პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტომას პიკერინგი - აფხაზებს, ოსებსა და ქართველებს საბოლოო ჯამში ერთად მოუწევთ ცხოვრება
ტომას პიკერინგი - აფხაზებს, ოსებსა და ქართველებს საბოლოო ჯამში ერთად მოუწევთ ცხოვრება

სა­ქარ­თვე­ლოს დღე­ვან­დე­ლი და­ნა­წევ­რე­ბა დრო­ე­ბი­თია და აფხა­ზებს, ოსებს და ქარ­თვე­ლებს სა­ბო­ლოო ჯამ­ში ერ­თად მო­უ­წევთ ცხოვ­რე­ბა. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში ისი­ნი ცალ-ცალ­კე უკუს­ვლის გზას და­ად­გე­ბი­ან, - ამის შე­სა­ხებ "ამე­რი­კის ხმის" ქარ­თულ რე­დაქ­ცი­ას­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში აშშ-ს კა­რი­ე­რუ­ლი ელჩი და სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე ტო­მას პი­კე­რინ­გი აცხა­დებს.

ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი ამ­ბობს, რომ თბი­ლის­მა რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში სიფრ­თხი­ლე უნდა გა­მო­ი­ჩი­ნოს და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ლი­ტი­კა აწარ­მო­ოს.

"ჩემი აზ­რით, 2008 წლის კონ­ფლიქ­ტის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო რუ­სეთ­თან ფრთხი­ლად და სწო­რად ურ­თი­ერ­თობს. ეს არ ნიშ­ნავს იმას, რომ სა­ქარ­თვე­ლომ რუ­სე­თის ყვე­ლა სურ­ვილს თავი უნდა და­უ­ხა­როს. ამავდრო­უ­ლად, რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თპა­ტი­ვის­ცე­მით სავ­სე ურ­თი­ერ­თო­ე­ბე­ბი უნდა და­ამ­ყა­როს. სა­ქარ­თვე­ლო ძა­ლი­ან მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ქვე­ყა­ნაა. თბი­ლის­მა უნდა მო­ნა­ხოს გზა, რო­მე­ლიც სა­კუ­თა­რი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის სიძ­ლი­ე­რის გა­მო­ყე­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს ძლი­ე­რი დე­მოკ­რა­ტი­ის შე­საქ­მნე­ლად. ჩემი აზ­რით, სა­ქარ­თვე­ლო ამას ცდი­ლობს. სა­ქარ­თვე­ლოს დიდი ძალა აქვს. ასე­ვე დიდი ძალა აქვს ქარ­თულ ნა­ცი­ო­ნა­ლიზმს. თუმ­ცა უფრო მეტ ძა­ლას მას ეკო­ნო­მი­კუ­რად წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქვეყ­ნის აშე­ნე­ბა მის­ცემს. სა­ქარ­თვე­ლომ აფხა­ზებ­სა და ოსებს ალ­ტერ­ნა­ტი­ვა უნდა შეს­თა­ვა­ზოს - ეკო­ნო­მი­კუ­რი და ლინგვის­ტუ­რი ალ­ტერ­ნა­ტი­ვე­ბი. ჩემი აზ­რით, სა­ქარ­თვე­ლოს დღე­ვან­დე­ლი და­ნა­წევ­რე­ბა დრო­ე­ბი­თია და აფხა­ზებს, ოსებ­სა და ქარ­თვე­ლებს სა­ბო­ლოო ჯამ­ში ერ­თად მო­უ­წევთ ცხოვ­რე­ბა. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში ისი­ნი ცალ-ცალ­კე უკუს­ვლის გზას და­ად­გე­ბი­ან. სა­ქარ­თვე­ლოს გა­ერ­თი­ა­ნე­ბა, ჩემი აზ­რით, ქარ­თვე­ლე­ბის სტრა­ტე­გი­უ­ლი მი­ზა­ნია. მაგ­რამ ეს სამ­ხედ­რო ძა­ლით არ მოხ­დე­ბა. სა­ქარ­თვე­ლომ ხალ­ხს აფხა­ზეთ­ში და სამ­ხრეთ ოსეთ­ში უნდა და­ა­ნა­ხოს, რომ მათ­თვის ნამ­დვი­ლი ალ­ტერ­ნა­ტი­ვა თბი­ლი­სია და არა მოს­კო­ვი", - გა­ნა­ცხა­და პი­კე­რინ­გმა.

პი­კე­რინ­გი ფიქ­რობს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ნატო-ში ან ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა ქვეყ­ნის გა­ერ­თი­ა­ნე­ბას არ წა­ა­ხა­ლი­სებს. "არ მგო­ნია. ამის გა­კე­თე­ბა ძლი­ერ, მზარდ, წარ­მა­ტე­ბულ ქარ­თულ ეკო­ნო­მი­კას შე­უძ­ლია. გარ­შე­მო მცხოვ­რე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბი იმას შე­ხე­და­ვენ რამ­დე­ნა­დაა სა­ქარ­თვე­ლო დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი სა­კუ­თარ შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ში და ამ თვით­დარ­წმუ­ნე­ბის მო­ტა­ნა მხო­ლოდ შე­ნე­ბას და ზრდას შე­უძ­ლია", - აღ­ნიშ­ნა პი­კე­რინ­გმა.

