"ფორბს ჯორჯიას" რედაქტორი შოთა დიღმელაშვილი საკუთარ "ფეისბუქ-გვერდზე" 8 მარტთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს:
"უკიდურესი ცინიზმი მგონია 8 მარტს ქალებისთვის ყვავილების ჩუქნა, როდესაც:
♀ საქართველო გენდერციდის ქვეყანაა - ჩვენ მსოფლიოში მოწინავენი ვართ შერჩევითი აბორტებით და ათში ერთი გოგონა შერჩევითი აბორტის მსხვერპლია;
♀ საქართველო პირველ ადგილზეა მშობიარობასთან დაკავშირებული სიკვდილიანობით აღმოსავლეთ ევროპასა და რეგიონში.
♀ ქალები საშუალოდ 318 ლარით ნაკლებს გამოიმუშავებდნენ, ვიდრე კაცები;
♀ ქორწინებაში მყოფი ყველა მეთერთმეტე ქალი ფიზიკური ძალადობის მსხვერპლია;
♀ მიუხედავად იმისა, რომ უმაღლესი განათლება მეტ ქალს აქვს, საჯარო დაწესებულებებში ხელმძღვანელ პოზიციებზე ქალების მხოლოდ 22% მუშაობს და კერძო კომპანიებში საქმე უარესადაა – 20%.
არ გინდათ ყვავილები, ისედაც ყელამდე არიან ჩვენი პატივისცემით".