მის მერე სად წავიდა, სად გაიქცა, აზრზე არ ვარ", - განაცხადა პანკისის ხეობის იმამმა ომარ ხანგოშვილმა.

ხეობის კიდევ ერთი მკვიდრის, ახლუდინ ჟაკალაევის თქმითაც, ბათირაშვილის ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაცია გაიგეს, თუმცა, "როგორც უთხრეს, ვერ ადასტურებენ".

როგორც ცნობილია, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს თარხან ბათირაშვილი ტერორისტების სიაში ჰყავდა შეყვანილი და მის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ 5 მილიონი დოლარი ჰქონდა დაწესებული.

ასევე წაიკითხეთ: რამდენჯერ მოკლეს თარხან ბათირაშვილი - "უკვდავი" პანკისელი ტერორისტის დაუდასტურებელი სიკვდილის ქრონიკა

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა