"თავისუფალი დემოკრატების" გენერალური მდივანი ალექსი პეტრიაშვილი რამდენიმე დღიანი მკურნალობის შემდეგ საავადმყოფოდან დღეს გამოწერეს. სახლში მას ოჯახის წევრებმა მხიარული დახვედრა მოუწყეს.
"კეთილი იყოს შენი დაბრუნება" - წერს "ფეისბუქზე"ეკა მიშველაძე და ფოტოს აქვეყნებს, სადაც ის და ალექსი პეტრიაშვილი "მორთული სახლის" ფონზე არიან გადაღებული.
შეგახსენებთ, "თავისუფალი დემოკრატების" გენერალური მდივანი რამდენიმე დღის წინ დაჭერს. დანაშაულში ბრალდებული ლევან მექვაბიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ დააკავა. არსებული ინფორმაციით, მექვაბიშვილი წარსულში ნასამართლევია.