„ისე ხმარობდა ჩაქუჩს, როგორც კარგი გამოცდილი ყასაბი“ - ალექსი პეტრიაშვილი თავდასხმის შესახებ ვრცლად საუბრობს

„ისე ხმარობდა ჩაქუჩს, როგორც კარგი გამოცდილი ყასაბი“ - ალექსი პეტრიაშვილი თავდასხმის შესახებ ვრცლად საუბრობს

"თავისუფალი დემოკრატების" გენერალური მდივანი ალექსი პეტრიაშვილი თავდასხმის დეტალებს კიდევ ერთხელ იხსენებს და დარწმუნებულია, რომ ეს ყველაფერი წინასწარ იყო დაგეგმილი.

როგორც პეტრიაშვილმა გადაცემა "არჩევანში" განაცხადა, ვერც ერთ შემთხვევაში საქმე გახსნილად ვერ გამოცხადდება, თუ არ მოხდება თავდასხმის შემკვეთის დაკავება.

"ეს ყველაფერი მოხდა ჩემი მეგობრის ლევან მიქელაძის დაბადების დღეზე. მისი ხსოვნის პატივსაცემად საფლავზე ავედი. ჩემთან ერთად ლევანის რამდენიმე მეგობარი იყო. როდესაც მათთან ვსაუბრობდი, უკნიდან ლაჩრულად განხორციელდა თავდასხმა, მომხდა ბლაგვი საგანი, ეს იყო ჩაქუჩი. საკმაოდ სერიოზული ფიზიკური აღნაგობის ადამიანი დამესხა თავს, ის ცდილობდა თავის არეში მიმეღო დაზიანება. რამდენიმე დარტყმა "წარმატებითაც" განახორციელა. ჩაქუჩის მოქნევისას არავის აქვს განსაზღვრული ის ოდნავ გათიშავს ადამიანს, თუ მოკლავს. ყველა სხვა იარაღს, რომ თავი დავანებოთ, ესეც საკმარისია, რომ როდესაც ძლიერი ადამიანი სახის და თავის მიამრთულებით ახორციელებს ჩაქუჩით თავდასხმას, ეს არის განზრახ მკვლელობის მცდელობა და არა უბრალოდ თბილისური გარჩევა. შემდეგ საქმეში ერთვება მისი თანამზრახველი ბეისბოლის ბიტის და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით... როდესაც თავში დამარტყეს დამარტყეს წონასწორობა დავკარგე და არა გონება. შემდეგ უკვე, როდესაც ვხედავდი თავდმსხმელს, რომ ცდილობდა ჩაქუჩით შემდგომი დარტყმების განხორციელებას, ჩაქუჩი სწორედ მაშინ შევამჩნიე. კვალიფიციურად ხმარობდა ამ ნივთს და მუშაობდა ისე, როგორც კარგი გამოცდილი ყასაბი. ჩემი მეგობრები ცდილობდენ შეეჩერებინათ თავდასხმა, მაგრამ საქმეში იარაღი ჩაერთო. ემუქრებოდნენ მათ რომ არ ჩარეულიყვნენ ", - განაცხადა პეტრიაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

"თავისუფალი დემოკრატების" გენერალური მდივანი ფიქრობს, რომ მისი ადგილსამყოფელი თავდამსხმელებმა წინასწარი თვალთვალის შედეგად დაადგინეს.

"სხვადასხვა გარემოებამ გამოიწვია, რო მე დამოუკიდებლად მივედი სასაფლაოზე. რეალურად თვალთვალის შედეგად იქნა გამოვლენილი ჩემი ადგილსამყოფელი. ეს იყო შეიძლება ძალიან კარგად ვერ, მაგრამ დაგეგმილი და წინასწარ დაკვეთილი სადისტური თავდასხმის ოპერაცია. მე არ მინდა პირდარ ეთერში დავჯდე და ვარაუდები გამოვთქვა. ერთი რაც შემიძლია დადსტურებით გითხრათ, ის რაც მოვისმინე, რომ ეს იყო პირადული უთანხმოება, სრული აბსურდია", - ამბობს პეტრიაშვილის და აცხადებს, რომ დაკავებული ლევან მექვაბიშვილი თვალითაც არ ჰყავს ნანახი.

"საერთოდ თვალითაც არ მინახავს. ჩვენი პროფილები განსხვავდებოდა. მე ნატოს და ევროკავშირის მიმართულებით ვმუშაობდი, ის - ლომბარდების და სავალუტო ჯიხურების. ჩემი აზრით, ეს არის ერთ-ერთი შემსრულებელი. ცდილობს დამკვეთის და მისი თანამზრახველის დამალვას. როგორც მახსოვს, ეს არის სწორედ ის ადამიანი, ვინც ჩაქუჩს მირტყამდა", - განაცხადა პეტრიაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

მისი თქმით, ის გამოძიებას ნდობას უცხადებს და ფიქრობს, რომ საქმის გახნსა პირველ რიგში ხელისუფლების ინტერესებშია.

"მე გამოძიების გულწრფელობაში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ არც ვარდისფერ სათვალეებში ვუყურებ ცხოვრებას განსაკუთრებით შეიარაღებული თავდასხმის მერე. მინდა ვიქონიო იმედია, რომ ხელისუფლების სწრაფვა ამ სამქის გამოძიების გულწრფელია და დარწმუნებული ვარ, ამას ბოლომდე მიიყვანენ. ეს არ არის რთული გამოსაძიებელი საქმე. დაკავებული პირის კავშირების შესაბამისი გამოძიების შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ გამოძიება სწორი მიმართულებით წავა. იმედია, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ სიტუაცია კონტროლიდან არ გაუშვას. ჩვენი შეჩერება ჩაქუჩებით, მაყუჩებით და ბიტებით შეუძლებელია", - განაცხადა პეტრიაშვილმა.

ასევე იხილეთ: "მე გამქონდა ასოცირების შეთანხმება, მაგ პიროვნებას ლომბარდები..." - რას ამბობს ალექსი პეტრიაშვილი თავდამსხმელზე

http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/kriminali/69900-icnobda-thu-ara-aleqsi-petriashvili-thavdamskhmels-da-ra-akavshirebs-masthan-braldebuls.html

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