მი­სი­ვე თქმით, რუ­სეთს მი­აჩ­ნია, რომ აფხა­ზეთ­სა და სამ­ხრეთ ოსეთ­ში გარ­კვე­უ­ლი რო­ლის შეს­რუ­ლე­ბა ევა­ლე­ბათ. "მათ­თვის ეს როლი არა­ვის მი­უ­ნი­ჭე­ბია, მაგ­რამ მათ თვით­ნე­ბუ­რად "მშვი­დო­ბის­მყო­ფე­ლე­ბის" ვალ­დე­ბუ­ლე­ბა აი­ღეს და შემ­დეგ გა­და­წყვი­ტეს სამ­ხედ­რო ძალა გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნათ", - გა­ნა­ცხა­და პი­კე­რინ­გმა.

რაც შე­ე­ხე­ბა ჟურ­ნა­ლის­ტის შე­კი­თხვას, თუ რა­ტომ არ გა­დად­გა და­სავ­ლეთ­მა მკაც­რი ნა­ბი­ჯე­ბი კრემ­ლის წი­ნა­აღ­მდეგ სა­ქარ­თვე­ლო­ში ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბის შემ­დეგ და რა­ტომ არ და­წეს­და ეკო­ნო­მი­კუ­რი სან­ქცი­ე­ბი ისე, რო­გორც ეს უკ­რა­ი­ნის შემ­თხვე­ვა­ში მოხ­და, ამე­რი­კე­ლი დიპ­ლო­მა­ტის გან­ცხა­დე­ბით, ეს ორმა მი­ზეზ­მა გა­ნა­პი­რო­ბა:

"ერთი იყო ის, რომ სი­ტუ­ა­ცია სტა­ტუს ქვო­ში მა­ლე­ვე გა­და­ი­ზარ­და და მე­ო­რე კი ის, რომ გა­ე­როს უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭო­ში სან­ქცი­ე­ბის გას­ვლის შან­სი არ იყო იმის გამო, რომ იქ რუ­სეთს ვე­ტოს ძალა აქვს. ჩემი პი­რა­დი აზ­რია, რომ და­სავ­ლეთ ევ­რო­პა­ში და შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში ფიქ­რო­ბენ, რომ სან­ქცი­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს და და­სავ­ლეთს უფრო მეტ ზი­ანს მი­ა­ყე­ნებ­და, ვიდ­რე რუ­სეთს. გარ­კვე­ულ­წი­ლად, კი. და­სავ­ლეთ ევ­რო­პას - და შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბად, ამე­რი­კას - რუ­სეთ­ში დიდი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი აქვთ ჩა­დე­ბუ­ლი. ამის გამო, სან­ქცი­ე­ბის ომი, მათი აზ­რით, კრგად არა­ვის­თვის დას­რულ­დე­ბო­და. ისე­თი სან­ქცი­ე­ბი რომ და­ე­წე­სე­ბი­ნათ, რომ­ლი­თაც სა­კუ­თარ ინ­ტე­რე­სესბს და­ი­ცავ­დნენ, მა­შინ სან­ქცი­ე­ბი არა­ე­ფექ­ტუ­რი იქ­ნე­ბო­და. სა­ინ­ტე­რე­სო ის არის, რომ უკ­რა­ი­ნის შემ­თხვე­ვა­ში სან­ქცი­ე­ბი კონ­კრე­ტუ­ლი სა­მიზ­ნე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ და­წეს­და. ის პრობ­ლე­მე­ბი, რომ­ლებ­საც რუ­სე­თის ეკო­ნო­მი­კა დღეს გა­ნიც­დის უფრო ნავ­თო­ბის ფა­სე­ბის ვარ­დნას უკავ­შირ­დე­ბა, ვიდ­რე სან­ქცი­ებს. რუ­სე­თის ლი­დე­რებ­მა ვერ შეძ­ლეს ეკო­ნო­მი­კის დი­ვერ­სი­ფი­ცი­რე­ბა და ეს რუსი ხალ­ხის­თვის ტრა­გე­დი­აა", - აღ­ნიშ­ნა პი­კე­რინ­გმა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

ტომას პიკერინგი - აფხაზებს, ოსებსა და ქართველებს საბოლოო ჯამში ერთად მოუწევთ ცხოვრება

ტომას პიკერინგი - აფხაზებს, ოსებსა და ქართველებს საბოლოო ჯამში ერთად მოუწევთ ცხოვრება

საქართველოს დღევანდელი დანაწევრება დროებითია და აფხაზებს, ოსებს და ქართველებს საბოლოო ჯამში ერთად მოუწევთ ცხოვრება. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ცალ-ცალკე უკუსვლის გზას დაადგებიან, - ამის შესახებ "ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში აშშ-ს კარიერული ელჩი და სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე ტომას პიკერინგი აცხადებს.

ყოფილი მაღალჩინოსანი ამბობს, რომ თბილისმა რუსეთთან ურთიერთობაში სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს და დამოუკიდებელი ეკონომიკური პოლიტიკა აწარმოოს.

"ჩემი აზრით, 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ საქართველო რუსეთთან ფრთხილად და სწორად ურთიერთობს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველომ რუსეთის ყველა სურვილს თავი უნდა დაუხაროს. ამავდროულად, რუსეთთან ურთიერთპატივისცემით სავსე ურთიერთოებები უნდა დაამყაროს. საქართველო ძალიან მრავალფეროვანი ქვეყანაა. თბილისმა უნდა მონახოს გზა, რომელიც საკუთარი მრავალფეროვნების სიძლიერის გამოყენების საშუალებას მისცემს ძლიერი დემოკრატიის შესაქმნელად. ჩემი აზრით, საქართველო ამას ცდილობს. საქართველოს დიდი ძალა აქვს. ასევე დიდი ძალა აქვს ქართულ ნაციონალიზმს. თუმცა უფრო მეტ ძალას მას ეკონომიკურად წარმატებული ქვეყნის აშენება მისცემს. საქართველომ აფხაზებსა და ოსებს ალტერნატივა უნდა შესთავაზოს - ეკონომიკური და ლინგვისტური ალტერნატივები. ჩემი აზრით, საქართველოს დღევანდელი დანაწევრება დროებითია და აფხაზებს, ოსებსა და ქართველებს საბოლოო ჯამში ერთად მოუწევთ ცხოვრება. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ცალ-ცალკე უკუსვლის გზას დაადგებიან. საქართველოს გაერთიანება, ჩემი აზრით, ქართველების სტრატეგიული მიზანია. მაგრამ ეს სამხედრო ძალით არ მოხდება. საქართველომ ხალხს აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში უნდა დაანახოს, რომ მათთვის ნამდვილი ალტერნატივა თბილისია და არა მოსკოვი", - განაცხადა პიკერინგმა.

პიკერინგი ფიქრობს, რომ საქართველოს ნატო-ში ან ევროკავშირში გაწევრიანება ქვეყნის გაერთიანებას არ წაახალისებს. "არ მგონია. ამის გაკეთება ძლიერ, მზარდ, წარმატებულ ქართულ ეკონომიკას შეუძლია. გარშემო მცხოვრები ადამიანები იმას შეხედავენ რამდენადაა საქართველო დარწმუნებული საკუთარ შესაძლებლობებში და ამ თვითდარწმუნების მოტანა მხოლოდ შენებას და ზრდას შეუძლია", - აღნიშნა პიკერინგმა.

მისივე თქმით, რუსეთს მიაჩნია, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში გარკვეული როლის შესრულება ევალებათ. "მათთვის ეს როლი არავის მიუნიჭებია, მაგრამ მათ თვითნებურად "მშვიდობისმყოფელების" ვალდებულება აიღეს და შემდეგ გადაწყვიტეს სამხედრო ძალა გამოეყენებინათ", - განაცხადა პიკერინგმა.

რაც შეეხება ჟურნალისტის შეკითხვას, თუ რატომ არ გადადგა დასავლეთმა მკაცრი ნაბიჯები კრემლის წინააღმდეგ საქართველოში ძალის გამოყენების შემდეგ და რატომ არ დაწესდა ეკონომიკური სანქციები ისე, როგორც ეს უკრაინის შემთხვევაში მოხდა, ამერიკელი დიპლომატის განცხადებით, ეს ორმა მიზეზმა განაპირობა:

"ერთი იყო ის, რომ სიტუაცია სტატუს ქვოში მალევე გადაიზარდა და მეორე კი ის, რომ გაეროს უშიშროების საბჭოში სანქციების გასვლის შანსი არ იყო იმის გამო, რომ იქ რუსეთს ვეტოს ძალა აქვს. ჩემი პირადი აზრია, რომ დასავლეთ ევროპაში და შეერთებულ შტატებში ფიქრობენ, რომ სანქციები საქართველოს და დასავლეთს უფრო მეტ ზიანს მიაყენებდა, ვიდრე რუსეთს. გარკვეულწილად, კი. დასავლეთ ევროპას - და შედარებით ნაკლებად, ამერიკას - რუსეთში დიდი ინვესტიციები აქვთ ჩადებული. ამის გამო, სანქციების ომი, მათი აზრით, კრგად არავისთვის დასრულდებოდა. ისეთი სანქციები რომ დაეწესებინათ, რომლითაც საკუთარ ინტერესესბს დაიცავდნენ, მაშინ სანქციები არაეფექტური იქნებოდა. საინტერესო ის არის, რომ უკრაინის შემთხვევაში სანქციები კონკრეტული სამიზნეების წინააღმდეგ დაწესდა. ის პრობლემები, რომლებსაც რუსეთის ეკონომიკა დღეს განიცდის უფრო ნავთობის ფასების ვარდნას უკავშირდება, ვიდრე სანქციებს. რუსეთის ლიდერებმა ვერ შეძლეს ეკონომიკის დივერსიფიცირება და ეს რუსი ხალხისთვის ტრაგედიაა", - აღნიშნა პიკერინგმა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები